ბათუმში ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია ბათუმში
საპროტესტო აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის ირაკლი მჭედლიშვილის განცხადებით, დაკავებულთა შორისაა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ჯელალ ქიქავა.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ბათუმში საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და ოპოზიციური პარტიების აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა – აქტივისტები აჭარის მთავრობის შენობაზე სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ, იუწყება „პირველი არხი“. 

პროტესტი ბათუმში - Sputnik საქართველო
აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი ოპოზიციის პროტესტის ფონზე მიიღო

აქციის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

მომიტინგეებსა და პოლიციას შორის თავიდან სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დაპირისპირების დროს პოლიციამ სამი პირი დააკავა, ამასთან დაშავდა ერთ-ერთი აქტივისტი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის ირაკლი მჭედლიშვილის განცხადებით, დაკავებულებს შორისაა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ჯელალ ქიქავა.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ხელახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით ქვეყანაში ორი კვირაზე მეტია საპროტესტო აქციები ტარდება. კენჭისყრის შედეგებით პარლამენტში შესულმა ყველა ოპოზიციურმა ძალამ პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა დეპუტატის მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

სიტუაციის მოგვარებას დასავლელი დიპლომატიური მისიები ცდილობენ, რომლებიც მხარეებს მოლაპარაკებებზე იწვევენ, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოზიციები არ შეცვლილა.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ ოლქში 21 ნოემბერს ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0