Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

შორენა ბეგაშვილი ფეშენებელურ სახლს საკუთარი ხელით არემონტებს – როგორ გამოიყურება ბინა?

© Photo: Shorena Begashvili / FBშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სექს-სიმბოლოს მოულოდნელი გადაწყვეტილება და საკუთარი ხელით დაწყებული რემონტი. როგორი იქნება ბეგაშვილის სახლი ინტერიერის შეცვლის შემდეგ?

შორენა ბეგაშვილმა საკუთარ გვერდზე უახლესი ვიდეო გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, მოდელმა რემონტი წამოიწყო. გავრცელებულ ვიდეოში თავად ჰყვება, თუ როგორ მივიდა აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე. მსახიობმა აღიარა, რომ ერთი ოთახის მოპირკეთება სურდა და საბოლოოდ მთლიანი სახლის გადაკეთება გადაწყვიტა.

შორენა ბეგაშვილი ერთი ხელით კედლებს შპალერს აძრობს და ამავდროულად ვიდეოს გადაღებას ახერხებს. აღნიშნავს, რომ რემონტი არც ისეთი რთული გასაკეთებელი ყოფილა. „სხვათა შორის, არც ისეთი რთული საქმე აღმოჩნდა, როგორც მეგონა“, – სიცილით აღნიშნავს მსახიობი.

„ერთი ოთახით დავიწყე და მერე აღმოჩნდა, რომ მთელი სახლის შეცვლა მდომებია. ახლა, აი, ასეთი აგურები მაქვს სახლში, ასეთი ამბავია ჩემთან. ამ ოთახში რა ხდება, ვერაფერი გამიგია. იმედია, მალე დავასრულებ“, – ამბობს შორენა.

რამდენიმე თვეა, რაც შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად დაშორდა და ახალი ცხოვრება დაიწყო. მსახიობმა საკუთარი საავტორო გადაცემაც დაიწყო და საყვარელი მამაკაციც გამოაჩინა. ის ე.წ. კანონიერ ქურდზე ლაშა ბარათელზეა შეყვარებული.

ყველა ახალი ამბავი
0