საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა

© AP Photo / Oded Baliltyკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3473-ით გაიზარდა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 55 511 ადამიანი.

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისათვის გარდაცვლილთა რაოდენობაა 636. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3473-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 73154-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 55 511 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 2 447, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 957 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 413 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0