ნეკა დოროყაშვილი

ნეკა დოროყაშვილი მანქანის საბარგულს ფეხით ხურავს შოკის მომგვრელი ვიდეო

10454
(განახლებულია 16:07 18.11.2020)
ნეკა დოროყაშვილმა სოციალური ქსელის მომხმარებლები შოკში ჩააგდო. ნახეთ რა გრძელი ფეხები ჰქონია ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ ცოლს.

ცნობილმა მოდელმა ნეკა დოროყაშვილმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო განათავსა და სოციალური ქსელის მომხმარებლები აღაფრთოვანა. ნეკა ვიდეოში მანქანის საბარგულს ფეხით ხურავს. „როცა ორივე ხელი დაკავებული გაქვს, შეგიძლია ფეხები გამოიყენო, თუ ის საკმარისად გრძელი გაქვს“, – წერს მოდელი.

View this post on Instagram

A post shared by Neka (@nekadorokashvili)

ნეკა მსოფლიო ტენდენციას აჰყვა, რომელიც წლების წინ რუსმა მოდელმა და ინფლუენსერმა ანა კანიუკმა წამოიწყო. ანას ვიდეო საქართველოშიც ძალიან პოპულარული იყო, სადაც მოდელი ცალ ხელში ბავშვით და მეორე ხელში საბავშვო ეტლით მანქანის საბარგულს ხურავს.

ცნობილი სკანდალის შემდეგ ნეკა დოროყაშვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენისგან თავს იკავებდა, არც სოციალურ ქსელში აქტიურობდა. თუმცა ამჯერად, როგორც ჩანს, ნეკამ გადაწყვიტა საკუთარი ცხოვრების დეტალები სოციალური ქსელის მომხმარებლებს აღარ დაუმალოს.

View this post on Instagram

A post shared by Neka (@nekadorokashvili)

2020 წლის 21 მაისს ცნობილი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით (სსკ-ის 126¹ მუხლი) დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა.

View this post on Instagram

A post shared by Neka (@nekadorokashvili)

თბილისის საქალაქო სასამართლომ სპორტსმენი 100 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ხოლო იძალადა თუ არა მან ყოფილ ცოლზე, ამას სასამართლო განხილვა მომავალში დაადგენს. ნეკა დოროყაშვილის ინტერესებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია PHR იცავს.

10454
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2356)
მატარებელი რკინიგზის სადგურში

„საქართველოს რკინიგზა“ მატარებლების მოძრაობის გრაფიკს ცვლის

23
იმ მგზავრებს, ვისაც ადრე აქვთ მატარებლის ბილეთები შეძენილი და ვერ ახერხებენ ახალი განრიგის მიხედვით გამგზავრებას, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ. „საქართველოს რკინიგზა“ თანხას სრულად დააბრუნებს

თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაზიდვების განრიგს ცვლის, ნათქვამია კომპანიის პრესსამსახურის განცხადებაში.

საქალაქთაშორისო მატარებლების მოძრაობის განრიგი

კომპანიაში აცხადებენ, რომ იმ მგზავრებს, რომლებმაც ბილეთები ადრე შეიძინეს და გამგზავრება ახალი განრიგის მიხედვით არ შეუძლიათ, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ. „საქართველოს რკინიგზა“ ბილეთის ღირებულებას სრულად დააბრუნებს. 

კომპანიაში მგზავრებს აფრთხილებენ, რომ მატარებელში ყველა მგზავრმა დადგენილი რეგულაციები უნდა შეასრულოს.

„Covid19-ის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ახალი რეგულაციების თანახმად, მატარებლებში აკრძალულია პლედების დარიგება, დროებით გაუქმებულია საბორტო ჟურნალი და ბიბლიოთეკა. მგზავრები არ დაიშვებიან პირბადის გარეშე და  მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველო კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის. ყოველდღიურად ოთხი ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 100 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1012 ადამიანი.

ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, აკრძალულია ღამის 22:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა.

