ხურმა

საქართველოდან ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი გაიზარდა

64
(განახლებულია 19:01 25.11.2020)
საქართველოდან ვაშლის, თხილისა და მანდარის პარალელურად ხურმისა და კარალიოკის ექსპორტიც აქტიურად ხორციელდება.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოდან ექსპორტზე 7 824 ტონა ხურმა და კარალიოკი გავიდა, მიღებულმა შემოსავალმა კი 4.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. 

 

უწყების ცნობით, 1 აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 14%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 18%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. აღნიშნულ პერიოდში 4%-ით გაიზარდა ხურმისა და კარალიოკის საექსპორტო ფასი.

წელს ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (3 337 ტონა), უკრაინასა (2 832 ტ) და სომხეთში (1 475 ტ).

ქართული ხურმა და კარალიოკი ექსპორტზე ასევე გავიდა ბელარუსში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში.

64
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (193)
კომპიუტერის მომხმარებელი

ქართველმა პროგრამისტებმა როლური ონლაინ-თამაში The Way of Wrath შექმნეს

17
The Way of Wrath - საქართველოში პირველი მასშტაბური კომპიუტერული როლური თამაში 30-საათზე მეტი ხანგრძლივობის სათამაშო პროცესით

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ქართველმა დეველოპერებმა შექმნეს ახალი როლური კომპიუტერული თამაში The Way of Wrath - ის Kickstarter-ის ვებგვერდზე 1 თებერვალს გამოვა.

Kickstarter - ეს არის ონლაინ-პლატფორმა, რომელიც შექმნილია ფულადი სახსრების მოსაზიდად შემოქმედებითი, მეცნიერული და საწარმოო პროექტების სარეალიზაციოდ, კრაუდფანტინგის, ანუ ნებაყოფლობითი შემოწირულობების სქემით. Kickstarter-ი აფინანსებს სხვადასხვა პროექტებს - მაგალითად, დამოუკიდებელი კინემატოგრაფის ფილმების, კომიქსების, ვიდეოთამაშების, მუსიკის შექმნას და სხვ.

Kickstarter-ის კამპანია ერთ თვეს გაგრძელდება, თანხების შეგროვების ხარჯზე თამაში უფრო დემოკრატიულ ფასად იქნება ხელმისაწვდომი. ამის შემდეგ გაყიდვები Kickstarter-ზე შეწყდება და ფინალური თამაშის გამოსვლისთანავე The Way of Wrath იქნება ხელმისაწვდომი Steam-ზე, GOG-ზე და სხვა ონლაინ-რესურსებზე.

The Way of Wrath - საქართველოში პირველი მსხვილმასშტაბიანი კომპიუტერული როლური თამაში 30-საათზე მეტი ხანგრძლივობის სათამაშო პროცესით. ეს კომპლექსური თამაშია - მასში ბრძოლების გარდა შესაძლებელია თევზის ჭერა, ნადირობა, მეგობრებთან ერთად მინი-თამაშების გამართვა და სხვ.

თამაშის სიუჟეტით, მოქმედება ხდება ძველ დროში - ბრინჯაოს ხანაში. ტომი სახელად ტეინ-ტეინ იმპერიასთან ათწლიან ომს გადაურჩა, გაიჭედა ნანგრევებში და მასობრივ შემოტევას ელოდება. აქ ყველა არჩევანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

როგორც თამაშის თანაავტორი, არტ-დირექტორი და პირველი ქართული 3D-მულტფილმ „ჯინოს“ შემქმნელი დათო კიკნაველიძე ამბობს, თამაში იქნება ხელმისაწვდომი პერსონალურ კომპიუტერებზე, PlayStation, Nintendo, Xbox მოწყობილობებზე. თამაშის ისტორიისა და ლექსიკის გათვალისწინებით, მას აქვს ასაკობრივი შეზღუდვა 18+.

17
ბათუმის ხედი

აჭარა გახსნისთვის მზად არის, თუმცა უქმეებზე „ჩაკეტვა“ რჩება

27
(განახლებულია 18:50 27.01.2021)
ბოლო დღეების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ეპიდვითარება ქვეყანაში, კერძოდ კი აჭარაში, რომელიც ცოტა ხნის წინ კოვიდ-რეიტინგის ლიდერი იყო, თანდათანობით უმჯობესდება

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. მთავრობა ამ ეტაპზე შესაძლებლად მიიჩნევს აჭარის სრულ გახსნას, რადგან იქ ვითარება სტაბილურია და ინფიცირების დაბალი დონე ფიქსირდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერონე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე საჭიროა ე.წ. ჩაკეტილი უქმეების მოქმედება ბათუმში, გორში, თელავში, ფოთსა და ზუგდიდში, სადაც 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება. ამ ქალაქებში შაბათ-კვირას არ იმუშავებს ტრანსპორტი, კაფეები და რესტორნები, მაღაზიები და ბაზრობები.

„დარჩება შაბათი-კვირა ისე, როგორც ეს ჩაკეტვების გეგმაშია განსაზღვრული, ხოლო როცა დავაკვირდებით ქვეყნის მასშტაბით დადებითობას, შეიძლება მოვუბრუნდეთ ამ საკითხს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ტრანსპორტის, სარესტორნო სექტორისა და სავაჭრო ობიექტების გარდა, აჭარაში 1 თებერვლიდან სკოლებში სასწავლო პროცესი აღდგება.

ბოლო დღე-ღამეში დადასტურებული 742 ახალი შემთხვევიდან აჭარაში მხოლოდ 33 გამოვლინდა.

27