თბილისში კვლავ ყველაზე მეტი შემთხვევაა: კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

© Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსი საქართველოში
კორონავირუსი საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა.

თბილისი, 21  ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული კორონავირუსის 3 824 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1 247 შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა.

ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარაა, მესამეზე – იმერეთი.

დღეს გამოვლენილი შემთხვევების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ასეთია: აჭარა – 742, იმერეთი – 609, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 319, ქვემო ქართლი – 214, შიდა ქართლი – 197, გურია – 157, კახეთი – 150, მცხეთა-მთიანეთი – 96, სამცხე-ჯავახეთი – 63, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 30. 
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი. აქედან თბილისში - 17, აჭარაში - 5, იმერეთში - 8, სამეგრელო-ზემო სვანეთში, მცხეთა–მთიანეთსა და ქვემო ქართლში 1–1.

ამ დროისთვის საქართველოში 17.988 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ–კლინიკებში მოთავსებულია 5.879 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 2.702, აჭარაში – 942, იმერეთში – 1.179.

838 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 410 პირი, მათ შორის, თბილისში – 202, აჭარაში – 118, იმერეთში – 26. 8.718 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 2.226 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 426, აჭარაში – 1.122, ხოლო იმერეთში – 26.

თვითიზოლაციაში იმყოფება 51.300 პირი, საიდანაც თბილისშია 14.276 ადამიანი, აჭარაში – 16.379, იმერეთში – 5.224.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0