კახა ბენდუქიძე

 „კახა თვალყურს გვადევნებს და შვილიშვილს უღიმის"– ანასტასია ბენდუქიძე დედა გახდა

112
(განახლებულია 00:36 14.11.2020)
კახა ბენდუქიძე 2014 წლის 13 ნოემბერს გარდაიცვალა ლონდონში. ადგილობრივი ექსპერტიზის მონაცემებით, 58 წლის მეწარმის გარდაცვალების მიზეზად გულის უკმარისობა იქცა.  

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი მეწარმისა და რეფორმატორის კახა ბენდუქიძის ქალიშვილს ანა ბენდუქიძეს ვაჟი შეეძინა.

ანასტასიამ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაცია თავად გაავრცელა.

 „6 წლის განმავლობაში, 13 ნოემბერი კალენდარში ყველაზე საშინელი დღე იყო ჩემთვის. ეს იყო დღე, როდესაც კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა და მე სამუდამოდ დავკარგე ჩემი გულის ნაწილი. ბედის ირონია, ეს მაშინ გავიფიქრე, როდესაც ექიმმა შვილის დაბადების თარიღად 13 ნოემბერი დამისახელა. ჩემმა ბიჭმა გადაწყვიტა 3,5 საათით ადრე მოვლინებოდა სამყაროს. ასე რომ, 2020 წლის 12 ნოემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე, ალექსანდრე მხეიძე დაიბადა – წონა 3,7 კგ და სიგრძე 51 სმ. ჩემი პატარა თავს კარგად გრძნობს“, – დაწერა ანასტასიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე. 

  

2014 წლის 13 ნოემბერს ჩემი გულის ნაწილი დავკარგე, მაგრამ 6 წლის შემდეგ, ჩემი გული აივსო სიყვარულითა და სიხარულით. დარწმუნებული ვარ, კახა თვალყურს გვადევნებს და შვილიშვილს უღიმის”, დასძინა ანასტასიამ.

კახა ბენდუქიძე 2014 წლის 13 ნოემბერს გარდაიცვალა ლონდონში. ადგილობრივი ექსპერტიზის მონაცემებით, 58 წლის მეწარმის გარდაცვალების მიზეზად გულის უკმარისობა იქცა.  

კახა ბენდუქიძის ქალიშვილის არსებობის თაობაზე მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც ანასტასია გონჩაროვა დაკრძალვაზე ჩამოფრინდა. მაშინ გაირკვა ისიც, რომ მათ ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა ამას არ აფიშირებდნენ. ანასტასია გონჩაროვა 1990 წლის 1 ნოემბერსაა დაბადებული. 

2015 წელს ანასტასიამ კახა ბენდუქიძის მიერ დაარსებული „ცოდნის ფონდის“ ნახევარი წილის მართვის უფლება მიიღო. ეს უფლება იმ პროექტების დაფინანსების საშუალებას იძლევა, რომელთაც ბენდუქიძე უმთავრესად თვლიდა — თბილისის თავისუფალი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტები.

112
ალექსანდრა პაიჭაძე

„ვივარჯიშე, სოდიანი წყლის ორთქლით ვისუნთქე“ - ალექსანდრა პაიჭაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

7
(განახლებულია 14:59 30.11.2020)
მოდელი და ცნობილი „ინფლუენსერი“ სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. მოდელ ალექსანდრა პაიჭაძეს კორონავირუსი აქვს. ამის შესახებ პაიჭაძემ „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე რამდენიმე წუთის წინ დაწერა.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

მოდელი და ცნობილი „ინფლუენსერი“ წერს, რომ კვირას დღის მეორე ნახევარში, ყნოსვის შეგრძნების დაკარგვით მიხვდა, რომ შესაძლოა კორონავირუსი ჰქონოდა და სწრაფი ანტიგენ ტესტი გაიკეთე, რაზეც დადებითი პასუხი ერთ საათი მიიღო.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

„ოთხშაბათის მერე, ვისთანაც მქონდა კონტაქტი და შეხვედრა, გადაემოწმეთ, თავს მოუფრთხილდით.
მთავარია ენერგიულად ვიყო. დღეს დილიდან ვივარჯიშე, სოდიანი წყლის ორთქლით ვისუნთქე, ვიტამინებს ვსვამ, ოთახს ვალაგებ, კომედიური ჟანრის ფილმს ვუყურებ. დიდი არაფერი შეცვლილა, უბრალოდ მიკითხვის მაგივრად, ყველაფერი მომაკითხავს სახლში. დაბადების დღესაც აქ შევხვდები. ვაჰ, არადა მაგარი გეგმები მქონდა“, - წერს მოდელი და სოციალური ქსელის მომხმარებლებს მოუწოდებს სასარგებლო რჩევები მისცენ.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

