Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვერ ვხვდები მიზეზს, როგორ ვსუნთქავ უშენოდ“ – ანი გიუნტერმა საყვარელი ადამიანი დაკარგა

© Photo: Anna Guenther / FBანი გიუნტერი
ანი გიუნტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანი გიუნტერი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დილის ეთერში წლებია მუშაობს. ორი შვილი ჰყავს, მაგრამ ახერხებს, აქტიურად იყოს საქმით დაკავებული და შვილებსაც არ მოაკლოს ყურადღება.

ტელეწამყვანი ანი გიუნტერი სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მამას დაბადების დღეს ულოცავს და  ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

ირკვევა, რომ წამყვანს მამა 26 წლის წინ 26 ნოემბერს გარდაეცვალა. ანი გიუნტერი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დილის ეთერში წლებია მუშაობს. ორი შვილი ჰყავს, მაგრამ ახერხებს, აქტიურად იყოს საქმით დაკავებული და შვილებსაც არ მოაკლოს ყურადღება.

ბოლო დროს ტელეწამყვანმა წონაში მკვეთრად დაიკლო და არაჩვეულებრივად გამოიყურება. როგორც ცოტა ხნის წინ ანი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, დიეტაზე არაა, თუმცა როგორც გამოიყურება, არის შედეგი ვიტამინების კოქტეილის, სწორი კვების, ნაკლები სტრესის და ბევრი პოზიტივის.

„ახლა საკმაოდ ბევრი კილოგრამი მაქვს მომატებული. კონკრეტულად არც ვიცი, რამდენი, მაგრამ დიდად არ განვიცდი. დიეტაზე არ ვარ, უბრალოდ თავს ვიკავებ გარკვეული საკვების მიღებისგან. ზედმეტი კილოგრამები ჩემთვის ტრაგედია არ არის“, – ამბობდა ანი.

ხუთი წლის წინ ტელეწამყვანი მეუღლეს კახა არაბიძეს დაშორდა, რომელმაც მალევე მოიყვანა ახალი ცოლი, რის გამოც ანი ინტერვიუებში ამბობდა, რომ დეპრესიაში იყო. ანი გიუნტერს და კახა არაბიძეს ორი შვილი – მაშიკო და ლაზარე ჰყავთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0