კორონავირუსის ეპიდემია

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

57
(განახლებულია 11:17 22.11.2020)
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 85 639  ადამიანი, გარდაიცვალა – 976 (გასულ დღე-ღამეში - 49), კარანტინის რეჟიმშია 2159, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 189 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 449 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4048-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 104 732-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 85 639 ადამიანი, გარდაიცვალა – 976 (გასულ დღე-ღამეში - 49), კარანტინის რეჟიმშია 2159, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 189 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 449 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

57
თემები:
COVID-19 საქართველოში (2503)
სასწრაფო დახმარება

პლუს 34: რამდენია გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

14
(განახლებულია 11:06 25.11.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.071-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 114.889-ს მიაღწია.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1.085-ს მიაღწია, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.071-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 114.889-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 95.581 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 2.071, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.145 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.723 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

14
თემები:
COVID-19 საქართველოში (2503)
ლაბორატორია

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

32
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 95.581 ადამიანი, გარდაიცვალა – 1.085, კარანტინის რეჟიმშია 2.071, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.145 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.723 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.071-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 114.889-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 95.581 ადამიანი, გარდაიცვალა – 1.085, კარანტინის რეჟიმშია 2.071, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.145 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.723 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

32
თემები:
COVID-19 საქართველოში (2503)
უკანონო მიშენების დემონტაჟი

თბილისში უკანონოდ დაკავებულ მიწებზე შენობების დემონტაჟი განხორციელდება

0
(განახლებულია 11:03 25.11.2020)
თბილისის მერის  განცხადებით, დღეიდანვე უნდა დაიწყოს უკანონოდ დაკავებულ მიწებზე შენობების დემონტაჟი, საჭიროების შემთხვევაში კი მუნიციპალურ ინსპექციას შინაგან საქმეთა სამინისტროც დაეხმარება

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. ძალიან ბევრი შემთხვევაა დედაქალაქში, როდესაც მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების დატაცება უკანონოდ ხდება, რაც კატეგორიულად მიუღებელი, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მიწის დატაცებამ უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო. მან  მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას დაავალა, დღეიდანვე დაიწყოს მოქმედება.

„ვიცი, რომ რამდენიმე ლოკაციაზე გაფრთხილებებიც გაქვთ მიცემული, იმ პატარა შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მოახდინონ. თუ ასე არ მოხდება, შეგიძლიათ, თქვენ გაუკეთოთ დემონტაჟი. კატეგორიულად მიუღებელია ეს უკანონო ქმედება. იმ ადამიანებს რას ვპასუხობთ, ვინც კეთილსინდისიერად იქცევა და კანონს ემორჩილება?! შეგიძლიათ, დაიხმაროთ შინაგან საქმეთა სამინისტროც“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, ეს მიწების სახელმწიფოს საკუთრებაა და არავის აქვს უფლება, მიიტაცოს.

0
თემები:
თბილისი დღეს