Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მე უფრო გიყვარვარ თუ....“ – ნახეთ რატომ იეჭვიანა ხათუნა ჟორდანიამ ნინის შეყვარებულზე

© courtesy of Nini Karseladzeნინი ქარსელაძე
ნინი ქარსელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინი ქარსელაძემ შეყვარებული გამოაჩინა. ნახეთ რატომ იეჭვიანა მასზე მომღერლის დედამ და რა უპასუხა ნინიმ.

მომღერალი ნინი ქარსელაძე შეყვარებულია და მიუხედავად იმისა, რომ ღიად არ დებს საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, სოციალური ქსელის აქტივობაში მუდმივადაა მინიშნებები და ფრაგმენტული ფოტოები ამასთან დაკავშირებით.

ცოტა ხნის წინ ნინიმ „ინსტაგრამის“ „ფოლოვერებს“ სთხოვა, მისთვის სასურველი კითხვები დაესვათ, ისინი კი მისი შეყვარებულის ფოტოთი დაინტერესდნენ. ნინიმ სოციალური ქსელის მომხმარებლების თხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მისი ხელი მამაკაცს უჭირავს.

ცოტა ხანში ნინიმ დედის ხათუნა ჟორდანიას შეტყობინებაც გამოაქვეყნა, რომელმაც სავარაუდოდ შვილზე „იეჭვიანა“ და სადაც ის საჯაროდ უსვამს კითხვას, ის უფრო უყვარს, თუ მამაკაცი, რომელზეც შეყვარებულია. „შენ იყავი, ხარ და იქნები #1, არასოდეს შემიყვარდება არავინ შენნაირადაც კი“, – დაუწერა ნინიმ საყვარელ დედას „სთორიზე“ პასუხი.

ნინი ქარსელაძე ქართველმა მაყურებელმა ბავშვობიდან გაიცნო. „ქუჩის ბიჭებთან'' ერთად შესრულებულმა სიმღერამ მას წარმატება მოუტანა. თუმცა ნინის პროფესიად მომღერლობა არ აურჩევია. იურისტობა გადაწყვიტა. ამბობს, რომ პროფესიის შერჩევაში ბიძა – მერაბ ჟორდანია დაეხმარა.

ცოტა ხნის წინ ხათუნა ჟორდანიამ მომღერალს რომანტიკული ფოტო გამოუქვეყნა, სადაც მომღერალს სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი კოცნის. მოგვიანებით ამავე მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტო ნინიმაც გამოაქვეყნა, თუმცა სახე დაუფარა. აშკარაა, რომ მომღერლის პირად ცხოვრებაში სიახლეებია. ამას მოწმობს სასიყვარულო მიმოწერაც, რომელიც მომღერალმა „ინსტაგრამის“ „სთორიში“ გამოაქვეყნა.

რამდენიმე თვის წინ ნინი ქარსელაძე, ზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია დახმარებას ითხოვდნენ. ოჯახის წევრები საზოგადოებას ლოცვასა და გამხნევებისკენ მოუწოდებდნენ. ხათუნა ჟორდანიას მძიმე დაავადება დაუდგინეს, რის გამოც ის სასწრაფოდ ისრაელის კლინიკაში გადაიყვანეს. ახლა ზურა ხაჩიძის მეუღლე თავს ბევრად უკეთ გრძნობს, მაგრამ ხანგრძლივი მკურნალობის კურსი არ შეუწყვეტია.

ნინი ქარსელაძეს დედის გამოჯანმრთელებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ამის შესახებ ხათუნა ჟრდანიამ საჯაროდ ისაუბრა. ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნე დაუდგინეს. მან რამდენჯერმე გაიკეთა ქიმიოთერაპია და ბევრად უკეთაა. დაავადების შესახებ ოჯახის წევრებმა შემთხვევით გაიგეს, როდესაც ხველების გამო ექიმთან მივიდნენ.

ხათუნასთვის ზურასთან ქორწინება მეორე იყო. მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ერთი შვილი, ყველასათვის კარგად ცნობილი მომღერალი ნინი ქარსელაძე. ზურა ხაჩიძისთვის კი ეს პირველი ოჯახია და მათ ჰყავთ საერთო შვილი, უსაყვარლესი ანასტასია ხაჩიძე. ქართული შოუბიზნესის წარმომადგენელთა შორის მათი ოჯახი ერთ-ერთ ყველაზე მყარ და ბედნიერ ოჯახად ითვლება.

ყველა ახალი ამბავი
0