Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შემოსავალი ბევრად ნაკლებია იმაზე, რასაც ბანკში ვიხდი“ – მომღერალმა შესაძლოა ბინა დაკარგოს

© Facebook / Sukhitaგიორგი სუხიტაშვილი
გიორგი სუხიტაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი სუხიტაშვილი მაყურებელმა გაიცნო კონკურსიდან „ჯეოსტარი“, რომელშიც მან გაიმარჯვა. მას შემდეგ გიორგი არაერთ პროექტში მონაწილეობდა.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ავტომობილს ყიდის, რათა ბანკში ბინის გამო აღებული სესხი დაფაროს. ამის შესახებ მომღერალმა „ფორტუნასთან“ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ მატერიალური პრობლემის წინაშე დგას და ბინის სესხის გადახდა უჭირს.

 

მომღერლის თქმით, მისი ბოლო კონცერტი წინა წლის 30 ნოემბერს გაიმართა და მის მდგომარეობაში ბევრი ხელოვანია. დღევანდელი ყოველთვიური ანაზღაურება კი ბევრად ნაკლებია, ვიდრე ბანკში შესატანი თანხის ოდენობა. თითქმის ერთწლიანი წყვეტა მაქვს პროფესიული, თუ არ ჩავთვლით წინა ახალ წელს პატარ-პატარა კონცერტებს, აღნიშნა მან.

34 წლის გიორგი სუხიტაშვილი მაყურებელმა გაიცნო კონკურსიდან „ჯეოსტარი“, რომელშიც მან გაიმარჯვა. მას შემდეგ გიორგი არაერთ პროექტში მონაწილეობდა.

ყველა ახალი ამბავი
0