პლუს 49: რამდენია გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიმედიკოსი ავადმყოფთან
მედიკოსი ავადმყოფთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4048-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 104 732-ს მიაღწია.

თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 976-ს მიაღწია, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4048-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 104 732-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 85 639 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 2159, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 189 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 449 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0