Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემი პოზიორა“ – ასე ახალგაზრდულად გამოიყურება თიკა ფაცაციას დედა – უახლესი ფოტო

© courtesy of Tika Patsasiaთიკა ფაცაცია
თიკა ფაცაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ტელეწამყვანი თვითიზოლაციის შემდეგ ოჯახის წევრებთან ერთად კახეთში გაემგზავრა. თიკა ფაცაციამ ულტრამოდური დედის ფოტოები გამოაქვეყნა. როგორ გამოიყურება და ჰგავს თუ არა თიკა დედას?

თიკა ფაცაციას ულამაზესი დედა ჰყავს. მანანა ფაცაცია უფროსი ქალიშვილის დახმარებით მოდურად გამოიყურება. როგორც ჩანს, ახალგაზრდა ქალბატონი მოდის ტენდენციების მიმდევარია. თიკა და მანანა ფაცაციები სხვადასხვა გადაცემებში ერთობლივად ხშირად ჩნდებოდნენ. მათი დუეტი საზოგადოებამ მალევე შეიყვარა, რადგან გულახდილი მანანა ფაცაცია თიკას ბავშვობის ისტორიებს განსაკუთრებული იუმორით იხსენებდა.

View this post on Instagram

A post shared by tika (@tikapatsatsia)

„ყველაფერი, რაც ვარ მე - არის დედაჩემი. მთავარი გულშემატკივარი, კრიტიკოსი, ყველაზე დიდი მეგობარი დედაა. თითოეულ ჩემ გამოსვლას დედაჩემი აკონტროლებს. მის სიტყვას ჩემთვის ძალიან დიდი ძალა და ფასი აქვს“, – ამბობს თიკა. საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც თიკაზე ნეგატიურ კონტექსტში ისაუბრებს. მისი გარეგნობა, მშვიდი საუბარი, ხმის ტემბრი და ოჯახი უამრავ ადამიანს მოსწონს.

View this post on Instagram

A post shared by tika (@tikapatsatsia)


ცნობილი ქართველი მოდელისა და ტელეწამყვანის პირად ცხოვრებას განიხილავენ, მაგრამ თიკა საკუთარ ოჯახზე ყვითელ პრესასთან თუ მოდურ ჟურნალ-გაზეთებში არასდროს საუბრობს. ყველა ინტერესდება მისი ბიზნესმენი ქმრით, ულამაზესი შვილებით, მშობლებით.

ცნობილი ტელესახისთვის 2020 წელი არც ისე შესაშური გამოდგა, მიუხედავად ამისა, თიკა მალევე დაუბრუნდა საყვარელ საქმეს. ყოფილი მომღერალი თვითიზოლაციაში ორჯერ მოხვდა. ერთხელ ცნობილ კოლეგებთან არჩილ სოლოღაშვილთან და გვანცა დარასელიასთან ერთად, როდესაც კორონავირუსზე ეჭვი ჰქონდათ და მეორედ უკვე სრულიად მარტო. დაბადების დღეც მარტოობაში გაატარა. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. თიკამ ვირუსს თავი დააღწია და შვილებთან ერთად საპიკნიკე სივრცე დაიპყრო. მათ თან ულამაზესი ბებიაც ახლდათ.

დაუჯერებელია, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ თიკა ფაცაციას 39 წელი შეუსრულდა. მომღერალი, მოდელი და ტელეწამყვანი საკუთარი გარეგნობით უამრავ ადამიანს ხიბლავს. სამი ვაჟის დედა შეუდარებლად გამოიყურება და ამაზე არავინ დავობს. სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. მისი Instagram-გვერდი ულამაზესი კადრებითაა სავსე. განსაკუთრებულ ყურადღებას თიკას ოჯახი იქცევს. „რუსთავი 2“-ის გადაცემა „სხვა შუადღის“ წამყვანი გასტროლებზე სხვადასხვა ქვეყნებში ხშირად მიემგზავრებოდა ხოლმე, მაგრამ პანდემიის გამო დაახლოებით ერთი წელია მისი კარიერა ამ მხრივ პარალიზებულია.

ყველა ახალი ამბავი
0