საქართველოში კოვიდ–ინფიცირებულებს ყველა სამედიცინო დაწესებულება უმკურნალებს

© photo : Aversi Clinic / FBავერსის კლინიკა
ავერსის კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის მასშტაბით ჰოსპიტალური სექტორის მობილიზაცია გრძელდება – კორონავირუსით ინფიცირებულთა მართვის პროცესში ყველა კლინიკა ერთვება.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომლებიც კოვიდ–ინფიცირებულთა მართვის პროცესში არ არიან ჩართული, ინფიცირებული პაციენტების მიღების ვალდებულება ეკისრებათ.

შესაბამისი ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილებაში „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“. კერძოდ, მთავრობის დადგენილება ავალდებულებს სამედიცინო დაწესებულებებს – იმ შემთხვევაში, თუ კლინიკაში ინფიცირებული პაციენტი ან თანამშრომელი აღმოჩნდება, იგი კოვიდ–ცენტრში არ გადაგზავნოს და თავად უმკურნალოს. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
კორონავირუსის დღის სტატისტიკა რეგიონების მიხედვით – რომელი რეგიონი „ლიდერობს"

დადგენილების თანახმად, ნებისმიერი კლინიკა, რომელშიც სხვა დაავადებით მოთავსებულ პაციენტს ან რომელიმე თანამშრომელს კორონავირუსი გამოუვლინდება, ვალდებულია იზოლირებულ გარემოში, უსაფრთხოების მკაცრი ზომების დაცვის პირობებში თავად უმკურნალოს კოვიდ–ინფიცირებულს. ასეთი პაციენტები კოვიდ–კლინიკებში აღარ გადამისამართდებიან.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 40 თერმოცენტრი და 35 კოვიდ–კლინიკა ფუნქციონირებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი 96 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 77 ათასი პაციენტი, გარდაცვლილია 894 ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0