თბილისში კვლავ ყველაზე მეტი შემთხვევაა – კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

© REUTERS / PIROSCHKA VAN DE WOUWლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.697-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 93.092-ს მიაღწია.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული კორონავირუსის 3.697 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.256 შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა.

ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარაა, მესამეზე კი იმერეთი.

დღეს გამოვლენილი შემთხვევების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ასეთია: აჭარა – 664, იმერეთი – 538, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 304, ქვემო ქართლი – 243, კახეთი – 238, შიდა ქართლი – 175, გურია – 127, მცხეთა-მთიანეთი – 91, სამცხე-ჯავახეთი – 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6. 
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 38 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 16, აჭარაში – 8, იმერეთში – 8, შიდა ქართლში – 1, კახეთში – 2, ხოლო ქვემო ქართლში 3 ადამიანი.

ამ დროისათვის საქართველოში 18.336 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ–კლინიკებში მოთავსებულია 5.833 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 2.689, აჭარაში – 928, იმერეთში – 1.185.

869 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 377 პირი, მათ შორის, თბილისში – 173, აჭარაში – 115, იმერეთში – 37. 8.985 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 2.186 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 399, აჭარაში – 1.133, ხოლო იმერეთში – 32.

თვითიზოლაციაში იმყოფება 49.047 პირი, საიდანაც თბილისშია 10.765 ადამიანი, აჭარაში – 18.066, იმერეთში – 5.236.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 93.092-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0