COVID-19 საქართველოში: ინფიცირებულთა რაოდენობა 70 ათასს მიუახლოვდა

© Pixabay / DarkoStojanovicსამედიცინო კვლევა
სამედიცინო კვლევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 52 169 ადამიანი, გარდაიცვალა – 599, კარანტინის რეჟიმშია 2 506, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 918 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 311 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3120-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 69681-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 52 169 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2 358), გარდაიცვალა – 599, კარანტინის რეჟიმშია 2 506, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 918 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 311 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0