ლუგარის ცენტრი

კორონავირუსით დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელი გარდაიცვალა

80
(განახლებულია 12:43 28.11.2020)
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი ქუთაისში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ქუთაისში კორონავირუსით ეპიდემიოლოგი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელი ლია შეყილაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, 62 წლის ლია შეყილაძე ქუთაისში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მას კოვიდინფექცია რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.

ბოლო პერდიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს.

შეგახსენებთ, იმერეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4 472-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 127 942-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 106 328 ადამიანი (ბოლო 24 საათში - 4 058), გარდაიცვალა – 1 195 (ბოლო 24 საათში - 34)

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

80
თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)
შეყვარებულები

ვინც 2020 წელს ოჯახი შეინარჩუნა: დაწერეთ წერილი და მიიღეთ ბრილიანტის ორი ბეჭედი

0
ბრილიანტის ბეჭდების საჩუქრად მიღება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ წყვილს შეუძლია, თუკი ისინი ერთ პირობას დააკმაყოფილებენ

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. წყვილს, რომელმაც კორონავირუსული პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს გაუძლო და ოჯახური ერთიანობა შეინარჩუნა, ამერიკელი კრისტენ ბონავიტა ბრილიანტის ორი ბეჭდის ჩუქებას ჰპირდება — ოღონდ, ერთი პირობით, წერს Daily Mail–ი ქალის Facebook–ზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრილიანტის ნიშნობის ბეჭდები მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებს წყვილს შეუძლია მიიღოს, თუკი ისინი ბონავიტას მიერ წამოყენებულ პირობას დააკმაყოფილებენ.

ირკვევა, რომ კრისტენ ბონავიტა და მისი მეუღლე 2020 წელს დაშორდნენ ერთმანეთს, რაც ქალმა ძალიან მძიმედ გადაიტანა. ხოლო მას შემდეგ, რაც განცდებს თავი დააღწია და ყველაფერი უკან დარჩა, გადაწყვიტა, თავიდან მოიშოროს წარუმატებელი ოჯახური ცხოვრების შესახებ მოგონებები და თავისი ბეჭედი ბედნიერ წყვილს უსახსოვროს.

როდესაც კრისტენის ყოფილმა ქმარმა მისი სურვილის შესახებ შეიტყო, თავადაც მოინდომა ამ კეთილ საქმეში ჩართვა და საკუთარი ბეჭდის გაჩუქებაც გადაწყვიტა. ასე რომ, ახლა ორი ძვირადღირებული სამკაული ახალ პატრონებს ელოდება.

„მინდა ჩემი და ჩემი ყოფილი ქმრის კუთვნილი ნიშნობის ბეჭდები ვაჩუქო წყვილს, რომელიც 2020 წელს მძიმე პრობლემებს შეეჯახა, მაგრამ სირთულეების გადალახვა ერთად შეძლო“, —წერს კრისტენ ბონავიტა.
  • მისი ერთად ერთი პირობა ასეთია: წყვილმა უნდა დაწეროს მოკლე ესე იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხეს ურთიერთობების შენაჩუნება პანდემიის დროს. მონათხრობი არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას, წერილს კი უნდა ერთ ვოდეს 2020 წელს გადაღებული ფოტო.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტების შეფასებით, კრისტენ ბონავიტას თითქმის ორ კარატიანი ბეჭედი 2 800 დოლარი ღირს, მისი მეუღლისა კი უფრო იაფი — დაახლოებით 760 დოლარი.

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა
დეზინფექცია საპყრობილეში

ქსნისა და გლდანის ციხეებში კორონავირუსის 78 შემთხვევა დაფიქსირდა

16
(განახლებულია 16:54 26.01.2021)
უწყების ცნობით, ამ დროისთვის ტესტირება ჩატარებულია 10 პენიტენციურ დაწესებულებაში – კორონავირუსი ჯამში 113 პატიმარს გამოუვლინდა

თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. საქართველოს ორ დიდ პენიტენციურ დაწესებულებაში  ჩატარებული 4.157  PCR–ტესტიდან  დადებითი პასუხი 78 შემთხვევაში დაფიქსირდა, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე .

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა ინტენსიურ ტესტირებას ახორციელებს. ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ყველა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში პატიმრების ტესტირება იანვრის ბოლომდე დასრულდება – ეპიდემიოლოგების კვლევის ობიექტს 9 ათასი ადამიანი წარმოადგენს.

პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის ბრალდებებს არ ეთანხმება>>>

ლორთქიფანიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე PCR–ტესტირება N8 (გლდანის) და N15 (ქსნის) პენიტენციური დაწესებულებების  პატიმრებს ჩაუტარდათ.

კერძოდ,  გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული 2.422 ტესტიდან  დადებითი 38 აღმოჩნდა. მინისტრის განცხადებით, კორონავისრუსისთვის დამახასიათბელი სიმპტომების მქონე პირები სამოქალაქო სექტორის კლინიკაში არიან გადაყვანილი, უსიმპტომოები კი - დაწესებულების საკარანტინე სივრცეში იზოლაციაში არიან მოთავსებული. 

რაც შეეხება ქსნის N15 დაწესებულებას, დაწესებულებაში ჩატარებული 1735 ტესტიდან დადებითი პასუხი 40 შემთხვევაში დაფიქსირდა – ყველა ინფიცირებული უსიმპტომოა და მათი ჰოსპიტალიზაცია არ განხორციელებულა.

„ამ ეტაპისთვის სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ინტენსიური ტესტირებების პროცესი ამ თვის ბოლომდე დასრულდება მთლიანად ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში“, - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდებულ/მსჯავრდებულების ინტენსიური PCR–ტესტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. რაც შეეხება ციხის თანამშრომლებს, ისინი სამუშაო ადგილებზე აღჭურვილი არიან პირბადით, ხელთათმანებითა და ბახილებით, მათ PCR–ტესტირება უტარდებათ კვირაში ერთხელ, ხოლო სწრაფი ტესტი – 72 საათში ერთხელ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში მკაცრი შეზღუდვები დაავადების პრაქტიკულად პირველივე გამოვლენიდან მოქმედებს. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს 2021 წლის 31 იანვრამდე (ჩათვლით) შეუჩერდათ ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც მანამდე დაშვებული იყო.

16
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები