„მრავალეროვანმა საქართველომ“ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური შეაფასა

© Sputnik / STRINGERსაპარლამენტო არჩევნების მეორე ტური. 21.11.2020
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური. 21.11.2020 - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლები იმ საარჩევნო ოქმების მონიტორინგს ახორციელებენ, სადაც ეთნიკური უმცირესობები კომპაქტურად ცხოვრობენ.

თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ გარემოში ჩატარდა, მაგრამ კონკურენციით არ გამოირჩეოდა, ვინაიდან ოპოზიციის კანდიდატებმა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ასეთ დასკვნამდე მივიდა საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“, რომლის დამკვირვებლებიც კენჭისყრის პროცესს აკვირდებოდნენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა 17-ვე ერთმანდატიან ოლქში გაიმარჯვეს. მმართველი პარტიის კანდიდატი ასევე იმარჯვებს ქუთაისში გამართულ მერის არჩევნებზეც.

როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი, დამკვირვებლებმა დააფიქსირეს პარტიების კოორდინატორების მიერ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის მიზნით ამომრჩეველთა მობილიზების ფაქტები, თუმცა საარჩევნო კომისიის წევრებმა გაითვალისწინეს შენიშვნები და გამოასწორეს ხარვეზები.

ამომრჩეველი ათავსებს ბიულეტენს საარჩევნო ურნაში - Sputnik საქართველო
ცესკო: როგორ მოხვდა ქარელის საარჩევნო უბანზე საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები

„მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლები ახორციელებენ იმ საარჩევნო ოლქების მონიტორინგს, სადაც ეთნიკური უმცირესობები კომპაქტურად ცხოვრობენ.

საერთო ჯამში დაფიქსირებული იქნა შემდეგი ხასიათის რამდენიმე ფაქტი: მუქარა და დაშინება, საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, სხვის ნაცვლად კენჭისყრაში მონაწილეობის მცდელობა და არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა საარჩევნო უბანზე.

კერძოდ: ლაგოდეხის #10.15.36 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი სხვა პირის კუთვნილი პირადობის მოწმობით ცდილობდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. აღნიშნული ფაქტის გამოვლენის შემდეგ მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ მისცეს.

კიდევ ერთ უბანზე ხმების დათვლის პროცესში საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურების წესები არ იყო დაცული.

ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკომ ყველა უბნის დათვლის შედეგად წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა

მეორე ტურის არჩევნების დღეზე ორგანიზაცია აკვირდებოდა სულ 7 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს. ესენია: რუსთავი და გარდაბანი (#12), ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი და ახმეტა (#10) - კახეთი; მცხეთა (#11)- მცხეთა-მთიანეთი; ასევე კრწანისი (#1), ისანი (#4), სამგორი (#5) და გლდანი (#8).

„მრავალეროვანი საქართველო” აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტურად რეალიზების პროცესში. 2003 წლიდან ორგანიზაციამ მონიტორინგი გაუწია  საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს.

მეორე ტურის არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისია ხორციელდება „ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის“ (National Endowment for Democracy - NED) ფინანსური მხარდაჭერით.

საქართველოში 21 ნოემბერს  საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც არჩევნების პირველი ტური გაყალბებულად მიიჩნევს.

ოპოზიციურმა პარტიებმა ოფიციალურად მოხსნეს თავისი კანდიდატები, მაგრამ ბიულეტენებში ისინი მაინც დარჩნენ - კანონმდებლობა ამ ეტაპზე უარის თქმას არ ითვალისწინებს.

მეორე ტურში ამომრჩეველმა 17 ოლქში საკუთარი არჩევანი იმ ორ კანდიდატს შორის გააკეთა, რომელთაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგები ჰქონდათ.

ყველა ახალი ამბავი
0