გეომაგნიტური ქარიშხალი

მოემზადეთ უმაღლესი დონის მაგნიტური ქარიშხლისთვის: ცნობილი გახდა დეკემბრის სახიფათო დღეები

971
(განახლებულია 14:19 01.12.2020)
მზის რენტგენული ლაბორატორია აქვეყნებს პროგნოზს, რომლის თანახმადაც დეკემბერში უმაღლესი დონის – G5 ძალის მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის შემოდგომა დატვირთული აღმოჩნდა მძიმე და ხანგრძლივი გეომაგნიტური დღეებით, რაც ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენდა — პერიოდულ უძილობას, არტერიული წნევის ცვალებადობასა თუ ტაქიკარდიას ბევრი უჩიოდა.

დამტკიცებულია, რომ ინფარქტებისა და ინსულტების 70% სწორედ მზის ძლიერი აქტივობის პერიოდებზე მოდის, ამიტომ ისინი, ვინც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს უჩივიან, უმჯობესია წინასწარ მოემზადონ ამინდის „სიურპრიზებისთვის“.

დეკემბრის რომელ დღეებში უნდა ველოდოთ მაგნიტურ ქარიშხლებს და რა ძალისა იქნება ისინი – მზის რენტგენული ლაბორატორია „ფიანის“ მონაცემებიდან ირკვევა.

ყველაზე ძლიერი და ხანგრძლივი მაგნიტური ქარიშხალი თვის მესამე დეკადაში, 17–21 დეკემბერსაა მოსალოდნელი. ამ დღეებში თავს შეუძლოდ იგრძნობენ არა მარტო მეტეომგრძნობიარე ადამიანები, არამედ სრულიად ჯანმრთელებიც, ვინაიდან მაგნიტური ქარიშხლის ძალა კოლოსალურ ნიშნულს — ხუთ ბალს (G5) მიაღწევს.

თუმცა მანამდე, 3–4 დეკემბერს საშუალო სიმძლავრის მაგნიტური ქარიშხალი გველოდება, რასაც ქრონიკული დაავადებების მქონენი და ასევე განსაკუთრებულად მეტეოდამოკიდებული ადამიანები იგრძნობენ. ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ამ დღეებში მოსალოდნელია თავის ტკივილები, კონცენტრაციის დაკარგვა, ძილიანობა და გაღიზიანებადობა.

ასევე საშუალო სიმძლავრის მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი 10 დეკემბერსაც და ასევე თვის ბოლო დღეებშიც — 30–31 დეკემბერს.

მაგნიტური ქარიშხლების კლასიფიკაცია სულ ხუთ დონეს მოიცავს, საიდანაც G1 ყველაზე დაბალია, ხოლო G5 — ყველაზე მაღალი.

სპეციალისტების რჩევები

ჯანმრთელობაზე გეომაგნიტური გამოსხივების გავლენის თავიდან აცილების მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალისტების რეკომენდაციების დაცვა:

  • ფიზიკური აქტივობის შემცირება;
  • მაგნიტური გამოსხივების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნოზოლოგიებით დაავადებულებმა აცეტილსალიცილის მჟავის (ასპირინი) 1 აბი უნდა მიიღონ. ეს პრეპარატი ამცირებს სისხლში თრომბების წარმოქმნის რისკს და აჯირჯვებს სისხლს;
  • რამდენიმე დღის განმავლობაში რაციონიდან გამორიცხეთ ყავა, მაგარი ჩაი და სხვა სასმელები, რომლებიც ბევრ კოფეინს შეიცავს;
  • გულის ან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა წინასწარ უნდა მოიმარაგონ წამლები;
  • ბევრი იარეთ ფეხით და ისეირნეთ სუფთა ჰაერზე;
  • თუ ხშირი დეპრესიისა და ემოციური დარღვევებისკენ ხართ მიდრეკილი, წინასწარ დაიწყეთ დამამშვიდებელი მედიკამენტების მიღება;
  • კატაბალახას, კუნელის, გვირილის, სალბის ან ასკილისგან მომზადებული ჩაი ნერვული სისტემის დამშვიდებაში დაგეხმარებათ, მოადუნებს სხეულს და ხელს შეუწყობს სხვადასხვა სისტემის მუშაობის ნორმალიზებას;
  • თავის ძლიერი ტკივილის დროს არ ღირს მედიკამენტებზე უარის თქმა – ნუ მოითმენთ ტკივილს, უმჯობესია წამალი დაუყოვნებლივ მიიღოთ.
971
თემები:
სასარგებლო რჩევები (445)
ნინო ჩხეიძე

„15 წელი ვერ ვჩნდებოდი, რადგან...“ - ნინო ჩხეიძემ მამა გამოაჩინა

40
(განახლებულია 11:32 19.01.2021)
მომღერალმა ნინო ჩხეიძემ საზოგადოებას მამა გააცნო. ნახეთ როგორ გამოიყურება გიორგი ჩხეიძე და რატომ არ ჩნდებოდა ის 15 წლის განმავლობაში

მომღერალმა ნინო ჩხეიძემ 15-წლიანი პაუზის შემდეგ მამა გამოაჩინა. გიორგი ჩხეიძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოჩნდა, სადაც განაცხადა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში საზოგადოებაში გამოჩენა ა რუნდოდა, რადგან ზედმეტი წონის პრობლემა ჰქონდა, ახლა 25 კილოგრამი დაიკლო და ეკრანის კომპლექსი აღარ აქვს.

