კორონავირუსი ხობის „კოლხეთის” 15 ფეხბურთელს დაუდასტურდა

© Sputnik / STRINGERხობის კოლხეთის 15 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ხობის კოლხეთის 15 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფეხბურთო გუნდის ინფიცირებულ წევრებს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მსუბუქ ფორმაში აქვთ გამოხატული, ამ დროისათვის უცნობია მათი ინფიცირების წყარო.

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საფეხბურთო კლუბ ხობის „კოლხეთის" ერთბაშად 15 ფეხბურთელს დაუდასტურდა კორონავირუსი, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

კლუბის ხელმძღვანელობის განცხადებით, ამ დროისათვის ინფიცირებული ფეხბურთელები ანაკლიაში არსებულ საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება ფოთის მუნიციპალიტეტს, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან ორი კოვიდ–კლინიკაშია მოთავსებული, დანარჩენები კი მკურნალობას სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გადიან.

„შესაძლოა კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, რადგან საბოლოო კვლევა დასრულებული არ არის. ფოთში კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან დღემდე მთლიანობაში 791 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 5 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 432 პირი. ინფიცირების აქტიური შემთხევის რაოდენობა 333-ია. სტაციონარში მკურნალობს 17 პაციენტი, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 11, სახლის პირობებში კი 327 ინფიცირებულია. ამ დროისათვის მდგომარეობა არის სტაბილური და მართვადი“, – განაცხადეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.443-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 89.395-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 71.468 ადამიანი, გარდაიცვალა – 815, კარანტინის რეჟიმშია 2.370, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.763 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.435 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0