Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სასაცილო ნამდვილად არ იყო...“ – შორენა ბეგაშვილი სახლიდან გამოაგდეს

© Facebook / Shorena Begashviliშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შორენა ბეგაშვილმა საზოგადოებას გაუმხილა, რომ ბინის მეპატრონემ, სადაც ის ქირით ცხოვრობდა, ქირის გადაუხდელობის გამო სახლიდან გამოაგდო.

მოდელმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა საკუთარი გადაცემის მონოლოგში ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ქირით ცხოვრობდა და ბინის მეპატრონემ თანხის გადაუხდელობის გამო სახლიდან გამოუშვა. „შორენას ეფექტში“ ბეგაშვილი ამბობს, რომ ამას ის ადამიანი ვერასდროს მიხვდება, ვისაც სხვის სახლში არ უცხოვრია.

„დღეს ამ ამბავს ღიმილით ვიხსენებ, მაგრამ სადარბაზოში გამოყრილი ჩემი ნივთები სასაცილო ნამდვილად არ იყო“, – ამბობს ტელეწამყვანი. ამჟამად ბეგაშვილი პრესტიჟულ უბანში, ფეშენებელურ სახლში ცხოვრობს და საკუთარი ხელით რემონტსაც კი აკეთებს.

შორენა ბეგაშვილმა საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჰყვება, თუ როგორ მივიდა აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე. მსახიობმა აღიარა, რომ ერთი ოთახის მოპირკეთება სურდა და საბოლოოდ მთლიანი სახლის გადაკეთება გადაწყვიტა.

რამდენიმე თვეა, რაც შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად დაშორდა და ახალი ცხოვრება დაიწყო. მსახიობმა საკუთარი საავტორო გადაცემაც დაიწყო და საყვარელი მამაკაციც გამოაჩინა. ის ე.წ. კანონიერ ქურდზე ლაშა ბარათელზეა შეყვარებული.

ყველა ახალი ამბავი
0