როგორც ჩანს, წონის პრობლემა ოჯახში აქტუალურია. ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ცოტა ხნის წინ მომღერალმა განაცხადა, რომ წლების განმავლობაში მუდმივად დიეტაზე იყო, არც ტკბილს ჭამდა და არც ცომეულს. მაგალითად ნამცხვარი 17 წლის ასაკიდან 15 წლის განმავლობაში საერთოდ არ გაუსინჯავს, ერთი ნაჭერიც კი არ უჭამია. ორსულობის დროსაც, მთელი ცხრა თვის განმავლობაში, დიეტაზე იყო.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია წონა, მაგრამ მგონი, ასაკთან ერთად, ნებისყოფაც ქრება… ტორტი 20 წელი არ მქონდა ნაჭამი. პანდემიის დროს დავიწყე მისი ჭამა და ეს ნამდვილი კატასტროფაა, რა თქმა უნდა, აისახა ჩემს წონაზე. არ ვმეტიჩრობ, შვიდი კილო მაქვს მომატებული, რაც უკვე საგანგაშოა“, -ამბობს მომღერალი.

ყველასთვის საყვარელი მომღერალი და სხვადასხვა შოუების ჟიურის წევრი ნინო ჩხეიძე აქტუალობას წლების მანძილზე არ კარგავს. მისი სიმღერები თბილისის ქუჩებში ჟღერს. მუსიკოსი ახალი ჰიტებით ერთგულ მსმენელს ხშირად ანებივრებს. მისი პროდიუსერი და მეუღლე გიორგი კორახაშვილია, რომელმაც ნინოს კარიერის დაწყებისას ძალიან ეხმარებოდა.

მოდური, ტრენდული და მუდამ მომღიმარი არტისტი ახლა ქმრისგან შორს ცხოვრობს. მიუხედავად მათ შორის არსებული დიდი მანძილისა გიორგისა და ნინოს ურთიერთობა არ დანგრეულა. პირიქით, კილომეტრები წყვილს აახლოებს. ნინოს კი ახალ შესაძლებლობას აძლევს, ქმარი სხვადასხვა ქვეყნებში შვილთან ერთად მოინახულოს და ახალი ქალაქი შეიცნოს.

რამდენიმე წელია ასე გრძელდება. თვიდან თვემდე გიორგი კორახაშვილი ნინო ჩხეიძეს კონტრაქტებს უფორმებს. მომღერალი კი, კორპორატიულ საღამოებსა თუ გრანდიოზულ ქორწილებზე გამოსასვლელად ქალიშვილთან ერთად მიემგზავრება. ამის მეშვეობით ოჯახი დროებით ერთიანდება. ნინო ქმართან გადაღებულ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს.

40
თემები:
სელებრითების ცხოვრება
Работа во время пандемии - патрульный полицейский на дежурстве следит за порядком

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

16
(განახლებულია 11:02 19.01.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები მოქმედებს, რომელთა დარღვევა ჯერ ადმინისტრაციულ, გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 822 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის  143 პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 679  ფიზიკური პირია დაჯარიმებული.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

16
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ბათუმის ახალი სტადიონი

პირველად საქართველოში - ბათუმის სტადიონზე ჰიბრიდული მინდვრის საფარი მოეწყობა

0
(განახლებულია 11:45 19.01.2021)
მინდვრის საფარის მოწყობას ცნობილი ბრიტანული ბრენდი უზრუნველყოფს. მოედნის ბუნებრივი საფარის მოდერნიზებას კომპანია „ანაგი“ საკუთარი სახსრებით განახორციელებს

თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. ბათუმის სტადიონი ამიერკავკასიაში ერთ-ერთი პირველი სტადიონი იქნება ბაქოს ახალ ოლიმპიურ სტადიონთან ერთად, რომელსაც პრემიუმ კლასის ჰიბრიდული მინდვრის საფარი ექნება. ინფორმაციას აჭარის პროექტების მართვის კომპანია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰიბრიდულ მინდვრის საფარს ბათუმის სტადიონზე მსოფლიოს წამყვანი ბრიტანული კომპანია SISPITCHES მოაწყობს. აღნიშნულ საერთაშორისო ბრენდს ჰიბრიდული საფარით მსოფლიოს 100-ზე მეტი სტადიონი აქვს მოწყობილი, მათ შორისაა ესპანური „ბარსელონას“ „კამპ ნოუ“ და იტალიის ქალაქ მილანში მდებარე ჯუზეპე მეაცას სახელობის („სან სირო“) სტადიონი. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე SISPITCHES-მა ჰიბრიდული საფარით ექვსი სტადიონის მინდორი მოაწყო.

აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში განმარტავენ, რომ მინდვრის ჰიბრიდული ზედაპირი ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რომელიც მოედანზე ბუნებრივ ბალახთან ერთად ეწყობა და მის სიმტკიცეს, გაზრდილ ცვეთამედეგობას და სეზონურობის მიმართ სტადიონის მდგრადობას უზრუნველყოფს.

„სტადიონის მოედნის ჰიბრიდული ზედაპირი არის საკმაოდ ძვირადღირებული ტექნოლოგიური გადაწყვეტა და წარმოდგენილია ბრიტანეთის, იტალიის, ესპანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების A კლასის სტადიონებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტადიონის საფარის მოდერნიზებას ქართული სამშენებლო კომპანია „ანაგი"  საკუთარი სახსრებით განახორციელებს.

გაზაფხულზე სტადიონი საქართველოს ეროვნული ლიგის თამაშებს უმასპინძლებს, 2023 წელს კი სტადიონზე 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

0
თემები:
სპორტის ამბები