ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე

ჯანეტ ქერდიყოშვილი დაბადების დღეზე სტუმრების გარეშე დარჩა ვიდეო

389
(განახლებულია 21:32 30.11.2020)
ჯანეტ ქერდიყოშვილმა საკუთარი იუბილეზე სტუმრებისთვის დიდი სუფრა გააწყო, გაემზადა დასახვედრად და ყველაფერი მოულოდნელად დასრულდა.

მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი 29 ნოემბერს 29 წლის გახდა. პროდიუსერ ნოე სულაბერიძის მეუღლე ამ დღისთვის დიდხანს ემზადებოდა, სტუმრებისთვის საკუთარი დიზაინით სუფრაც გააწყო და „ინსტაგრამის“ „სთორიში“ სოციალური ქსელის მომხმარებლებსაც გაუზიარა, როგორ ემზადებოდა მათ დასახვედრად.

მოგვიანებით ნოე სულაბერიძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სუფრას მხოლოდ ის და ჯანეტი არიან შემომსხდარი, სტუმრებისთვის განკუთვნილი ადგილები კი რბილი სათამაშოებით შეავსეს და ასე აღნიშნეს ჯანეტის „ოქროს დაბადების დღე“.

როგორც ჩანს, პანდემიიდან გამომდინარე, წყვილმა მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით სტუმრების დაპატიჟებაზე უარი თქვა, ან, პირიქით, სტუმრებმა შეიკავეს თავი და მილოცვა ვირტუალურად გადაწყვიტეს.

View this post on Instagram

A post shared by @itsmyworld_____

ჯანეტი თვალწარმტაცი გარეგნობითა და დახვეწილი მანერებით გამოირჩევა. ახალგაზრდა მოდელი და ახალბედა დედა განსაკუთრებულად საინტერესოდ ფეხმძიმობის პერიოდში გამოიყურებოდა. ჯანეტს უყვარს ფერთა გამებით თამაში. ორსულობისას საკუთარი ატელიე დააარსა, სადაც ქალბატონებს დახვეწილ სამოსს სთავაზობს.

იტალიაში ერთ-ერთი წამყვანი დიზაინერების სკოლაში ჭრა-კერვის გარდა სტილის შეგრძნებაც შეისწავლა. საქართველოში დაბრუნებულ მოდელს ახალი შესაძლებლობები მეორე ნახევარმა შეუქმნა. მოდელი ტელეწამყვან ნოე სულაბერიძეზეა დაოჯახებული.

ჯანეტი და ნოე ერთობლივად და ცალ-ცალკე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ცნობილი პროდიუსერი და რეიტინგული გადაცემების ავტორი და უმშვენიერესი მოდელი და დიზაინერი ჯანეტ ქერდიყოშვილი შეუდარებლად გამოიყურებიან. მათი სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი 28 იანვარს გაუჩნდა.

389
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2613)
ნინო ჩხეიძე

„15 წელი ვერ ვჩნდებოდი, რადგან...“ - ნინო ჩხეიძემ მამა გამოაჩინა

37
(განახლებულია 11:32 19.01.2021)
მომღერალმა ნინო ჩხეიძემ საზოგადოებას მამა გააცნო. ნახეთ როგორ გამოიყურება გიორგი ჩხეიძე და რატომ არ ჩნდებოდა ის 15 წლის განმავლობაში

მომღერალმა ნინო ჩხეიძემ 15-წლიანი პაუზის შემდეგ მამა გამოაჩინა. გიორგი ჩხეიძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოჩნდა, სადაც განაცხადა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში საზოგადოებაში გამოჩენა ა რუნდოდა, რადგან ზედმეტი წონის პრობლემა ჰქონდა, ახლა 25 კილოგრამი დაიკლო და ეკრანის კომპლექსი აღარ აქვს.

როგორც ჩანს, წონის პრობლემა ოჯახში აქტუალურია. ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ცოტა ხნის წინ მომღერალმა განაცხადა, რომ წლების განმავლობაში მუდმივად დიეტაზე იყო, არც ტკბილს ჭამდა და არც ცომეულს. მაგალითად ნამცხვარი 17 წლის ასაკიდან 15 წლის განმავლობაში საერთოდ არ გაუსინჯავს, ერთი ნაჭერიც კი არ უჭამია. ორსულობის დროსაც, მთელი ცხრა თვის განმავლობაში, დიეტაზე იყო.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია წონა, მაგრამ მგონი, ასაკთან ერთად, ნებისყოფაც ქრება… ტორტი 20 წელი არ მქონდა ნაჭამი. პანდემიის დროს დავიწყე მისი ჭამა და ეს ნამდვილი კატასტროფაა, რა თქმა უნდა, აისახა ჩემს წონაზე. არ ვმეტიჩრობ, შვიდი კილო მაქვს მომატებული, რაც უკვე საგანგაშოა“, -ამბობს მომღერალი.

ყველასთვის საყვარელი მომღერალი და სხვადასხვა შოუების ჟიურის წევრი ნინო ჩხეიძე აქტუალობას წლების მანძილზე არ კარგავს. მისი სიმღერები თბილისის ქუჩებში ჟღერს. მუსიკოსი ახალი ჰიტებით ერთგულ მსმენელს ხშირად ანებივრებს. მისი პროდიუსერი და მეუღლე გიორგი კორახაშვილია, რომელმაც ნინოს კარიერის დაწყებისას ძალიან ეხმარებოდა.

მოდური, ტრენდული და მუდამ მომღიმარი არტისტი ახლა ქმრისგან შორს ცხოვრობს. მიუხედავად მათ შორის არსებული დიდი მანძილისა გიორგისა და ნინოს ურთიერთობა არ დანგრეულა. პირიქით, კილომეტრები წყვილს აახლოებს. ნინოს კი ახალ შესაძლებლობას აძლევს, ქმარი სხვადასხვა ქვეყნებში შვილთან ერთად მოინახულოს და ახალი ქალაქი შეიცნოს.

რამდენიმე წელია ასე გრძელდება. თვიდან თვემდე გიორგი კორახაშვილი ნინო ჩხეიძეს კონტრაქტებს უფორმებს. მომღერალი კი, კორპორატიულ საღამოებსა თუ გრანდიოზულ ქორწილებზე გამოსასვლელად ქალიშვილთან ერთად მიემგზავრება. ამის მეშვეობით ოჯახი დროებით ერთიანდება. ნინო ქმართან გადაღებულ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს.

37
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2613)
Работа во время пандемии - патрульный полицейский на дежурстве следит за порядком

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

15
(განახლებულია 11:02 19.01.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები მოქმედებს, რომელთა დარღვევა ჯერ ადმინისტრაციულ, გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 822 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის  143 პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 679  ფიზიკური პირია დაჯარიმებული.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

15
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
აბანოთუბანი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 21 იანვარს

0
(განახლებულია 11:39 19.01.2021)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ხუთშაბათს ზამთრის ცივი ამინდი ელოდებათ – დღისით ჰაერი 2 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში ხუთშაბათს, 21 იანვარს მზიან და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 08:22 საათზე ამოვა და 18:01 საათზე ჩავა.

დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა პლუს 2 გრადუსი, ღამით კი მინუს 1 გრადუსი იქნება.

ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

 

0
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში