Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ძვირფასო დედა...“ – ნახეთ რა საყვარელი წერილი მისწერა ნინი ბადურაშვილს შვილმა – ფოტო

© Facebook / Nini Badurashviliნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალი ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში პატარა ელენეს წერილს აქვეყნებს. ნახეთ რას სთხოვს ნინის ქალიშვილი.

მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც გამოსახულია მისი შვილის ელენეს წერილი. ელენე დედას სთხოვს, რომ სწრაფი კვების ერთ-ერთი ობიექტიდან გამოიძახოს კერძი.

გოგონას ნინი ბადურაშვილს ძალიან ამსგავსებენ – ელენე პატარა ფერიას ჰგავს. ბადურაშვილის ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. ის 2012 წლის ოქტომბერში გათხოვდა ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძეზე. ირაკლიმ და ნინიმ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ. თუმცა ხმები მათი დაშორების შესახებ ძალიან მალე გავრცელდა, რაც შემდეგ ბადურაშვილის „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურიში გამოჩენამაც გაამყარა.

ქართველი ვარსკვლავი ქმარს 2013 წელს, ქორწინებიდან ოთხ თვეში დაშორდა. ყველაფერს ფარდა მომღერლის მეუღლემ ირაკლი კუტალაძემ ახადა, როდესაც ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში სკანდალური განცხადებები გააკეთა. „ძნელია იმის აღიარება, რომ შენს ცოლს საერთოდ არ სჭირდები“, – ამბობდა ირაკლი.

ნინის ბებია ლალი ბადურაშვილი ამბობდა, რომ ირაკლი მეუღლისთვის დროს ვერ პოულობდა, ორსული ნინი კი მთელი დღის მანძილზე სახლში მარტო იყო. მას შემდეგ, რაც ელენე გაიზარდა, როგორც ჩანს, წყვილს შორის ურთიერთობა დასტაბილურდა. ეს მომღერალმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუშიც აღნიშნა და განაცხადა, რომ მშობლების უთანხმოება შვილზე არ უნდა მოქმედებდეს. ნინი ბადურაშვილის თქმით, ირაკლი კარგი მამაა, ხშირად მიჰყავს ელენე მოსკოვში, ასევე დუბაიში, თავის ოჯახთან ერთად.

ირაკლი კუტალაძეს თით­ქმის 3 წელია, ახალი ოჯახი ჰყავს – მეუღლე და შვილი. ელენეც შარშან ახალ წელს მამასთან შეხვდა.

ყველა ახალი ამბავი
0