ადამიანები პიბადეებით

დღის სტატისტიკა: სად დაფიქსირდა კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა

61
(განახლებულია 14:29 13.11.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3473-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 73154-ს მიაღწია.

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3 473 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1 493 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონი, შემდეგ კი აჭარაა.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 513, აჭარა – 448, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 287, ქვემო ქართლი – 190, შიდა ქართლი – 175, მცხეთა-მთიანეთი – 119, კახეთი – 98, სამცხე-ჯავახეთი – 70, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 37 ადამიანი: თბილისში - 13, აჭარაში - 10, იმერეთში - რვა, ქვემო ქართლში - სამი, კახეთში - ერთი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 636 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 16 981 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4 957 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 2 420, იმერეთში - 963, აჭარაში - 789.

633 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 357 პირი, მათ შორის, თბილისში - 191, აჭარაში - 101, იმერეთში - 33. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 3 413 ადამიანი, მათ შორის, 1 583 - აჭარაში, თბილისში - 1 272, იმერეთში - 292. 8 611 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 2 447 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 358, აჭარაში-1 266, ხოლო იმერეთში - 39.

თვითიზოლაციაში იმყოფება 41 958 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 6 709 პირი, აჭარაში - 17 568, იმერეთში - 4 629.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა>>

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 73154-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

61
თემები:
COVID-19 საქართველოში (2480)
აქცია

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

9
(განახლებულია 11:03 24.11.2020)
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 92.215 ადამიანი, გარდაიცვალა – 1.051, კარანტინის რეჟიმშია 2.102, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.192 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.739 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.128-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 111.818-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 92.215 ადამიანი, გარდაიცვალა – 1.051, კარანტინის რეჟიმშია 2.102, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.192 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.739 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

9
თემები:
COVID-19 საქართველოში (2480)
ლევან რატიანი

ლევან რატიანი: უნდა გავერთიანდეთ რომ გადარჩენა შევძლოთ

29
(განახლებულია 09:44 24.11.2020)
ეპიდსიტუაციის უკიდურესად დამძიმების გამო ქვეყანა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების მოლოდინშია – ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ხელისუფლებას დამატებითი აკრძალვების დაწესებისკენ მოუწოდებენ

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. თუ ერთმანეთის მოვლას და მზრუნველობას დავიწყებთ, კიდევ გვაქვს იმის რესურსი რომ გადავრჩეთ, განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში. 

საქართველოში ყოველდღიურად ფიქსირდება ახალი ანტირეკორდები ინფიცირებულთა რაოდენობისა და ინფიცირებულთა შორის სიკვდილიანობის კუთხით. გასულ დღე-ღამეში პაციენტების რაოდენობა 3958-ით გაიზარდა, გარდაიცვალა 36 ადამიანი.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქართველ ექიმები ღიად საუბრობენ იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის წინაშე აღმოჩნდეს. ისინი ხელისუფლებას ახალი შეზღუდვების დაწესებისკენ, მოქალაქეებს კი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

„ძალიან რთულია, როდესაც პაციენტი შველას გთხოვს და ვერ ეხმარები. იმედია, ყველა ერთად გავერთიანდებით, გვექნება ერთი ლოზუნგი - „ყველა უნდა გადავრჩეთ“! ყველა მხარე ერთად უნდა დაჯდეს და გადაწყვიტონ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანას ნაკლები მსხვერპლი ჰქონდეს.  თუ გავერთიანდებით ქვეყანა გადარჩება“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა მძვინვარებს. ეპიდსიტუაციის უკიდურესად დამძიმების გამო ქვეყანა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების მოლოდინშია.  გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში  ქვეყნის ეკონომიკურ გუნდთან და კლინიკების დირექტორებთან შეხვედრები გაიმართა – განხილვის თემა ქვეყანაში შექმინილი ეპიდვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით წერტილოვანი შეზღუდვების არეალის გაფართოება იყო. მიუხედავად ინფიცირების მაღალი მაჩვენებლისა, საქართველოს მთავრობა სრული „ლოკდაუნის“ გამოცხადებაზე უარს აცხადებს. 

საქართველოს ვიცე–პრემიერის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ვერ გამოაცხადებს სისტემურ ლოკდაუნს, ასეთ შესაძლებლობას გამორიცხავს ეკონომიკური სიტუაცია და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა.

ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია ქვეითად მოსიარულეებისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 108.690-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი 89.170 შეადგინა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

29
თემები:
COVID-19 საქართველოში (2480)