23
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო

„ადგილები აღარ არის“ - რას ამბობენ კლინიკების დირექტორები გახარიასთან შეხვედრის შემდეგ

35
კლინიკების დირექტორების განცხადებით, დიდი მნიშვნელობა აქვს სასტუმროების ჩართულობას და ამასთან ერთად, თავყრილობების შეზღუდვა გააადვილებს ვირუსის დაძლევას

თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. კლინიკები გადატვირთულია, სასტუმროების გამოყენება უნდა გაფართოვდეს, ხოლო მოსახლეობა უნდა მოერიდოს თავშეყრებს და მაქსიმალურად იცავდეს ყველა რეკომენდაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს ავადმყოფთა ამხელა რაოდენობას, აცხადებენ კლინიკების დირექტორები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ.

საქართველო კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის. ყოველდღიურად ოთხი ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 100 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1012 ადამიანი.

„დამატებითი რესურსები არსებობს, პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ერთ კვირაში დამატებით დაახლოებით 110 საწოლი გამოიყოფა“, - განაცხადა „ევექსის“ ჰოსპიტლების დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა უკვე არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობას.

„მნიშვნელოვანია უკვე არსებული, გამოყოფილი რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება, რომ ჰოსპიტალური სერვისი მიიღოს მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვისაც ეს რეალურად ყველაზე მეტად სჭირდება და არ მოხდეს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, მისი დირექტორი ლევან გოფოძე აცხადებს, რომ ამჟამად საავადმყოფოში ადგილები არ არის და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალია.

„ამ წუთას რესპუბლიკურ საავადმყოფოში წევს 128 პაციენტი. ეს არის კლინიკის დატვირთვის მთელი სიმძლავრე. ადგილი ამჟამად არ არის. ჩვენთან კლინიკაში ყოველდღიურად კი ხდება პაციენტების ბრუნვა, ანუ გვეწერებიან გამოჯანმრთელებული პაციენტები და მათ მაგივრად ვიღებთ ახალ პაციენტებს. ეს ყოველდღიური დინამიკაა, უბრალოდ, ცარიელი ადგილი, როცა გინდა მოიყვან და პაციენტს დააწვენ, ასეთი სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ არის“, - განაცხადა გოფოძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს, მაქსიმალურად მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, დაიცვან ყველა წესი, ყველგან ატარონ პირბადე, რადგან, გოფოძის თქმით, ინფიცირების შანსები ქვეყანაში ძალიან იზრდება.

„ასეთი კატასტროფული მატება თუ წავიდა, ამას ვერ გაუძლებს ვერცერთი ქვეყნის ჯანდაცვის სექტორი, მათ შორის ვერ გაუძლეს ძალიან მოწინავე ქვეყნებმაც. ამიტომაც... მოსახლეობამ უნდა გაიგოს ეს სიტუაცია, უნდა მოვერიდოთ ყველანაირ მასობრივ თავშეყრის ადგილებს, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ყველა წესი, ყველგან ვატაროთ ნიღაბი უკვე გახსნილ სივრცეშიც კი, რადგან ინფიცირების შანსები ქვეყანაში ძალიან იზრდება“, – განაცხადა საავადმყოფოს დირექტორმა.

როგორც ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ განაცხადა, თავყრილობების შეზღუდვა გააადვილებს ვირუსის დაძლევას.

„ყველანაირად უნდა შევზღუდოთ ხალხმრავალი თავყრილობები, ეს აუცილებელია. ეს გააადვილებს ამ ვირუსის დაძლევას, რომელსაც მაღალი ლეტალობა აღმოაჩნდა მსოფლიოში. ყველას ვთხოვ, დაიცვან ის რეგულაციები, რაც დასაცავია და ეს არის ყველაზე დიდი დაცვა თქვენიც, თქვენი ახლობლების და ოჯახის წევრებისაც“, – განაცხადა გადელიამ.

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორის განმარტებით, პანდემიის მართვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სასტუმროების ჩართულობას.

„ჩვენ ერთი კვირაა, ძალიან კარგად ვიყენებთ სასტუმროებს. თუ არ არის ჟანგბადის ძალიან დიდი რაოდენობით მომხმარებელი, ავადმყოფის მკურნალობა უმჯობესია სასტუმროში მოხდეს“, – განაცხადა დავით გადელიამ.

ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, აკრძალულია ღამის 22:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა.

35
თემები:
COVID-19 საქართველოში