გიორგი გაბუნია

„დიდი ხანია ტყვეობაში ვცხოვრობ, ჩემმა დაცვამ ამიკრძალა…“ გიორგი გაბუნია დაავადებაზე

273
(განახლებულია 21:31 16.11.2020)
გიორგი გაბუნიას კორონავირუსი დაახლოებით ორი კვირის წინ დაუდასტურდა. ნახეთ რა სიმპტომები აქვს და როგორ ცხოვრობს კოვიდ-დადებითი ჟურნალისტი.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია კოვიდ-დადებით პაციენტია. ჟურნალისტმა კვირას გადაცემა „პოსტ ფაქტუმი“ სახლიდან წაიყვანა, სადაც მაყურებელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც უამბო.

გაბუნიას თქმით, უკვე ორი კვირაა სახლშია გამოკეტილი, უნდოდა, რომ გადაცემის დროს სახლში ემოძრავა და მაყურებლისთვის ეჩვენებინა სად ცხოვრობს, მაგრამ დაცვამ აუკრძალა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე.

„რას ვიზამთ, დიდი ხანია ტყვეობაში ვცხოვრობ. რაც გამოვიარე, ეს გზა მაქსიმუმი იყო, იქით ვეღარ წავალ. მოკლედ, ორი სიტყვით გეტყვით, როგორ დამემართა კორონა, კი ვიცი, მაგრამ არ დავკონკრეტდები. სამსახურში გადმომედო. ერთ ორშაბათს გავიღვიძე დილით და მივხვდი, რომ სიცხე მქონდა, ვხურდი. დაბალი სიცხე მქონდა, დაახლოებით 37.2 და შუადღისით ავიდა 38.5-მდე. მივხვდი, მქონდა კორონა. მეორე დღეს გავიკეთე ტესტი და დამიდასტურდა“, – განაცხადა ტელეწამყვანმა.

ყველაზე მეტად გაბუნია ყნოსვის და გემოს შეგრძნების დაკარგვის გამო წუხს და ამბობს, რომ აღმოაჩინა მეგობრები, რომლებსაც ეს სიმპტოპი ერთი თვეც კი დარჩათ.

273
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2390)
ლაბორატორია

საქართველოში კორონავირუსი აივ–ინფექციის შემთხვევების შემცირების მიზეზი გახდა

14
(განახლებულია 09:28 01.12.2020)
საქართველოს იმუნოლოგიის ცენტრში აღნიშნავენ, რომ ტესტი აივ/შიდსის გამოსავლენად და კონსულტაციები საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო და ანონიმურია

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო წელს შემცირდა აივ–ტესტირების გავლის მსურველთა რაოდენობა, რამაც, შესაბამისად, შეამცირა აივ–ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა, ნათქვამია საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის განცხადებაში.

მსოფლიოში 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2020 წლის თემაა „საერთაშორისო სოლიდარობა, გაზიარებული პასუხისმგებლობა“.

საქართველო და აივ-ინფექცია: ბოლო მონაცემები>>

როგორც ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, კორონავირუსის პანდემია მტკივნეულად აისახა აივ/შიდსით დაავადებულ ადამიანებზეც.

„უნდა გავხდეთ ამ ორი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის თანამონაწილე. შემოგვიერთდით და დავასრულოთ Covid-19 და შიდსის ეპიდემია საქართველოში! ეპიდემიის დასრულებისთვის მნიშვნელოვანია იცოდე შენი აივ–სტატუსი და თუ ხარ აივ–ინფიცირებული, დროულად დაიწყო მკურნალობა. დროულად დაწყებული მკურნალობა კი სრულფასოვანი ცხოვრების საწინდარია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცენტრის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია კვლავ აივ–შიდსთან ბრძოლისთვის დამატებითი ფინანსების მობილიზაცია, რათა ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება ამ საკითხში და გაუმჯობესდეს ინფიცირებული ადამიანების ცხოვრების ხარისხი.

