Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ყოველთვის ხარ იქ, სადაც ყველაზე მეტად მჭირდები“ – ირაკლი ჩარკვიანი 59 წლის გახდებოდა

© Facebook / FB / Tbilisi Open Air / AlterVisionქეთათო პოპიაშვილი
ქეთათო პოპიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
14 წლის წინ, 2006 წლის 24 თებერვალს ქართველი მუსიკოსი და მწერალი ირაკლი ჩარკვიანი 44 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. მუსიკოსი ირაკლი ჩარკვიანი დღეს 59 წლის გახდებოდა. მუსიკოსი 2006 წლის 24 თებერვალს მოულოდნელად გარდაიცვალა, თუმცა ქართულ მუსიკალურ სამყაროს და მსმენელს უკვდავი შემოქმედება დაუტოვა.

ირაკლი ჩარკვიანის 59 წლის იუბილესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა მისმა მეუღლემ, ასევე მუსიკოსმა ქეთათო ჩარკვიანმა.

ქეთათო წერს, რომ ეს დღე ძალიან უყვარს და ყოველი 19 ნოემბერი განსაკუთრებულია მისთვის, თუმცა უმძიმს აღნიშნვნა საყვარელი ადამიანის გარეშე. „ყოველთვის იყავი და ხარ იქ, სადაც ყველაზე მეტად მჭირდები და თუნდაც შენი ხმის ერთი გაგონება, ერთი ფრაზაც კი საკმარისია იმისთვის, რომ განუსაზღვრელი სითბო და სიყვარული გასცე, მანუგეშო, აბსურდულ ქაოსში რწმენა გამიმყარო და მომცე ძალა. მეფე, გაგიმარჯოს!” – წერს ქეთათო.

მუსიკოსის დაბადების დღეს ვრცელი პოსტი მიუძღვნა მისმა მამამ გელა ჩარკვიანმაც. 14 წლის წინ, 2006 წლის 24 თებერვალს ქართველი მუსიკოსი და მწერალი ირაკლი ჩარკვიანი 44 წლის ასაკში გარდაიცვალა. ირაკლი ჩარკვიანმა მუსიკალური მოღვაწეობა 1976 წელს ჯგუფ „არიშთან“ ერთად დაიწყო. ამის შემდეგ ის დადა დადიანთან, ბიჭიკო ოსიპოვთან და კახა კიკაბიძესთან ერთად ჯგუფი „ტაქსის“ წევრი იყო, რომელმაც 1990-იან წლებში ქართველ მსმენელში საკმაო პოპულარობა მოიპოვა.

1990-იანი წლების დასაწყისში მუსიკოსი ასევე უკრავდა ჯგუფ Childrene's Medicine-ში, 1990-იანი წლების მიწურულს კი მონაწილეობდა პროექტში Daira. ირაკლი ჩარკვიანმა პირველი სოლო ალბომი Svan Songs 1993 წელს გერმანიაში ჩაწერა.

სიცოცხლის განმავლობაში სულ მუსიკოსს მეტსახელით „მეფე“ 4 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ მის მიერ უკანასკნელ წლებში შექმნილი სიმღერებით ორი სტუდიური ალბომი - „ძირს მეფე“ და „თეთრი ღმერთი“ გამოვიდა.

ყველა ახალი ამბავი
0