თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის განხილვა დაჩქარებული წესით დაიწყო, ნათქვამია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესებს ევროპული სასამართლოს წინაშე ადამიანის უფლებების სწავლების ცენტრი (EMC) და მისი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაცია — ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) იცავს.
EMC-მ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისს მიმართა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მთავრობის პოზიციებს ისინი მიმდინარე წლის 1 სექტემბერს გაეცნენ და 21 ნოემბერს უკვე თავად წარადგინეს წერილობითი დასაბუთება.
ევროპულ სასამართლოში წარდგენილ განაცხადში მოსარჩელეები (თემირლან მაჩალიკაშვილის მამა - ვახა მაჩალიკაშვილი, დედა - მედიკო (აიზა) მარგოშვილი, და - ნატა მაჩალიკაშვილი და ბებია ელენე მაჩალიკაშვილი ) დავობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლის (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე.
„ევროპულმა სასამართლომ, განაცხადში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა საქართველოს მთავრობას და მოითხოვა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალების, მათ შორის სპეცოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარდგენა", — აღნიშნავენ EMC-ში.
ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფო კვლავ განაგრძობს დაუსაბუთებელ ბრალდებებსა და გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ე.წ. ჩატაევის ჯგუფთან დაკავშირების მცდელობას.
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის დეტალები: პროკურატურამ სპეცრაზმის მოქმედება გაამართლა>>>
„მთავრობამ წარმოადგინა 2017 წლის 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული კონტრ–ტერორისტული ოპერაციის ფაქტობრივი გარემოებების ვრცელი აღწერა და შეეცადა ახმედ ჩატაევსა და მისი ტერორისტული დაჯგუფების წევრებთან თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირების ხაზგასმას. თუმცა, შეცდომაში შემყვანი განცხადებების მიღმა, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო აღნიშნული ბრალდების დოკუმენტური გამყარება“, - ნათქვამია განცხადებაში.
სპეცოპერაცია პანკისში
თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავისა და მხარის არეში დაიჭრა და 2018 წლის 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. სპეცოპერაციის მიზანი ცნობილი ტერორისტის ახმედ ჩატაევის თანამზრახველების დაკავება იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-მა) იგი ცნობილ ტერორისტ ახმედ ჩატაევთან კავშირში ეჭვმიტანილად ცნო.
დღეისთვის ტერორისტებისთვის დახმარების ბრალდებით ექვსი ადამიანია დაკავებული — რუსლან ალდამოვი, ზურაბ გორნაკაშვილი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი, ზურაბ იდოიძე და ანატოლი ბერძენიშვილი. ისინი დააკავეს ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შემდეგ, რომელიც თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე თითქმის ერთი დღე-ღამე, 2017 წლის 21-22 ნოემბერს მიმდინარეობდა.
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ამ დრომდე ამტკიცებს, რომ თემირლანი უდანაშაულოა და ახალგაზრდის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვს – აღნიშნული მოთხოვნით მაჩალიკაშვილის ოჯახი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავდა.
ტერორისტებთან თემირლანის კავშირის მტკიცებულების სახით სუს-მა გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც იგი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის ბრალდებულ შოიაპ ბორზიევთან და ასლანბეგ სოლთახმადოვთან ერთად იყო გადაღებული. პირველი 2017 წლის 21 ნოემბერს, თბილისში ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციამდე დააკავეს, სოლთახმადოვი კი სპეცოპერაციის დროს დახოცილთა შორის აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, ახმედ ჩატაევმა სპეცოპერაციის დროს თავი აიფეთქა.
გარდაცვლილის ოჯახმა 2018 წლის დასაწყისში სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და სუს-ი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში დაადანაშაულა უწყების მიერ სპეცოპერაციის შემდეგ გაკეთებული განცხადების გამო. მათ მორალური ზიანისთვის 12 ათასი ლარი მოითხოვეს. თუმცა, სასამართლომ მაჩალიკაშვილის ოჯახის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
საქართველოში უდანაშაულობის პრეზუმფცია კონსტიტუციით რეგულირდება, რომელშიც ნათქვამია, რომ ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
გარდა ამისა, ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის თანახმად, რომელსაც საქართველო 1999 წლიდან შეუერთდა, თითოეული სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი პირი უდანაშაულოდ ითვლება იმ დრომდე, ვიდრე მისი დანაშაული კანონის შესაბამისად არ დადგინდება.
მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს პროკურატურამ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვის საქმეში ძალოვანთა დანაშაული ვერ გამოავლინა და საქმე დახურა.
თორნიკე ოქრიაშვილის და ლიკი მუზაშვილის წყვილი სასიამოვნო სიახლის მოლოდინშია. ისინი მესამედ გახდებიან მშობლები. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე კვირის წინ გახდა, როდესაც თორნიკე ოქრიაშვილმა „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე სთორი გამოაქვეყნა, რომელიც მისი მეუღლის ექოსკოპიის დროს იყო გადაღებული.
როგორც გაირკვა, წყვილმა უკვე პატარას სქესიც იცის. მათ ცოტა ხნის წინ კიპრზე Babyshower მოაწყვეს, სადაც მათი მეგობრები ჰყავდათ მიწვეული. ღონისძიება ღია ცის ქვეშ შედგა, თორნიკესთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ბოლოსდაბოლოს ის ნანატრი ქალიშვილის მამა გახდება.
„მე ვარ ბედნიერი მამა”, – დაწერა ოქრიაშვილმა „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე, პატარას სქესის გაგების შემდეგ.
View this post on Instagram
თორნიკე ოქრიაშვილი უკვე წლებია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამორჩეული წევრია და გუნდის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ ჩამოყალიბდა, რომელმაც ნაკრებს არაერთი გამარჯვება მოუტანა. თავისი თამაშისა და გოლების წყალობით თორნიკე ქართველი გულშემატკივრის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს და ეს არცაა გასაკვირი.
View this post on Instagram
თორნიკე წლებია დაქორწინებულია ლიკა მუზაშვილზე. წყვილს ორი შვილი ჰყავს – 8 წლის ალექსანდრე და 6 წლის დადი. თორნიკე ამჟამად კვიპროსული კლუბი „ანორთოსისის“ ფეხბურთელია. ლიკა ხშირად აქვეყნებს „ინსტაგრამზე“ ოჯახურ ფოტოებს. ის მეუღლის მთავარი მხარდამჭერი და გულშემატკივარია.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. წყვილს, რომელმაც კორონავირუსული პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს გაუძლო და ოჯახური ერთიანობა შეინარჩუნა, ამერიკელი კრისტენ ბონავიტა ბრილიანტის ორი ბეჭდის ჩუქებას ჰპირდება — ოღონდ, ერთი პირობით, წერს Daily Mail–ი ქალის Facebook–ზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრილიანტის ნიშნობის ბეჭდები მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებს წყვილს შეუძლია მიიღოს, თუკი ისინი ბონავიტას მიერ წამოყენებულ პირობას დააკმაყოფილებენ.
ირკვევა, რომ კრისტენ ბონავიტა და მისი მეუღლე 2020 წელს დაშორდნენ ერთმანეთს, რაც ქალმა ძალიან მძიმედ გადაიტანა. ხოლო მას შემდეგ, რაც განცდებს თავი დააღწია და ყველაფერი უკან დარჩა, გადაწყვიტა, თავიდან მოიშოროს წარუმატებელი ოჯახური ცხოვრების შესახებ მოგონებები და თავისი ბეჭედი ბედნიერ წყვილს უსახსოვროს.
როდესაც კრისტენის ყოფილმა ქმარმა მისი სურვილის შესახებ შეიტყო, თავადაც მოინდომა ამ კეთილ საქმეში ჩართვა და საკუთარი ბეჭდის გაჩუქებაც გადაწყვიტა. ასე რომ, ახლა ორი ძვირადღირებული სამკაული ახალ პატრონებს ელოდება.
„მინდა ჩემი და ჩემი ყოფილი ქმრის კუთვნილი ნიშნობის ბეჭდები ვაჩუქო წყვილს, რომელიც 2020 წელს მძიმე პრობლემებს შეეჯახა, მაგრამ სირთულეების გადალახვა ერთად შეძლო“, —წერს კრისტენ ბონავიტა.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტების შეფასებით, კრისტენ ბონავიტას თითქმის ორ კარატიანი ბეჭედი 2 800 დოლარი ღირს, მისი მეუღლისა კი უფრო იაფი — დაახლოებით 760 დოლარი.