ახალგაზრდებს ნარკოდამოკიდებულებასთან და ლუდომანიასთან გამკლავებაში დაეხმარებიან

© Sputnik / Alex Shlamovსაპროტესტო აქცია აზარტული თამაშების წინააღმდეგ
საპროტესტო აქცია აზარტული თამაშების წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისეთი დამღუპველი ჩვევებისგან გათავისუფლებაში, როგორიც ნარკოტიკი და აზარტული თამაშებია, 13-დან 25 წლამდე პირებს კვალიფიციური სპეციალისტები დაეხმარებიან. ამისთვის მათ უნდა დარეკონ ნომერზე „111“.

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ახალგაზრდობას დაეხმარება – გათავისუფლდნენ ისეთი დამღუპველი ჩვევებისგან, როგორიც ფსიქოაქტიური ნივთიერებები და აზარტული თამაშებია, ნათქვამია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს განცხადებაში.

სადღეგრძელოების დრო არ არის: აზარტული თამაშების წინააღმდეგ აქცია გაიმართა>>

სააგენტო მზადაა, სარეაბილიტაციო მომსახურება გაუწიოს არასრულწლოვნებს 13-დან 18 წლამდე და ახალგაზრდებს 18-დან 25 წლამდე (მათი ოჯახის წევრების ჩათვლით), რომლებიც მიიჩნევენ, რომ ისინი დამოკიდებული არიან ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე ან აზარტულ თამაშებზე და სურთ ამ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება.

ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ლუდომანიასთან ბრძოლას გაამკაცრებს

სააგენტო დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ფსიქოლოგის, ექიმ–ნარკოლოგის, სოციალური მუშაკის და, აუცილებლობის შემთხვევაში – ფსიქიატრის მომსახურებას.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ადიკაციის (აკვიატებული მოთხოვნილებები) პრობლემა მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც შეშფოთებას იწვევს. ესაა არაკონტროლირებადი, აკვიატებული და არაჯანსაღი მისწრაფება, რამის ან ვინმეს მიმართ დამოკიდებულება, რომლის გარეშეც ადამიანი თავს დისკომფორტულად და დაუცველად გრძნობს.

ადიკაციის პრობლემა ვლინდება ფსიქოაქტიური ნივთიერებებისა და ალკოჰოლის უკონტროლო მიღებაში, აზარტულ თამაშებზე, კომპიუტერულ თამაშებსა და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებაში.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
აზარტულ თამაშებთან ბრძოლაში საპატრიარქო ერთვება

დახმარების მიღების მსურველებს შეუძლიათ დარეკვა ნომერზე „111“. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურება უფასოა.

სპეციალური 24-საათიანი „ცხელი ხაზი“ – „111“ საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ბავშვების დასახმარებლად შექმნა. ის ხელმისაწვდომია 27 აპრილიდან. მისი მიზანია მშობლების დახმარება ბავშვებთან დაკავშირებულ ყველა პრობლემურ საკითხზე.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხზე საუბარი განსაკუთრებით აქტუალური საქართველოში გასულ წელს გახდა, როდესაც ორმა ახალგაზრდა ლუდომანმა თავი მოიკლა. მას შემდეგ ქვეყანაში პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციები, სადაც მოითხოვენ ლუდომანიის ფსიქიკურ დაავადებად აღიარებას, აზარტული თამაშების რეკლამის შეწყვეტას, ონლაინ–კაზინოებისადმი ხელმისაწვდომობის შეზღუდვას, მოთამაშეებისთვის ასაკობრივი ზღვრის დაწესებას.

ყველა ახალი ამბავი
0