ეპიდაფეთქებაზე საუბარი სიცრუეა – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კომენტარს აკეთებს

© Sputnik / Alex Shlamovმეხანძრე
მეხანძრე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყების ინფორმაციით, კორონავირუსის ინფექცია ქვეყნის მასშტაბით მეხანძრე–მაშველების მხოლოდ 6%-ს აქვს დადასტურებული.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა დანაყოფი შეუფერხებლად მუშაობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
„ეს პიკია" – ამირან გამყრელიძე ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებაზე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონაცემებით, ამ დროისათვის საქართველოს მასშტაბით 3 ათასი მეხანძრე–მაშველიდან კორონავირუსი მხოლოდ 173-ს აქვს დადასტურებული. ყველა მათგანი შესაბამის მკურნალობას გადის, მათთან კონტაქტში მყოფი პირები კი თვითიზოლაციაში გადადიან და 72 საათის განმავლობაში PCR-ტესტი უტარდებათ.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საკოორდინაციო საბჭოს ყველა რეკომენდაციას სრულად იცავს, რის შედეგადაც მეხანძრე–მაშველები საკუთარ მოვალეობას ასრულებენ და მოქალაქეებს ემსახურებიან. ამ დროისათვის სახანძრო-სამაშველო ძალებში რაიმე სახის ეპიდაფეთქებაზე საუბარი არის საფუძველს მოკლებული და ტყუილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ მეხანძრე-მაშველები უზრუნველყოფილი არიან ინდივიდუალური დაცვის ყველა საჭირო საშუალებებით, რადგან მათ პირდაპირი კონტაქტი აქვთ მოქალაქეებთან. 

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
„საინტერესო პაციენტი ვიყავი" – თენგიზ ცერცვაძე სამუშაოს დაუბრუნდა

ყოველ შაბათ-კვირას ხდება სახანძრო-სამაშველო ძალების შენობების დეზინფექცია, ხოლო რომელიმე დანაყოფში ინფექციის დადასტურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ტარდება როგორც შენობების, ასევე ავტომობილების არაგეგმიური დეზინფექცია.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აღწევს. ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან რიგი შეზღუდვები დააწესა. ყველაზე სერიოზული შეზღუდვები შვიდ დიდ ქალაქში მოქმედებს – არ მუშაობს მუნიციპალუტი ტრანსპორტი, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრისა), ფიტნეს–დარბაზები და აუზები და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება.

ყველა ახალი ამბავი
0