საავადმყოფო „ნიუ ჰოსპიტალსის“ მიმღები

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 33 პაციენტი გარდაიცვალა

55
(განახლებულია 14:53 12.11.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3120-ით გაიზარდა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 52 169 ადამიანი.

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 33 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისათვის გარდაცვლილთა რაოდენობაა 599. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3120-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 69681-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 52 169 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 2 506, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 918 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 311 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

55
თემები:
COVID-19 საქართველოში (2508)
რიკის პარკი

თბილისის გარეუბანში ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდა

6
(განახლებულია 15:01 25.11.2020)
კახა კალაძის განცხადებით, ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნა დღეს არსებულ ეკოლოგიურ პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია.

 

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, თაყაიშვილის ქუჩაზე რვა ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ  დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ქალაქში პარკებისა და სკვერების განახლება დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

„მნიშვნელოვანი საკითხია ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობა, რასაც ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.  ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩვენს ქალაქს ეკოლოგიური კუთხით მდგომარეობის გამოსწორება ყველაზე მეტად სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო საფეხმავლო და ველობილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, ასევე, განათებისა და სარწყავი სისტემები. სკვერში  სხვადასხვა სახეობის 484 ხე და 62 ძირი ბუჩქი დაირგო.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ არსებული რეკრეაციული სივრცის მოწყობა ადგილობრივი მაცხოვრებლების დიდი სურვილი იყო.

„ჩვენ პირობას ვდებთ, რომ თბილისი ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული და მწვანე ქალაქი იქნება განვითარებული ინფრასტრუქტურითა და განახლებული ტრანსპორტით“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ სარეკრეაციო ზონების აღდგენა და კეთილმოწყობა მმართველი გუნდისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ბოლო სამი წლის განმავლობაში დედაქალაქში სხვადასხვა პარკსა და სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სულ ახლახანს თბილისის მერია შეუდგა ორი მასშტაბური პროექტის განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს ვაკის პარკისა და ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის განახლებას.

 

6
თემები:
თბილისის მერია
აკაკი ზოიძე

ზოიძე: აუცილებელია ხელისუფლებამ პრევენციული ზომები სამი მიმართულებით გაატაროს

18
(განახლებულია 14:34 25.11.2020)
ჯანდაცვის სფეროში ექსპერტი ხელისუფლებას ურჩევს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შესაკავებლად უმოკლეს ვადაში გაატაროს ქმედითი ღონისძიებები

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. ინფექციის გავრცელების ტემპს თუ არ შევანელეთ, მძიმე დეკემბერი და სიკვდილიანობის მკვეთრი მატება გველოდება – ქვეყანაში შექმნილ რთულ ეპიდვითარებას ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში ინფიცირების ბუმია – კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა ზრდამ ბოლო დღეებში ოთხი ათასს მიაღწია.

ზოიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით  დღეს მოქმედი შეზღუდვების  გამკაცრება გარდაუვალია. მისი თქმით, რაც არ უნდა ბევრი კლინიკა ჩაერთოს ინფიცირებულთა მართვის პროცესში, სისტემა ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლებს, რადგანაც  პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი არ იქნება საკმარისი.

ზოიძე ხელისუფლებას ინფექციის სწრაფი აღმავალი ტენდენციის შესაჩერებლად ერთდროულად ზომების სამი მიმართულებით გატარებისკენ მოუწოდებს.

„საჭიროა უკვე არსებული რეგულაციების უმკაცრესი შესრულება და მისი გაკონტროლება; ტესტირების შემდგომი გაფართოება და დადასტურებულ ინფიცირებულთა კონტაქტების დროულად მოძიებაში დამატებითი რესურსების (მათ შორის დიგიტალურის) ჩართვა, რათა დროულად მოხდეს ინფიცირებულთა თვითიზოლაცია ან კოვიდ–სასტუმროში გადაყვანა. და ბოლოს – ადამიანების მობილობის დაქვეითება გავრცელების კერებში - დიდ ქალაქებში, რამდენიმე კვირით მაინც“, – დაწერა ზოიძე საკუთარი Facebook–გვერდზე. 

მისი განმარტებით, აუცილებელია ხელისუფლებამ გაატაროს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე დიდი  ეფექტისა და ამავდროულად, სოციალურ-ეკონომიკურად ყველაზე ნაკლები ნეგატიური ეფექტის მქონე ზომები.

ექსპერტის ვარაუდით,  აღნიშნული ზომების გატარების შემთხვევაში,  ქვეყანაში ორ კვირაში  ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება, 20-24 დღეში კი სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაიკლებს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 114 ათასს მიაღწია, გარდაიცვალა 1085 ადამიანი.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულების ქვეყანაში წერილოვანი შეზღუდვები უკვე მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია ქვეითად მოსიარულეებისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება. თუმცა, აღნიშნულ შეზღუდვებს ეპიდვითარების გაუმჯობესებაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება არ მოუხდენია.


18
თემები:
COVID-19 საქართველოში (2508)