ზემო ლარსი დღეს: რუსეთ-საქართველოს საზღვრისკენ მიმავალი გზა მსუბუქი ტრანსპორტის აღდგა

© photo: Sputnik / Stringerთოვლი გზებზე
თოვლი გზებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ზვავსაშიშროების გამო, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე დღის წინ აიკრძალა. გზის აღნიშნული მონაკვეთი ამ დროისთვის  სატვირთოებისთვის კვლავ ჩაკეტილია.

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისათვის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე თოვლის, ლიპყინულის და დაბალი ტემპერატურის  გამო კვლავ აკრძალულია  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავ გვირაბებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გზების გაწმენდა - Sputnik საქართველო
უამინდობა და ინტენსიური თოვა: როგორი ვითარებაა საქართველოს გზებზე

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში ცალმხრივად განხორციელდება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ინტენსიური თოვის გამო მოსალოდნელი ზვავსაშიშროების გამო,  გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 19 ნოემბერს აიკრძალა.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ - ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ 2020 წლის მარტიდან უცხოელთათვის საზღვრები ჩაკეტა, ტვირთების გადაზიდვა ქვეყნის ტერიტორიის გავლით შეუფერხებლად მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0