ცარიელი მაგიდება კაფეში ეპიდემიის დროს

რესტორატორთა ასოციაცია: ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა სფეროს ლოკდაუნი იქნება

91
(განახლებულია 20:00 25.11.2020)
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, რომ რესტორნები 22:00 საათის შემდეგ აღარ მუშაობენ, მაგრამ კორონავირუსის გავრცელების ტემპმა არ იკლო

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. დამატებითი შეზღუდვები სარესტორნო სფეროსთვის დამღუპველი იქნება და ათი ათასობით ადამიანი სამუშაო ადგილს დაკარგავს, განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დაწყებამდე.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობის ეკონომიკური გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში მართავს შეხვედრებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. ეპიდვითარების გაუარესების გამო მიმდინარეობს მსჯელობა წერტილოვან შეზღუდვებზე. ხელისუფლების მთავარი ამოცანებია როგორც ინფიცირების ზრდის შენელება და მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ისე სამუშაო ადგილების შენარჩუნება, რათა გლობალური კრიზისით გამოწვეული გავლენა ეკონომიკაზე მაქსიმალურად შემცირდეს.

ბურჯანაძის თქმით, დიალოგის მთავარი ამოცანა სამუშაო ადგილების შენარჩუნება, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ ორი პრობლემის დაბალანსებაა. 

„პირველივე რეგულაცია შეეხო 22:00 საათიდან რესტორნების დაკეტვას, მეორე იყო უკვე 22:00 საათიდან კომენდანტის საათის გამოცხადება და ასევე რესტორნებმა თითქმის ორი საათით გადაწიეს მათი სამუშაო გრაფიკი. დღეს ეს სფერო ისეთ მდგომარეობაშია, დამატებით ნებისმიერი შეზღუდვა, ეს არ იქნება შეზღუდვა, არამედ იქნება მთლიანი ლოკდაუნი სფეროსი. აქედან გამომდინარე, დაიკარგება ათი ათასობით სამუშაო ადგილი და ეს წარმოადგენს პრობლემას“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

ჯერჯერობით უცნობია, რა სახის წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება. სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილება ხვალ იქნება მიღებული.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ყოველდღიურად სამი ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან უკვე თითქმის 115 ათასი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა  1085 ადამიანი.

ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია ქვეითად მოსიარულეებისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

91
თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)
ადამიანები პირბადეებით

რიჟვაძე: ეპიდვითარების სტაბილურობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა

14
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა. აღნიშნულ გეგმაში ცვლილება ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე მოხდება

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელიც ძალაში რჩება, მნიშვნელოვანია, რათა მობილობა იყოს კონტროლირებადი და შეზღუდვების შემსუბუქებიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდეს ეპიდვითარების სტაბილურობის შენარჩუნებაც, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

შეზღუდვები, რომელიც 1 თებერვლიდან გაუქმდება: სრული ჩამონათვალი>>

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში 1 თებერვლიდან მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

„მთელმა მსოფლიომ შეძლო უკვე გარკვეული გამოცდილებისა და ცოდნის დაგროვება. აჭარაც არ არის გამონაკლისი. პირველ რიგში, საფრთხე არ უნდა შეექმნას ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მეორე მხრივ, ეკონომიკურ საქმიანობას მეტი დინამიკა უნდა შევძინოთ“, – განაცხადა რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოუწოდა მოსახლეობას, ბიზნეს–სექტორსა და პედაგოგებს, მკაცრად დაიცვან არსებული რეკომენდაციები, ისარგებლონ ტესტირების პროგრამით, რაც ვირუსის სწრაფი გამოვლენისა და მასზე რეაგირების საშუალებას იძლევა.

ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბით  შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება.

იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ინფიცირების დადებითობის 7 დღის საშუალო მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აჭარაში 1-ლი თებერვლიდან დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება. კვლავ ძალაში რჩება ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებისა თუ წვეულების გამართვასთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვა.

ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა 1 მარტამდე გახანგრძლივდა>>

ამასთან, 1 თებერვლიდან ბათუმში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა. ღია და დახურული ბაზრობები კი 15 თებერვლიდან გაიხსნება.

14
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ხატია წერეთელი

„სტრიპტიზი კორონამდე...“ - ხატია წერეთელი Tiktok-ზე გააქტიურდა - ვიდეო

37
(განახლებულია 16:25 22.01.2021)
სოციალურ ქსელში პოპულარულია ხატია წერეთლის ვიდეო, სადაც მომღერალი კორონამდელ სტრიპრიზს ასრულებს. ნახეთ როგორ ცეკვავს ის კორონაპანდემიის შემდეგ

მომღერალი ხატია წერეთელი სოციალურ ქსელ Tiktok-ზე ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა. მას 13 ათასზე მეტი „ფოლოუერი“ ჰყავს და როგორც ჩანს, ეს პლატფორმა ძალიან მოსწონს, რადგან ხშირად დებს სახალისო ვიდეოებს. ერთ-ერთი ბოლო ვიდეო მომღერალმა სათაურით „სტრიპრიზი კორონამდე და კორონას შემდეგ დადო“. ვიდეოს უამრავი ნახვა აქვს.

როგორც ჩანს, მომღერალი კვლავ მარტოა. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ხატიას შეყვარებულმა იმედა ვახტანგიშვილმა ცოლი მოიყვანა და ამის შესახებ თავად ხატიამ დაწერა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე. მომღერალი წერდა, რომ სამწუხაროდ გვიან აღმოაჩინა, რომ საყვარელი მამაკაცი ალფონსი იყო. აღმოჩნდა, რომ მომღერლის პარალელურად კაცი სხვა ქალსაც ხვდებოდა, რომელზეც, როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, დაქორწინდა კიდეც.

შეყვარებულთან დაშორების შემდეგ მომღერალმა პლასტიკურ ქირურგიას მიმართა და ცხვირი გაილამაზა.
სოციალური ქსელის მომხმარებლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ რინოპლასტიკა მომღერალს განსაკუთრებით მოუხდა.

ხატია წერეთელი საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მსმენელმა იხილა ქართული ბაზრისთვის სკანდალური, ეროტიკული ხასიათის მისი კლიპი - „შენთან სექსი მაგარია“. კლიპი მართლაც რომ პროვოკაციული აღმოჩნდა, ხატია კი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ის საყვარელ „ვალენტინს“ მიუძღვნა, რომელზეც ყურებამდეა შეყვარებული.

კლიპში მონაწილე იმედა ვახტანგიშვილმა და ხატია წერეთელმა დაადასტურეს, რომ პარტნიორები იყვნენ და ერთად ყოფნა მოსწონდათ, თუმცა ამ ურთიერთობას შეყვარებულების სახელს მაინცდამაინც არ არქმევდნენ. თუმცა რამდენიმე ხნის წინ გაირკვა, რომ წყვილი სკანდალურად დაშორდა.

37
თემები:
სელებრითების ცხოვრება

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი: როგორ გადანაწილდება მილიარდები

0
(განახლებულია 17:21 22.01.2021)
საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით არის შედგენილი.
საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი
© Sputnik / Konstantin Ivanov

სახელმწიფო ბიუჯეტი 18,4 მლრდ ლარით განისაზღვრა: აქედან, საბიუჯეტო სახსრები 16,9 მლრდ ლარი, ხოლო დონორების მხრიდან დაფინანსება – 1,5 მლრდ ლარი.

2021 წელს ყველაზე მეტ დაფინანსებას მიიღებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები.

„Sputnik საქართველოს“ ინფოგრაფიკის საშუალებით გაიგებთ თუ რა დაფინანსებას მიიღებენ სახელმწიფო უწყებები.

0