Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჟაკო, თვალი არ ამომკაწრო“ – თიკა ფაცაციას უზარმაზარმა კაკადუმ უკბინა – ვიდეო

© Photo: Tika Patsasia / FBთიკა ფაცაცია
თიკა ფაცაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თიკა ფაცაცია მხიარულ განწყობაზე საყვარელმა ჩიტმა დააყენა. ნახეთ ყოფილი მოდელის ახალი გატაცება, როგორ ცდილობს „ჟაკო“ პატრონის თვალების ამოკაწვრას.

ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია უჩვეულო ვითარებაში აღმოჩნდა. მას თავზე თუთიყუშისებრთა ოჯახის წარმომადგენელი „ჟაკო“ დააჯდა და ჯერ კოცნა, შემდეგ კი კბენა დაუწყო. თიკამ ეს მომენტი ხელიდან არ გაუშვა და უსაყვარლესი ვიდეო გადაიღო, თუმცა აღნიშნული საკმაოდ სარისკოც აღმოჩნდა.

თიკა ფაცაცია დახვეწილი მანერებითა და ქარიზმით დიდ ყურადღებას იპყრობს. ყოფილი მოდელის ძველ ფოტოებზე თიკას ბუნებრივი სილამაზე კარგად ჩანს. ერთ-ერთი ყველაზე მხიარული, მომღიმარი, ულამაზესი ყოფილი მოდელი და ტელეწამყვანი გულგრილს არავის ტოვებს. თიკა ფაცაციას ყოველდღიური ცხოვრება ყველას აინტერესებს. მისი მიმზიდველი გარეგნობა, ჩაცმულობა, დახვეწილი მანერები და საუბრის სტილი უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. თიკას ტელეეკრანზე გამოჩენა დიდი ზეიმია და გადაცემებს რეიტინგიც შესაბამისი აქვს.

View this post on Instagram

A post shared by tika (@tikapatsatsia)

დაუჯერებელია, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ თიკა ფაცაციას 38 წელი შეუსრულდა. მომღერალი, მოდელი და ტელეწამყვანი საკუთარი გარეგნობით უამრავ ადამიანს ხიბლავს. სამი ვაჟის დედა შეუდარებლად გამოიყურება და ამაზე არავინ დავობს. სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. მისი Instagram-გვერდი ულამაზესი კადრებითაა სავსე. განსაკუთრებულ ყურადღებას თიკას ოჯახი იქცევს. „რუსთავი 2“-ის გადაცემა „სხვა შუადღის“ წამყვანი გასტროლებზე სხვადასხვა ქვეყნებში ხშირად მიემგზავრება. მისი ქარიზმატული ხასიათი ეკრანს და კონცერტებს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. ტელეარხებზე გასული რეიტინგული შოუები თიკა ფაცაციას წამყვანობით ძალიან პოპულარული ხდებოდა. მოქნილი და ეკრანული მომღერალი ინდივიდუალიზმის გამო ყველამ შეიყვარა. აღსანიშნავია, რომ ქართულ შოუბიზნესში ერთადერთი ვარსკვლავია, რომელმაც კარიერა სკანდალებისა და გახმაურებული ისტორიების გარეშე აიწყო.

არ ნელდება უმშვენიერესი თიკა ფაცაციას მეუღლის მიმართ ინტერესიც. ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია, თუმცა წყვილის ქორწინება მყარი გამოდგა. დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენა და თავს არიდებს კამერებს. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე არც ფა­ცა­ცი­ას უყ­ვარს სა­უ­ბა­რი. მათი ოჯა­ხი მრა­ვა­ლი წლის წინ შე­იქ­მნა, ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა თიკა კარიერას იწყებდა. და­ვით ან­თე­ლი­ძე მა­შინ ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და, ფა­ცა­ცია ტე­ლე­ვი­ზორ­ში ნახა და თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა პი­რა­დად გა­ეც­ნო. თიკას და დავითს სამი ვაჟი ჰყავთ, უფ­რო­სი თვრა­მე­ტი წლი­საა, უმ­ცრო­სი − ხუ­თის. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ფორმაში ყოფნის სტიმულს მისი მეუღლე აძლევს.

ყველა ახალი ამბავი
0