ბევრი წამყვანი რესტორანი, კლუბი თუ ცნობილი მაღაზია ალექსანდრას მიმზიდველობას და პაპულარობას ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად იყენებს. ახალგაზრდა მოდელი, თავის მხრივ, საკუთარ გვერდს უფრო და უფრო მიმზიდველს ხდის, არა მხოლოდ ფოტოებით, არამედ სურათის აღწერით.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

29 წლის მოდელი დიდი პოპულარულობით სარგებლობს. მას ტელეეკრანებიდან იცნობენ. ალექსანდრა რამდენიმე არხზე დილის გადაცემებში სპორტული ილეთებით დატვირთულ ვარჯიშებს ქალბატონებს უზიარებდა. საკუთარ გამოცდილებას სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს. მის ყველა ფოტოს ლოგიკური და საკმაოდ ვრცელი ტექსტები მრავალფეროვან თემებზე ახლავს.

7
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ამირან გამყრელიძე

„ეს პიკია" გამყრელიძე ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებაზე

14
(განახლებულია 15:04 30.11.2020)
გამყრელიძის განცხადებით, არავინ უარყოფს, რომ ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, თუმცა, სიტუაცია მართვადია

თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. საქართველო კორონავირუსის მეორე ტალღის პიკში იმყოფება – ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი სამი–ოთხი ათასი შემთხვევაა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

გამყრელიძის განმარტებით, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება პიკი, ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის იმაზე, თუ როგორ დაიცავს მოსახლეობა დაწესებულ რეგულაციებს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეიძლება ინფიცირების შემთხვევები ცოტათი კიდევ გაიზარდოს, თუმცა, ჩვენ დაახლოებით ასეთი მაჩვენებლის ფარგლებში დავრჩებით“, – განაცხადა ეპიდემიოლოგმა.

გამყრელიძემ ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარება შეაფასა როგორც რთული, მაგრამ მართვადი.

მსოფლიოს მასშტაბით სტაციონარს გარეთ სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში ერთ–ერთი დაბალია, აღნიშნა მან. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიოს ერთ–ერთ მოწინავე კომპანიასთან უკვე გააფორმა შეთანხმება და პრეპარატი „რემდესივირი“ ქვეყანაში მალე შემოვა.

ამასთან, მედიკოსმა განმარტა, რომ მოცემული პრეპარატი ყოველდღიური მოხმარების არ იქნება და მისი გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით მოხდება.

 „მაღალი რანგის სპეციალისტმა თენგიზ ცერცვაძემ ეს პრეპარატი საკუთარ თავზე უკვე გამოსცადა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

რაც შეეხება კორონავირუსის ვაქცინას, კონკრეტულად როდის მოხდება მისი საქართველოში შემოტანა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ეს 2021 წლის მარტ–აპრილში მოხდება.

14
თემები:
COVID-19 საქართველოში
დონალდ ტრამპი ეამბორება აშშ-ის სახელმწიფო დროშას

მოსაზრება: ტრამპი ხმაურით წასვლას აპირებს - დაარტყამს თუ არა აშშ ირანს

0
(განახლებულია 15:38 30.11.2020)
დონალდ ტრამპი თანახმაა, გადასცეს ხელისუფლება დემოკრატებს, თუ ამომრჩეველთა კოლეგია ჯო ბაიდენის გამარჯვებას აღიარებს.

გალია იბრაგიმოვა

მაგრამ წასვლის წინ, როგორც მედია ვარაუდობს, მზად არის ომი გამოუცხადოს ირანს. შეტევის მიზეზი ატომური პროგრამა იქნება, რომელიც ქვეყანამ „ბირთვული გარიგების“ ჩაშლის შემდეგ განაახლა. თეირანზე ზეწოლაში ამერიკელებს თელ–ავივის ჩართვაც აქვთ განზრახული. რა გავლენას მოახდენს ეს ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე?   

