კესარია აბრამიძე

„გამოვედი მეზობლისგან და საშინელი გაზის სუნი იდგა“ კესარია აბრამიძე აფეთქებას გადაურჩა

927
(განახლებულია 17:04 27.11.2020)
კესარია აბრამიძის საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. ნახეთ რას ჰყვება ცნობილი ფოტომოდელი ჟურნალისტებთან.

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ცნობილი ფოტომოდელის, კესარია აბრამიძის საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. კესარია დიღომში, ავთანდილის 8 ნომერში, ზუსტად იმ კორპუსში ცხოვრობს, სადაც ერთი წლის წინ გაზის აფეთქების შედეგად ტრაგედია დატრიალდა.

„გამოვედი მეზობლისგან და საშინელი გაზის სუნი იდგა. მე ვიცი წინა წელს ეს კორპუსი აფეთქდა. შეშინებულია ხალხი, ზოგი წავიდა. წინა წელსაც, როცა აფეთქდა, რამდენჯერმე მოვიდნენ, ალბათ სათანადო ყურადღება არ მიაქციეს და თქვეს, შეიძლება ვიღაცამ გაზის ბალონი აიტანა და ამიტომ დადგა სუნიო. ამის შემდეგ დატრიალდა ტრაგედია“, – განუცხადა კესარია აბრამიძემ ჟურნალისტებს.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 2019 წლის იანვარში მოხდა. აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. გარდაიცვალა სამი ადამიანი, მოგვიანებით კი საავადმყოფოში გადაყვანილი არასრულწლოვანიც. გარდა ამისა, აფეთქების შედეგად დაშავდა რვა ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნებიც.

927
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2606)
ფოთის პორტი

ფოთში სატვირთო მანქანების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

14
მძღოლები სანაოსნო კომპანიებისგან ტარიფის გაზრდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საქონელს აღარ გადმოტვირთავენ და აქციებს გააგრძელებენ

თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. სატვირთო მანქანების მძღოლებმა ფოთში შეკვეთილი რეისების ტარიფების გაზრდის მოთხოვნით აქცია გამართეს.

მომიტინგეების თქმით, ტარიფები პანდემიის გამო ძალიან დაბალია, რაც მათ მუშაობას ურთულებს. როგორც მძღოლები ამბობენ, მათ ოჯახები ჰყავთ შესანახი და საბანკო ვალდებულებები აქვთ გასასტუმრებელი. მძღოლები სანაოსნო კომპანიებისგან ტარიფების გაზრდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქონლის გადმოტვირთვაზე უარს აცხადებენ.

„ტარიფები ძალიან დაბალია, ხელოვნურადაა დაწეული. ჩვენი მოთხოვნაა ტარიფების გაზრდა. აზერბაიჯანში საწვავის ფასი გაიზარდა, საქართველოშიც კვლავ გაიზრდება და საერთოდ აღარ ღირს მუშაობა, არაფერი გვრჩება. ჩვენ ვერ ვინახავთ მანქანებს, ვერ ვინახავთ ოჯახებს, კრედიტები გვაქვს, ბანკები სახლებს გვართმევენ. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, საქონელს აღარ გადმოვტვირთავთ, არ გადავზიდავთ, ტრანსპორტი გაჩერდება“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მძღოლები პერმანენტულ აქციებს არ გამორიცხავენ.

 

 

14
მანიკა ასათიანი

„ჯერ ბოლომდე არ გადმოვბარგებულვართ“ - ნახეთ მანიკა ასათიანის ახალი სახლი წავკისში - ვიდეო

43
(განახლებულია 13:03 15.01.2021)
უმშვენიერესი მოდელი და ტელეწამყვანი მალე ოჯახთან ერთად ახალ სახლში იცხოვრებს. ნახეთ როგორი ინტერიერი აქვს წავკისის სახლს

ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი მალე წავკისში, ულამაზეს სახლში იცხოვრებს. გადაცემა „იმედის დღეს“ მანიკამ მეუღლესთან და შვილთან ერთად სწორედ ახალ სახლში უმასპინძლა, თუმცა, როგორც აღნიშნა, წავკისში ჯერ ბოლომდე არ გადასულა და ჯერჯერობით მხოლოდ ახალ წელს შეხვდა აქ მეუღლის ოჯახთან ერთად.

მანიკას თქმით, სახლში სწორედ ბექას დიდ ოჯახთან ერთად იცხოვრებს. მანიკას მეუღლე ბექა წივწივაძე კალათბურთელია. მანიკა 17 წლის იყო, როდესაც მომავალი ქმარი გაიცნო და მალე დაოჯახდნენ. 19 წლის დაფეხმძიმდა და ვაჟი – გიორგი გააჩინა.

მოდელის სავიზიტო ბარათი გამორჩეული გარეგნობაა. წითური თმა, ულამაზესი ღიმილი, თვალ-წარბი, სიმაღლე – მანიკა ასათიანის გარეგნობაში ყველაფერია, რაც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს. გარდა ამისა, მისი მეგობრული ოჯახი ბევრისთვის მისაბაძია.

43
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2606)