ამ დროისთვის საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მიერ რეგისტრირებულია 8598 აივ–ინფიცირებული, აქედან 6422 მამაკაცია, ხოლო 2176 – ქალი. პაციენტების უმრავლესობა 29–39 წლისაა. შიდსი განუვითარდა 4 441 პაციენტს, გარდაიცვალა 1 781.

კიდევ ერთი: აივ-ინფექციისგან მსოფლიოში მესამე ადამიანი განიკურნა>>

30 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში მკურნალობს 5 379 პაციენტი, აქედან 46 ბავშვია. საქართველოში აივ–შიდსის დიაგნოზი პირველად 1989 წელს დაისვა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში მოქალაქეებს ახსენებენ, რომ ტესტი აივ0შიდსზე და კონსულტაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის არის უფასო და ანონიმური.

14
კერძო ჰოსტელი

საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ალიანსი შეზღუდვების გადახედვას ითხოვს

4
(განახლებულია 09:04 01.12.2020)
სექტორის კომპანიები საბანკო კრედიტების გადავადებას ითხოვენ 2021 წლის ზაფხულამდე როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის, რომლებმაც პანდემიის გამო სამუშაო დაკარგეს

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ალიანსის წევრმა ორგანიზაციებმა პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას ამ სექტორის მუშაობასთან დაკავშირებული შეზღუდვების გადახედვის თხოვნით მიმართეს.

რას აცხადებენ საქართველოს ბიზნეს–ასოციაციაში ახალი ლოკდაუნის შესახებ>>

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო საქართველოს ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლის ორთვიანი გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვით ამ პერიოდში ქვეყანაში რიგი შეზღუდვები იმოქმედებს. გეგმა 28 ნოემბერი – 31 იანვრის პერიოდს მოიცავს.

„საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი მხარს უჭერს მთავრობის ყველა, დროულ და აუცილებელ ზომას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად და კერძო სექტორის მხარდასაჭერად. ამავე დროს, ალიანსის თითოეული წევრი გამოხატავს სრულ მზაობას, ჩაერთოს ყველა არსებული ადამიანური რესურსით საერთო გამოწვევის დაძლევაში და ერთად შევიმუშაოთ დამატებითი მექანიზმები სექტორის გადასარჩენად“, – ნათქვამია მიმართვაში.

ალიანსის წევრები ითხოვენ „წარიმართოს პრობლემებზე უფრო ღრმად ორიენტირებული და ეფექტური დიალოგი“ ბიზნეს–სექტორსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შორის.

ასოციაციის წევრები თავის მიმართვაში ითხოვენ დროებითი აკრძალვის გაუქმებას სარესტორნო სექტორის მუშაობაზე, ზამთრის კურორტების მუშაობის აღდგენას ყველა რეგულაციის სავალდებულო დაცვით. ასევე პრემიერ–მინისტრისადმი წერილში არის თხოვნა, რომ გადავადდე საბანკო კრედიტები 2021 წლის ზაფხულამდე როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც ამ სფეროში იყვნენ დასაქმებული და პანდემიის გამო სამუშაო დაკარგეს.

ასოციაციის წევრები პრემიერ–მინისტრს სთხოვენ სამუშაო ჯგუფის შესახებ, რომლის მუშაობაშიც ჩაერთვებიან სექტორის წარმომადგენლები ყველა რეკომენდაციის შესაბამისად.

მემორანდუმს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის შესახებ 2020 წლის 5 მაისს მოეწერა ხელი. მასში 27 ორგანიზაცია შევიდა. ალიანსი შეიქმნა კომუნიკაციისა და იმ გამოწვევების გადასალახავად, რომელთა წინაშე აღმოჩნდნენ ტურისტული სექტორის წარმომადგენლები კორონავირუსის პანდემიის გამო.

პრემიერ–მინისტრისადმი მიმართვას ხელს აწერს 27–ვე ორგანიზაცია, რომელთა შორის არიან საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია, სასტუმროების და რესტორნების ფედერაცია, საქართველოს გიდების ასოციაცია, გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს–ასოციაცია, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, საქართველოს სომელიეთა ასიციაცია, გუდაურის ტურიზმის ასოციაცია და სხვ.

4
თემები:
COVID-19 საქართველოში