აქცია ბათუმში

აქცია ბათუმში: ცესკოსა და უსკოს თავმჯდომარეების ფოტოები ჰელიუმის ბუშტებზე

61
(განახლებულია 19:22 18.11.2020)
ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ხელახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით ქვეყანაში ორ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციები ტარდება.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) შენობასთან პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ და მოძრაობა „იმოქმედეს“ აქტივისტებმა აქცია–პერფორმანსი გამართეს. 

აქციის მონაწილეებმა ჰაერში გაუშვეს ჰელიუმის ბუშტები, რომელზეც დამაგრებული იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიასა და აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის პარმენ ჯალაღონიას ფოტოები.

აქციის მონაწილეებმა ამ ფორმით გააპროტესტეს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები.

განმეორებითი არჩევნების გამართვის მოთხოვნით ოპოზიციური პარტიები აჭარის მთავრობის შენობასთან რამდენიმე დღეა საპროტესტი აქციებს მართავენ. მთავრობის სახლთან ოპოზიციას კარვები აქვს გაშლილი.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ქვეყნის ოპოზიციის სრული სპექტრი არ აღიარებს, ხელახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით ქვეყანაში ორ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციები ტარდება. კენჭისყრის შედეგებით პარლამენტში შესულმა ყველა ოპოზიციურმა ძალამ პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა დეპუტატის მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

სიტუაციის მოგვარებას დასავლელი დიპლომატიური მისიები ცდილობენ, რომლებიც მხარეებს მოლაპარაკებებზე იწვევენ, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოზიციები არ შეცვლილა.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ ოლქში 21 ნოემბერს ჩატარდება.

 

61
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (608)
თბილისი

„თელასი" თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილს ხვალ ელექტროენერგიას გაუთიშავს

47
(განახლებულია 17:56 04.08.2021)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 5 აგვისტოს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და იოსელიანის ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის და ფარსადანის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, კოსტავას, ბერძენიშვილის, ფალიაშვილის, აბაშიძის, მუხაძის, ბაზალეთის და ნადირაძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, ათონელის, ხიდის, ორბელიანის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ) და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის, მანჯგალაძის, მესხის, კელაპტრიშვილის, სტურუას, მახალდიანის, ჩხიკვაძის და ტყეშელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ზაქარაიას, სამღერეთის და ინტერნატის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახათას მთის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ხუდადოვის, რეხის, ცაიშის, ხორნაულის, ეშბას, მარუაშვილის, აჭარის, ლებანიძის, ბორჯომის, წინამძღვრიშვილის, ცაბაძის და ბაქოს ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახათის მთის, ქვალონის და ცაიშის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ლებანიძის, ბორჯომის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), წყალტუბოს და მირცხულავას ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანულას დასახლების და კობახიძის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

47
თემები:
თბილისი დღეს
დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ბელგიას AstraZeneca-ს ვაქცინის საჩუქრად გადმოცემისთვის მადლობას უხდის 

36
(განახლებულია 20:52 04.08.2021)
გავრცელებული ინფორმაციით, ბელგია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს 2021 წლის ბოლომდე საერთო ჯამში 4 მლნ დოზა ვაქცინას გადასცემს. 

თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი ბელგიის სამეფოს საქართველოსთვის AstraZeneca-ს ვაქცინის საჩუქრად გამოცემისთვის მადლობას უხდის.

საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის მორიგი პარტია შემოვიდა>>

დღეს ცნობილი გახდა, რომ ბელგია საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის 86.400 დოზას საჩუქრად გადმოსცემს.

„მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგა სოფი ვილმესს და ბელგიის მთავრობას საქართველოსთვის გამოყოფილი AstraZeneca-ს ვაქცინის 86.400 დოზისთვის. თქვენი მხარდაჭერა პანდემიის რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, – წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში.

პირველ ტაპზე  AstraZeneca-ს ვაქცინების 168 ათასი დოზა უკრაინაში გაიგზავნება, შემდეგ კი საქართველო, სომხეთი და კოსოვო 225.600 დოზა ვაქცინას  მიიღებენ.

ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბელგია ვაქცინებით დაეხმარება ასევე აფრიკის, დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ სამეზობლოსა და სამხრეთ ევროპის ქვეყნებს.

4 მლნ ვაქცინის დოზა ბელგიას ფარმაცევტული კომპანიების რეზერვებიდან აქვს შეძენილი. დოზები სხვადასხვა პლატფორმის, მათ შორის COVAX-ის , გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და GAVI-ის დახმარებიით გადანაწილდება.

საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანამ 1 მლნ დოზა Sinopharm-ისა და Sinovac-ის  ვაქცინა მიიღო.

ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო, 24 მაისიდან კი Sinovac-ი. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და იმუნიზაციის პროცესში 18 წელს ზემოთ პირები ჩაერთვნენ.  ამჟამად საქართველოში 16 წელს ზემოთ პირების აცრა დასაშვებია Pfizer-ის ვაქცინით. 45 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ აირჩიონ  Pfizer, AstraZeneca, Sinopharm ან Sinovac.

აგვისტოს ბოლოს კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა შეიძლება გასამმაგდეს – იმნაძე>>

ბოლო მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 542.639 აცრა. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 171.908 ადამიანი.

36
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
სტუდენტები

„როსსოტრუდნიჩესტვომ“ რუსეთში სტუდენტების შესვლის წესები გამოაცხადა

0
(განახლებულია 23:47 04.08.2021)
რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ „ცხელი ხაზი“ აამოქმედა, რომელზეც პანდემიის პირობებში ქვეყანაში შესვლის თაობაზე ინფორმაციის დაზუსტებაა შესაძლებელი

Sputnik. დანარა კურმანოვა

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემია გრძელდება, რუსეთში სასწავლო წელი კვლავ 1 სექტემბერს იწყება. ამის თაობაზე „როსსოტრუდნიჩესტვოში“ განაცხადეს პრესკონფერენციაზე, რომელიც 2021 წელს უცხოეთის მოქალაქეების რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში შესარჩევ კამპანიას მიეძღვნა.

„სტუდენტების ქვეყანაში შემოშვება-არშემოშვების საკითხი ჩვენს კომპეტენციაში არ შედის. მაგრამ ჩვენ ვიცავთ უცხოელი სტუდენტების უფლებებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ და ვთხოვთ ორგანოებს, შემოსვლის ნებართვა მისცენ მათ, — განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა ევგენი პრიმაკოვმა. — ახლა განათლების მისაღებად შემოსვლა შეუძლიათ იმ სიის ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც რუსეთის მთავრობა ამტკიცებს განკარგულებით და რომელიც გამუდმებით იცვლება“.

პრიმაკოვი აზუსტებს, რომ საუბარია განკარგულება №636-ზე, რომლის №1 დანართში ამ დროისათვის 50 სახელმწიფოა ჩამოთვლილი, და რომელთა მოქალაქეებსაც რუსეთში შემოსვლის უფლება აქვთ. თუმცა, თუ ქვეყანა არ არის სიაში, რუსეთში ჩასვლის შესაძლებლობა შეიძლება ინდივიდუალურად იყოს განხილული.

„ბევრ შემთხვევაში შემოსვლის საკითხებს კურირებს უნივერსიტეტი, რომელსაც შეუძლია განათლების სამინისტროსა და სამთავრობო კომისიისგან შემოსვლის უფლება გამოითხოვოს“, — განმარტა პრიმაკოვმა.

ამას გარდა, სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მოქმედებს ცხელი ხაზი სტუდენტებისთვის: +7 (495) 198-00-00. ამ ნომერზე თითოეული ქვეყნისთვის რუსეთში შესვლის წესების დაზუსტებაა შესაძლებელი.

სამედიცინო მოთხოვნები ყველასთვის უნივერსალურია: სტუდენტმა უნდა ჩააბაროს PCR-ტესტი რუსეთში ჩასვლამდე არაუადრეს სამი დღისა. დოკუმენტი ტესტის უარყოფით პასუხზე უნდა იყოს დაბეჭდილი რუსულად ან ინგლისურად. რუსეთში ჩასვლის შემდეგ სტუდენტმა უნდა ჩააბაროს კიდევ ერთი PCR-ტესტი და პასუხამდე თვითიზოლაციაში უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის ქვეყანაში შესვლის მომენტისთვის სწავლა უკვე დაწყებული იქნება, ტესტის პასუხის მიღებამდე სტუდენტს მხოლოდ ონლაინ-ფორმატში შეუძლია დაესწროს ლექციებს.

პრიმაკოვის თქმით, რაც შეეხება სტუდენტების ვაქცინაციასა და ვაქცინაციის შესახებ უცხოური სერტიფიკატების აღიარებას, ეს საკითხები ახლა მუშავდება რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

0
თემები:
რუსეთი დღეს