Air France

ევროკომისიამ პანდემიის წინააღმდეგ დაწესებულ აკრძალვებს არაეფექტური უწოდა

66
(განახლებულია 22:49 13.11.2020)
ევროკომისიამ მაისში ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ახალი კორონავირუსის გამო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვების შენარჩუნების ნება მისცა, თუმცა არ გეგმავს, ამ ნებართვის გაგრძელების რეკომენდაცია გასცეს

 

თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. ევროკომისია კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ფრენებზე დაწესებულ შეზღუდვებს არაეფექტურად მიიჩნევს, იუწყება РИА Новости.

 „პანდემიის შესაკავებლად ფრენებზე დაწესებულ აკრძალვებს ეფექტურად არ მივიჩნევთ“, - განცხადებაში მოყვანილია ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარ ადინ ვალეანის სიტყვები. 

ევროკომისიამ მაისში ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ახალი კორონავირუსის გამო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვების შენარჩუნების ნება მისცა, თუმცა არ გეგმავს, ამ ნებართვის გაგრძელების რეკომენდაცია გასცეს, რადგან უსაფრთხოების სანიტარული ზომები ფრენებისას უფრო ეფექტური აღმოჩნდა ვირუსის გავრცელების გასაკონტროლებლად, აღნიშნულია პრეს–რელიზში.

ამასთან, ევროკომისია იძლევა რეკომენდაციას, შენარჩუნდეს დროებითი ნებართვა ლიცენზიის გაგრძელებაზე იმ ავიაკომპანიებისთვის, რომელთაც ფინანსური სირთულეები აქვთ. გაზაფხულზე დაწესებული ამ შეზღუდვის მოქმედების ვადა 2020 წლის 31 დეკემბერს იწურება. ევროკომისია მისი ერთი წლით გაგრძელების რეკომენდაციით გამოდის.

ევროკომისიამ რეკომენდაციები განსახილველად ევროკავშირის ქვეყნების საბჭოსა და ევროპარლამენტს წარუდგინა.

66
გაეროს შტაბ–ბინა

სოფო კილაძე გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრი გახდა

6
(განახლებულია 11:46 25.11.2020)
ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრი საქართველოს წარმომადგენელი პირველად გახდა. 24 ნოემბერს, ნიუ იორკში ჩატარებულ არჩევნებში სოფო კილაძემ 125 ხმა მიიღო.

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. სოფო კილაძე გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს, ამის შესახებ ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის დეპუტატმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ბავშვებზე ზრუნვა საქართველოში მრავალმხრივი გახდება>>

ბავშვთა უფლებების კომიტეტში 18 დამოუკიდებელი ექსპერტი შედის - მაღალი მორალური თვისებების და ადამიანთა უფლებების სფეროში აღიარებული კომპეტენციის მქონე პირები, რომლებიც მონიტორინგს უწევენ გაეროს წევრი სახელმწიფოების მიერ ბავშვის უფლებათა კონვენციის იმპლემენტაციას ეროვნულ დონეზე.

„გუშინ ჩვენმა სამშობლომ, საქართველომ დიდი გამარჯვება მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე. წილად მერგო პატივი, ჩემი კანდიდატურისთვის მსოფლიოს 125 ქვეყანას გამოეცხადებინა ნდობა გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის წევრობაზე“, - დაწერა სოფო კილაძემ თავის Facebook–გვერდზე.

მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ქვეყანას, საელჩოსა და მისიას, რომლებმაც საქართველოს საშუალება მისცა, პირველად იყოს წარმოდგენილი ამ უმნიშვნელოვანეს კომიტეტში.

საქართველოში 1 სექტემბრიდან ბავშვის უფლებათა კოდექსი ამოქმედდა>>

მისი თქმით, ამ გამარჯვების უკან საგარეო საქმეთა სამინისტროს და ქართველი დიპლომატების ტიტანური შრომა დევს. ისინი განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ.

„ვიმუშავებ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ქვეყნებთან, სამოქალაქო სექტორთან იმისათვის, რომ რომ ბავშვებს უკეთესი მომავალი ჰქონდეთ და ეს დიდი ნდობა გავამართლო“, - წერს კილაძე,

გაეროში კომიტეტის წევრების არჩევნები  24 ნოემბერს ნიუ იორკში კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.  სოფო კილაძე კომიტეტეტის წევრი 2021-2024 წლებში იქნება.

6
პაატა იმნაძე

იმნაძე: რეალურად COVID-19–ის 10 ათასამდე შემთხვევა გვაქვს ყოველდღიურად

21
(განახლებულია 11:56 25.11.2020)
კორონავირუსით ინფიცირების ოფიციალური სტატისტიკა ქვეყანაში არსებულ რეალურ სურათს არ ასახავს, მიიჩნევს ეპიდემიოლოგი

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. სინამდვილეში, საქართველოში ერთ დღეში კორონავირუსით ათი ათასამდე მოქალაქე ინფიცირდება და არა სამი–ოთხი ათასი, როგორც ეს სტატისტიკურ მონაცემებშია ასახული, განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი2"–ის ეთერში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ.

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

„ჩვენი გათვლებით, ახლა 10 ათასამდე მაინც არის დღეში ახალი ავადმყოფი საქართველოს მასშტაბით. ეს არის ის, რაც რეალურად ხდება ახლა, უბრალოდ, ეს ადამიანები არიან ის უსიმპტომოები, ძალიან მსუბუქები, რომლებიც არ მიდიან, რომ გაიტესტონ, ან სისტემაში მოხვდნენ", – განაცხადა იმნაძემ.

ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, რომ მთავრობის დამოკიდებულება არ უნდა იყოს ასეთი ლიბერალური, შეზღუდვები უფრო მკაცრი უნდა იყოს.

„ამას ყველაფერს მე ზაფხულშიც ვამბობდი,რომ ეს მოხდებოდა. შეახსენეთ მოსახლეობას, რომ მე ჩემს სიტყვებზე პასუხისმგებელი ვიყავი გაზაფხულზეც, ზაფხულშიც და ახლაც. ალბათ საჭირო იყო მეტი შეზღუდვები", – განაცხადა იმნაძემ.

სპეციალისტები ფიქრობდნენ, რომ მოსახლეობა გაგებით შეხვდებოდა ამ პრობლემას და გაითავისებდა, დაუჯერებდა სპეციალისტებს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, აღნიშნა მან.

„დიახ, მეტი სიმკაცრე უნდა ყოფილიყო, გეთანხმებით", – განაცხადა იმნაძემ.

მან აღნიშნა, რომ ყველა დიდი შეკრება, იქნება ეს ეკლესიაში, აქციაზე, რესტორანში ან სადმე სხვაგან, შეიძლება ინფექციის მასშტაბური გავრცელების წყარო გახდეს.

დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 114 889 ადამიანი, გარდაიცვალა 1 085.

„ეს იყო შეცდომა" – ჯანდაცვის მინისტრი მთავრობის ლიბერალურ პოლიტიკაზე>>

სექტემბრის დასაწყისიდან, როდესაც ქვეყანაში საკურორტო სეზონი დამთავრდა, ქვეყანაში ინფიცირების ბუმი მოხდა – ახალი შემთხვევების დღიური ზრდა ბოლო დროს უკვე 3–4 ათასია.

21
თემები:
COVID-19 საქართველოში