ტრამპის ჭარბი სიფიცხე

„დონალდ ტრამპს შეუძლია გასცეს ირანზე დარტყმის ბრძანება, ამიტომ ისრაელის თავდაცვის არმია (ცახალი) მზად უნდა იყოს. ისრაელის ხელისუფლებამ უნდა გააცნობიერონ ბაიდენის ინაუგურაციამდე დარჩენილი პერიოდის მნიშვნელობა. ამერიკის წარმავალმა ლიდერმა მანამდე არაერთხელ წამოჭრა ნათანზის ურანის გამამდიდრებელი ქარხნის განადგურების საკითხი“, — წერს გამოცემა Axios–ი ისრაელის წყაროებზე დაყრდნობით.

წყაროს თქმით, თეირანზე პრევენციული დარტყმა ტრამპმა მას შემდეგ ჩაიფიქრა, რაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) ირანის ბირთვული პროგრამის განვითარების შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც ისლამურმა რესპუბლიკამ უარი თქვა შეესრულებინა მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმის პირობები, ქვეყანაში მაღალგამდიდრებული ურანის მარაგები გაიზარდა. პრეზიდენტის აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ მაიკ პენსმა და მაიკ პომპეომ დაითანხმეს ის, არ ეჩქარა, წერდა გაზეთი The New York Times–ი ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით. ტრამპს აუხსნეს, რომ ურანზე შეტევა ძალადობის არასაჭირო ესკალაციას გამოიწვევდა.

ამერიკული გეგმების შესახებ დადასტურებული ფაქტები არ არსებიბს. მაგრამ ისრაელში აღიარეს, რომ მიირეს მითითება, მზად იყვნენ შესაძლო ბრძოლისთვის.

პასუხი შეიძლება არა პირდაპირ, არამედ სირიაში, ღაზის სექტორსა თუ ლიბანში არსებული ირანული პროქსი–ჯარების მეშვეობით განხორციელდეს “, — განუმარტეს მათ Axios–ს.

სანამ პოლიტიკოსები შესაძლო ომის თაობაზე ინფორმაციის სანდოობას ამოწმებდნენ, ირანში ფიზიკოსი მოჰსენ ფაჰრიზადე მოკლეს. დასავლურმა სპეცსამსახურები მას „ირანული ბომბის მამად“ მოიხსენიებდნენ. მიიჩნეოდა, რომ სწორედ ის ხელმძღვანელობდა ირანის ბირთულ პროგრამას. თეირანმა მკვლელობაში მაშინვე ისრაელი დაადანაშაულა და შურისძიების პირობა დადო. ბენიამინ ნათანიაჰუმ ირანელების განცხადება უყურადღებოდა დატოვა.

ომისწინა საზრუნავი

ირანზე შეტევის მუქარის შესახებ ინფორმაცია შეიძლება შეუმჩნეველი დარჩენილიყო, რომ არა წინმსწრები მოვლენები. ამ დღეებში აშშ–მა ახლო აღმოსავლეთში სტრატეგოიული ბომბდამშენი B-52H Stratofortress–ები გადაისროლა. ამერიკული შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ სამხედრო თვითმფრინავები რეგიონში „აგრესიის შესაკავებლად და მოკავშირეთა დასახმარებლად ჩაფრინდნენ).

ვაშინგტონს არ განუმარტავს, რამდენი ბომბდამშენი გაუშვა და რომელ ქვეყანაშია ისინი დისლოცირებული. გაჩნდა ვერსიები, რომ გამანადგურებლები ახლა ინდოეთის ოკეანეში მდებარე, ბრიტანეთის კუთვნილ კუნძულ დიეგო–გარსიას ბაზაზე არიან განთავსებული — ისევე, როგორც გასულ ზამთარს.

მაშინ იქ ექვსი ბომბდამშენი იყო განთავსებული ირანთან ომის შემთხვევისთვის. შეიარაღებული დაპირისპირების საბაბი არსებობდა — ამერიკელების მიერ გენერალ ქასემ სულეიმანის მკვლელობა. თეირანმა მაშინაც დადო შურისძიების პირობა.

ერთი წლის განმავლობაში რეგიონში ამერიკულ ობიექტებზე თავდასხმები ხდებოდა, მაგრამ პირისპირ შეტაკებებს ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, ამერიკელებმა სამხედროების გაყვანა დაიწყეს. ამან ირანთან მოსაზღვრე ქვეყნების შფოთვა გამოიწვია, რომელთა თქმითაც, აშშ–ის კონტინგენტი ერთგვარი ბუფერი და თეირანის შემაკავებელი იყო.

საიდუმლო და ხილული მოლაპარაკებები

ახლო აღმოსავლეთში ირანის მზარდი ავტორიტეტი ყველაზე მეტად ისრაელს აშფოთებს. ზამთარში ირან–აშშ–ის ესკალაციის შემდეგ ტელ–ავივმა განგაშის ზარებს შემოჰკრა. პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ ივარაუდა, რომ თეირანი მარტო ამერიკელებზე კი არა, ებრაულ სახელმწიფოზეც აპირებდა შურისძიებას. ამიტომაც განაცხადა, რომ ისრაელი დასწრებაზე იმოქმედებდა.

ახლოაღმოსავლურ საქმეებში ირანის შეკავებას სპარსეთი ყურის მონარქიების ცდილობენ. ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ირანმა რეგიონული ლიდერის როლის მიტაცება სცადა. არაბები შეშფოდნენ. აიათოლების შიიტური რეჟიმი მიუღებელია მათი სუნიტური ტრადიციებისთვის.

რეგიონში ირანის როლის გაძლიერების თავიდან ასარიდებლად არაბულმა მონარქიებმა ორი ათასიანების შუა წლებში ისრაელთა არაფორმალური მოლაპარაკებები დაიწყეს. და მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებაში პალესტინის მოუგვარებელი საკითხი უშლიდათ ხელს, მხარეები თეირანის წინააღმდეგ ნაბიჯების კოოპერირებაზე შეთანხმდნენ.

დამკვირვებლების აზრით, ფარული ურთიერთქმედებების არსებობაზე მეტყველებდა, მაგალითად, იორდანიის, საუდს არაბეთის, ბაჰრეინისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების მზადყოფნა, გაეხსნათ საჰაერო სივრცე  ისრაელის ავიაციისთვის.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობამ და მისმა ანტიირანულმა განწყობამ არაბულ–ისრაელური კავშირები განამტკიცა. ხელისუფლებაში მოსულმა აშშ–ის 45–ე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახლოაღმოსავლურ პრობლემებს „საუკუნის გარიგების“ მეშვეობით გადაჭრიდა. ეს პალესტიმური საკითხის გადაჭრას მოიაზრებდა პრინციპით „ორი სახელმწიფო ორი ხალხისთვის“ — ისრაელის პარალელურად მსოფლიო რუკაზე პალესტინა უნდა გაჩენილიყო.

ინიციატივას არაბულ სამყაროში მხარი არ დაუჭირეს. მაგრამ სპარსეთის ყურის მონარქიების აღიარებით, მან ხელი შეუწყო „ახლო აღმოსავლეთის გადატვირთვას“. სექტემბერში ისრაელმა, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა, ამერიკელების შუამავლობით, ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს. ამასთან არავინ მალავდა, რომ ქვეყნების ურთიერთქმედებას ტაქტიკური ანტიირანული ხასიათი ჰქონდა.

საუდის არაბეთი, რომელსაც თავი არაბული სამყაროს ლიდერად მიაჩნია, ისრაელისგან განდგომილად იდგა. ქვეყნების არაფორმალური კონტაქტების შესახებ ყველამ იცოდა, მაგრამ უმაღლეს დონეზე დიალოგის დაშვება არავის შეეძლო. ერ–რიადი ტრადიციულად აცხადებდა: პალესტიის პრობლემის გადაჭრამდე თელ–ავივთან არანაირ შეთნხმებაზე საუბარიც არ იქნებაო. მაგრამ ეს სტერეოტიპიც დაიმსხვრა.

ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ნეთანიაჰი ფარულად ეწვია საუდის არაბეთის ქალაქ ნეომს და მოლაპარაკებები გამართა ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან. ეს ამბავი სენსაციად იქცა. იყო ვერსიები, რომ მოლაპარაკებების ცენტრალური თემა ირანული გავლენა იყო.

ერ–რიადი ტავიდან უარყოფდა შემდგარ დიალოგს, მაგრამ თელ–ავივის პოზიციამ, რომელიც უარს ამბობდა ყველანაირ კომენტარზე, დაარწმუნა ქვეყნების უმრავლესობა, რომ შეხვედრა ნამდვილად შედგა. ყურადღება მიაქციეს იმასაც, რომ მოლაპარაკებები აშშ–ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ახლო აღმოსავლური ტურნეს კვლადაკვალ მოხდა. პომპეომ კიდევ ერთხელ სცადა რეგიონის სახელმწიფოების შერიგება და ირანის სერიოზულ საფრთხეებზე ილაპარაკა.

„ჩემ შემდეგ ალიანსი დარჩება“

„ისრაელს არ სურს ირანთან პირდაპირი სამხედრო შეტაკება. მაგრამ ფარული კონფრონტაცია ყველა ფრონტზე არსებობს. ისლამური სახელმწიფო აძლიერებს თავის ყოფნას ისრაელის საზღვრების პერიმეტრზე. კიდევ ერთი მეზობელი — ლიბანი — ფაქტობრივად ირანის ვასალია. თეირანი სერიოზულ გავლენას ახდენს ღაზის სექტორზეც, აფინანსებს „ჰამასს“. ირანი პრაქტიკულად ისრაელის ყველა მიჯნასთან დგას“, —  აცხადებს ქსენია სვეტლოვა, ქნესეთის ყოფილი დეპუტატი და საერთაშორისო საკითხთა ექსპერტი.

ნათანიაჰუს იდუმალ ვიზიტს საუდის არაბეთში ის აშშ–ში ხელისუფლების მოსალოდნელი ცვლის კონტექსტში აფასებს.

„ახლოა აღმოსავლეთთან ურთიერთობებს ამერიკის ყოველი ახალი ადმინისტრაცია აკორექტირებს. გამორიცხული არ არის, რომ ნათანიაჰუსა და ბენ სალმანს იმაზე ემსჯელათ, თუ როგორ შეინარჩუნონ მოქმედებათ კოორდინაცია ირანის მიმართ ბაიდენის შემთხვევაში. თუმცა არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი–დემოკრატი მსგავსი კონტაქტების წინააღმდეგი იქნება. ბარაკ ობამას დროიდან, ამერიკელებმა რეგიონიდან გასვლაზე აიღეს კურსი. თავის შემდეგ, როგორც მინიმუმი, არაბულ–ებრაული ალიანსის დატოვება, რომელიც ირანს წინააღმდეგობას გაუწევს — ეს აშშ–ის ინტერესებშია“, — მიაჩნია სვეტლოვას.

ტრამპის შეცდომების აღიარება

ანალიტიკოსი ადლან მარგოევი დარწმუნებულია, რომ ირანმა იცის არაბულ–ებრაული ურთიერთქმედებების შესახებ. ექსპერტის თქმით, თეირანში არაბეთის ქვეყნების „სიონისტურ რეჟიმთან“ ურთიერთობების დამყარებას „პალესტინის ღალატად“ მიიჩნევენ. აკრიტიკებენ რა საუდის არაბეთის, გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის ისრაელთან კონტაქტებს, ირანის ხელისუფლება მაინც არ არის დაინტერესებული დაპირისპირების გამწვავებით.

მარგოევის აზრით, თეირანს ანტიირანული რიტორიკის შესუსტების იმედი აქვს აშშ–ის ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ.

„ირანის ხელისუფლება მოუწოდებს ბაიდენს, აღიაროს ტრამპის შეცდომები და აღადგინოს „მოქმედების ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა“ექსპერტთა დონეზე დემოკრატები ამაზე უკვე მსჯელობენ. მაგრამ პრაქტიკაზე ყველაფერი ასე მარტივად არ არის. მოქმედებათ თანმიმდევრობის განსაზღვრაც კი რთულია. მაგალითად, ირანი სანქციების გაუქმებას მოითხოვს. მაგრამ ასეთ შემთხვევაში უნდა დაადასტურის, რომ თეირანი „გეგმის“ პირობებს იცავს. ისლამური რესპუბლიკა კი განმარტავს, რომ ბირთვული გარიგება დღეს სრული მოცულობით არ სრულდება იმის გამო, რომ ამერიკელები იქიდან პირველები გავიდნენ. როგორ შეიძლება დაუბრუნდნენ „გეგმას“ ისე, რომ მექანიზმმა პარალელურად იმუშაოს — ღიად რცება“, — მიაჩნია ექსპერტს.

ის აღიარებს, რომ  ბაიდენს გაუჭირდება ხელის ერთი დაკვრით გააუქმოს ტრამპის ანტიირანული გადაწყვეტილებები, თუმცა მიაჩნია, რომ სამხედრო კონფლიქტისთვის თავის არიდება შესაძლებელი იქნება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

0