გამყრელიძე: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსახლეობისთვის უფასო იქნება

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინა ბევრ ექსპერტიზას გადის და როდესაც ჯანმო მას დაამტკიცებს, ჩვენი ქვეყნისთვის ის უკვე ხელმისაწვდომი გახდება.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც სახელმწიფო შემოიტანს, მოსახლეობისთვის უფასო იქნება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის ვაქცინით პირველ რიგში მედიკოსები აიცრებიან>>

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ე.წ. კოვაქსის პლატფორმაზე ვაქცინას დაამტკიცებს, საქართველოსთვის ის ხელმისაწვდომი გახდება.

„ჯერ არც ერთ მარეგულირებელს ვაქცინა არ დაუმტკიცებია. განაცხადს რომ შეიტან, არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად დაგიმტკიცებენ, ის გადის ძალიან ბევრ ექსპერტიზას. ჩვენ დამოკიდებული ვართ „კოვაქსის“ პლატფორმაზე, ანუ როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დაამტკიცებს ვაქცინას, საქართველოსთვის ის ხელმისაწვდომი იქნება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, კონტრაქტი უკვე არსებობს, პირველი შენატანი გაკეთებულია და ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსახლეობის 20%-სთვის არის შეკვეთილი, რაც დაახლოებით 700 ათას ადამიანს შეადგენს. პირველ რიგში კი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი – მედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან. რისკ-ჯგუფში არიან ასევე ხანდაზმული ადამიანები, ვისაც აქვთ თანმხლები დაავადებები. ამავე კატეგორიაში განიხილებიან თავშესაფრებში და მოხუცთა სახლებში მყოფი ბენეფიციარები.

ეპიდემია. ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო
ზახაშვილი: კოვიდგადატანილმა ადამიანმაც უნდა დაიცვას დისტანცია და ატაროს ნიღაბი

ამჟამად მსოფლიოში უკვე შექმნილია 150-ზე მეტი „კანდიდატი ვაქცინა“, მათგან ხუთი–ექვსის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია ნოემბრის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.

ბოლო ორ თვეში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.128-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 111.818-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 92.215 ადამიანი, გარდაიცვალა 1.051 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0