ალექსანდრა პაიჭაძე

„ვივარჯიშე, სოდიანი წყლის ორთქლით ვისუნთქე“ ალექსანდრა პაიჭაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

547
(განახლებულია 19:00 30.11.2020)
მოდელი და ცნობილი „ინფლუენსერი“ სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. მოდელ ალექსანდრა პაიჭაძეს კორონავირუსი აქვს. ამის შესახებ პაიჭაძემ „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე რამდენიმე წუთის წინ დაწერა.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

მოდელი და ცნობილი „ინფლუენსერი“ წერს, რომ კვირას, დღის მეორე ნახევარში ყნოსვის შეგრძნების დაკარგვით მიხვდა, რომ შესაძლოა კორონავირუსი ჰქონოდა და სწრაფი ანტიგენ-ტესტი გაიკეთა, რაზეც დადებითი პასუხი ერთ საათში მიიღო.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

„ოთხშაბათის მერე, ვისთანაც მქონდა კონტაქტი და შეხვედრა, გადაემოწმეთ, თავს მოუფრთხილდით. მთავარია ენერგიულად ვიყო. დღეს დილიდან ვივარჯიშე, სოდიანი წყლის ორთქლით ვისუნთქე, ვიტამინებს ვსვამ, ოთახს ვალაგებ, კომედიური ჟანრის ფილმს ვუყურებ. დიდი არაფერი შეცვლილა, უბრალოდ მიკითხვის მაგივრად, ყველაფერი მომაკითხავს სახლში. დაბადების დღესაც აქ შევხვდები. ვაჰ, არადა მაგარი გეგმები მქონდა“, – დაწერა მოდელმა და სოციალური ქსელის მომხმარებლებს მოუწოდა, სასარგებლო რჩევები მისცენ.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

ბევრი წამყვანი რესტორანი, კლუბი თუ ცნობილი მაღაზია ალექსანდრას მიმზიდველობას და პაპულარობას ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად იყენებს. ახალგაზრდა მოდელი, თავის მხრივ, საკუთარ გვერდს უფრო და უფრო მიმზიდველს ხდის, არა მხოლოდ ფოტოებით, არამედ სურათის აღწერით.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

29 წლის მოდელი დიდი პოპულარულობით სარგებლობს. მას ტელეეკრანებიდან იცნობენ. ალექსანდრა რამდენიმე არხზე დილის გადაცემებში სპორტული ილეთებით დატვირთულ ვარჯიშებს ქალბატონებს უზიარებდა. საკუთარ გამოცდილებას სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს. მის ყველა ფოტოს ლოგიკური და საკმაოდ ვრცელი ტექსტები ახლავს მრავალფეროვან თემებზე.

547
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2612)
Работа во время пандемии - патрульный полицейский на дежурстве следит за порядком

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

9
(განახლებულია 11:02 19.01.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები მოქმედებს, რომელთა დარღვევა ჯერ ადმინისტრაციულ, გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 822 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის  143 პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 679  ფიზიკური პირია დაჯარიმებული.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

9
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
პირბადით ქუჩაში

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: ბოლო მონაცემებით თბილისი კვლავ პირველ ადგილზეა

20
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.550-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 249.465-ს მიაღწია

თბილისი,  19 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.550 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 647 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახური ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 249, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 145, კახეთი - 106, შიდა ქართლი - 95, ქვემო ქართლი - 93, აჭარა - 58, გურია - 53, სამცხე-ჯავახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი - 41, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 494 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 235.130-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 15 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.973-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 11.336 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.656 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1.770, იმერეთში - 702, აჭარაში - 269.

775 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 217 პირი. აქედან თბილისში - 156, იმერეთში - 26, აჭარაში - 2.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 563 ადამიანი. მათ შორის 248 - თბილისში, 237- აჭარაში, 32 - იმერეთში.  ხოლო 7.117 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 472 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 226, აჭარაში - 97, ხოლო იმერეთში - 9.

თვითიზოლაციაში იმყოფება 21.865 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12.398 პირი, იმერეთში - 2.269, აჭარაში - 1.788.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.550-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 249 465-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

20
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები