ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი

ასე აღნიშნეს ალა პუგაჩოვამ და მაქსიმ გალკინმა ერთად ყოფნის 19 წლის იუბილე ვიდეო

1660
(განახლებულია 18:57 16.11.2020)
რუსი კომიკოსი, ტელეწამყვანი მაქსიმ გალკინი და მომღერალი ალა პუგაჩოვა 2017 წლის 18 ნოემბერს კიდევ ერთხელ დაქორწინდნენ. ამ შემთხვევაში წყვილმა ჯვარი დაიწერა და ტყუპები – ლიზა და გარი მონათლეს.

„19 წელი ერთად“ – ასეთი სათაურით აქვეყნებს ფოტოს „ინსტაგრამზე“ მაქსიმ გალკინი. წყვილს ქორწინების იუბილე აქვს. როგორც ჩანს, მათ ეს თარიღი სანთლების ფონზე აღნიშნეს.

ბოლო პერიოდში პო­პუ­ლა­რუ­ლი რუსი პრი­მა­დო­ნა, 71 წლის ალა პუ­გა­ჩო­ვა შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და, რო­გორც მისი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, ის თან­და­თან ახალ­გაზ­რდავ­დე­ბა. მომ­ღერ­ლის ყო­ვე­ლი გა­მო­ჩე­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს და არც ამ­ჯე­რა­დაა გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვა.

71 წლის მომ­ღე­რა­ლი იდე­ა­ლურ ფორ­მა­შია. გულ­შე­მატ­კივ­რებს პრი­მა­დო­ნას შთამ­ბეჭ­და­ვი ვი­ზუ­ა­ლი შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ნი­ათ. ზო­გი­ერ­თი თვლის, რომ მომ­ღე­რალ­მა ახა­ლი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი გა­ი­კე­თა და სწო­რედ ამი­ტომ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ასე.

სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ალა ახლა თა­ვის 27 წლით უმ­ცროს მე­უღ­ლე­ზე უფრო ახალ­გაზ­რდუ­ლა­დაც კი გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. კო­მენ­ტა­რებ­ში ხუმ­რო­ბით იმა­საც ურ­ჩე­ვენ, რომ დროა, ახალ ქმარ­ზე იფიქ­როს, რად­გა­ნაც მაქ­სიმს უკვე ასა­კი და­ე­ტყო.

რუსი კომიკოსი, ტელეწამყვანი მაქსიმ გალკინი და მომღერალი ალა პუგაჩოვა 2017 წლის 18 ნოემბერს კიდევ ერთხელ დაქორწინდნენ. ამ შემთხვევაში წყვილმა ჯვარი დაიწერა და ტყუპები - ლიზა და გარი მონათლეს. გალკინი და პუგაჩოვა ერთად 2001 წლიდან ცხოვრობენ.

1660
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2390)
ივანე მაჭავარიანი

საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდგინდა

51
(განახლებულია 21:38 30.11.2020)
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მინისტრი თავს კარგად გრძნობს და მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს COVID-19 დაუდასტურდა, იუწყება პირველი არხი სამინისტროს პრესცენტრზე დაყრდნობით.

ივანე მაჭავარიანს ინფექცია PCR-ტესტირების შედეგად დაუდასტურდა. ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. 

ტესტირების შედეგად, COVID-19 დაუდასტურდა ასევე მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს, რომელიც ასევე სახლში გადის მკურნალობას.

მინისტრთა კაბინეტში კორონავირუსი უკვე გადაიტანეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და სხვა მაღალჩინოსნებმა. ამჟამად ყველა მათგანი გამოჯანმრთელდა და ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.216-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 135.584-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 20.305 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.383 პაციენტი, 1.038 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 466 პირი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

51
თემები:
COVID-19 საქართველოში
გიორგი გახარია

გახარიამ კლინიკების ხელმძღვანელებს სასტუმროების უფრო ეფექტურად გამოყენებისკენ მოუწოდა

42
(განახლებულია 22:31 30.11.2020)
გიორგი გახარიამ კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე, ჰოსპიტალური სექტორის რესურსის დაზოგვის მიზნით, სასტუმროების კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობასა და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე ისაუბრა.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსით მზარდი ინფიცირების გამო აუცილებელია ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვა, რათა მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის შეფერხებები არ შეიქმნას, განაცხადა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ COVID-19-ის მართვაში ჩართული კერძო კლინიკების ხელმძღვანელებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვის მიზნით მნიშვნელოვანია საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტების სასტუმროებში გადანაწილება.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უსიმპტომო და მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების ბინაზე მკურნალობის მნიშვნელობაზეც, ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შეზღუდვების ორთვიანი გეგმიდან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბით მობილობა საგრძნობლად შემცირდება, რაც ხელს შეუწყობს ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვას და მომდევნო პერიოდში სიტუაციის დასტაბილურებას.

კერძო კლინიკების ხელმძღვანელებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია არსებულ საწოლფონდთან, მოძიებულ დამატებით რესურსებთან და იმ რეზერვებთან დაკავშირებით, რომელთა მობილიზებაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ესწრებოდნენ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3 216-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 135 584-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 20 305 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6 383 პაციენტი, 1 038 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 466 პირი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა

42
თემები:
COVID-19 საქართველოში
ახალი გზის მშენებლობა, რომელიც მაჭავარიანის ქუჩას გელოვანის გამზირთან დააკავშირებს

თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა ერთი თვით ნაწილობრივ შეიზღუდება

0
მაგისტრალური წყალსადენის კვანძების მოწყობის სამუშაოები ვაკე-საბურთალოს რაიონში, „ვეფხისა და მოყმის" ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარეობს

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მოძრაობა 1-დან 30 დეკემბრამდე ნაწილობრივ შეიზღუდება, ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია „ბლექ სი გრუპი“ მაგისტრალური წყალსადენის კვანძების მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს.

„შეზღუდვა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის („112“) შენობიდან ვაშლიჯვრის და უკუმიმართულებით, მაჭავარიანის ქ. N1 კორპუსიდან BP-ის ბენზინგასამართ სადგურამდე იმოქმედებს“, - აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

მაჭავარიანის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილების მიმართულება არ შეიცვლება, აცხადებენ უწყებაში.

სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს.

თბილისის მერია ვაკე-საბურთალოს რაიონში, ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობას ახორციელებს.

პროექტის თანახმად, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის (112) ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა" და „მათე მოტორსის" ყოფილ შენობას შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. ბეტონის ახალი გზა ოთხზოლიანი იქნება.

მოეწყობა საყრდენი კედლები და წყალამრიდები, დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქსელი.

საბურთალოს რაიონში ახალი გზის მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო. პროექტის ღირებულება 15 მილიონი ლარია.

0
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში