Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ნელ-ნელა კი ამაწყვეს“ – ნუკი კოშკელიშვილი სხეულის შოკის მომგვრელ ცვლილებებს ასაჯაროებს

© courtesy of Nuki Koshkelishviliნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორ გამოიყურებოდა ცეცხლოვანი ტელესახე ესთეტიკურ ჩარევამდე? ნუკი კოშკელიშვილის თამამი ნაბიჯები – ცელულიტი, სახის შეცვლილი კონტურები და დაგრძელებული თმა. ნახეთ ნუკი კოშკელიშვილი წლების წინ და ახლა.

მოდელი და მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. ტელეწამყვანი შტატებში დაოჯახდა და მალე ვაჟი შეეძინა. ამის შემდეგ მის მიმართ ყურადღება არ წყდება. ფეხმძიმობისას წონაში მოიმატა და, როგორც ჩანს, ეს აკომპლექსებს. სოციალურ ქსელში ჭარბწონიანი ქალები მისი დიეტებისა და პოსტების ირგვლივ გაერთიანდნენ, რათა ნუკისთან ერთად არასასურველი კილოგრამები მოიშორონ.

ყოფილმა მოდელმა, როგორც თავად აღნიშნავს, 8 კილოგრამი დაიკლო. ამ შედეგამდე ნუკი დიდი ძალისხმევის შედეგად მივიდა და სიხარულს ყველას უზიარებს. ფეხმძიმობის შემდეგ მსახიობი ახალი გამოწვევების წინაშე იყო. ამიტომ ახლა, არასასურველი კილოგრამების დაკლების შემდეგ სექსუალური ფოტოსესია გამართა. პიკანტურ ფოტოებზე ნუკის რადიკალური ცვლილება კარგად ჩანს. თუმცა ამის უკან ცელულიტი, ბოტოქსი და ხელოვნურად დაგრძელებული თმა იმალება. ნუკი სიმართლეს თვალს არ არიდებს და არც საკუთარ ხელმომწერებს ატყუებს. როგორ გამოიყურებოდა ნუკი, რომელიც ახლა ქალბატონების მოტივატორად იქცა?

ძველ ფოტოსურათებთან ერთად ნუკიმ სპეციალურ პროცედურებზეც გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ პროფესიონალების მეშვეობით ბევრი კომპლექსი დაძლია. „ნელ-ნელა, ხუმრობა-ხუმრობაში კი ამაწყეს“ - ამბობს თავად.

ნუკი კოშკელიშვილის ცვლილებას მის მიკრობლოგში ქართველი და ამერიკელი მეგობრები ასე ეხმაურებიან: „საოცრება ხარ! ბავშვობიდან ჩემი კუმირი იყავი!“; „ისე გახდი, მინდა გაჭამო“; „როგორ გგულშემატკივრობდი! მთავარი მონდომებაა... შეუდარებელი ხარ!“.

ყველა ახალი ამბავი
0