Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მი­ლი­ონ გეგ­მას ალა­გებ­და“ – ნახეთ რამ იმსხვერპლა ალექსანდრე კვიტაშვილის ულამაზესი ცოლი

© Photo: Anastasiia Ostrovska / FBალექსანდრე კვიტაიშვილი და ანასტასია ოსტროვსკა
ალექსანდრე კვიტაიშვილი და ანასტასია ოსტროვსკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა მეუღლის გარდაცვალების მიზეზებზე გულახდილად ისაუბრა. ნახეთ რას შეეწირა მისი 35 წლის ცოლი.

ალექსანდრე კვიტაშვილის მეუღლის სიცოცხლე კენჭის ოპერაციას შეეწირა. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ ისაუბრა.

როგორც კვიტაშვილმა განაცხადა, მისმა მეუღლემ გეგმიური ლაპარასკოპიული ოპერაცია გაიკეთა.

კერძოდ, ანას­ტა­სია ოს­ტრო­ვსკას ნაღვლის ბუშტში ჰქონდა კენჭი და ის უნდა ამოეღოთ, თუმცა 40-წუთიანი ოპერაციის მიმდინარეობისას მისი მდგომარეობა დამძიმდა. ამის შემდეგ კვიტაშვილის მეუღლეს კიდევ სამი ოპერაცია დასჭირდა, თუმცა საბოლოოდ ვერ გადაარჩინეს.

„35 წლის ასაკში, აბსო­ლუ­ტუ­რად ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სპორ­ტით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და ვარჯი­შობ­და, მძი­მე ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობ­და, რომ გამოსულიყო მდგო­მა­რე­ო­ბიდან, ძა­ლას იკ­რებ­და და მი­ლი­ონ გეგ­მას ალა­გებ­და“, – ჰყვება ყოფილი მინისტრი.

წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი უკ­რა­ი­ნა­ში გა­იც­ნო, რო­დე­საც სან­დრო კვი­ტაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრად მუ­შა­ობ­და (2014-2015). უკ­რა­ი­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობ­და ასე­ვე ანას­ტა­სია ოს­ტროვ­სკაც. ის ორ­გა­ნი­ზა­ცია CMI-ს თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, რო­მე­ლიც კონ­ფლიქ­ტე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ობს.

სანდრო კვიტაშვილმა და ანასტასია ოსტროვსკამ ორი წლის წინ იქორწინეს. ისინი ამერიკაში, ნიუ-იორკში ცხოვრობდნენ. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის პირველი ცოლი ნიკოლ ჟორდანია იყო – ნოე ჟორდანიას შვილიშვილი და რეჯებ ჟორდანიას შვილი. მათ საერთო შვილი - ნიკოლოზი ჰყავთ.

სანდრო კვი­ტაშ­ვი­ლი 2010-2013 წლებში თსუ-ის რექ­ტო­რიც იყო.

ყველა ახალი ამბავი
0