გვანცა დარასელია

გვანცა დარასელიას ტელეფონი უყურადღებოდ დარჩა და ნახეთ რა „სთორი“ დაუდეს ვიდეო

11840
(განახლებულია 15:49 12.11.2020)
ცნობილ ტელეწამყვანს გვანცა დარასელიას „ინსტაგრამის“ „სთორიში“ უჩვეულო ვიდეო დაუდეს, ნახეთ ვინაა ვიდეოს ავტორი.

ტელეწამყვან გვანცა დარასელიას ორი უსაყვარლესი შვილი ჰყავს: უფროსი ერეკლე და უმცროსი – ლილე, რომელიც გვანცამ ქვეყნად მეუღლის ვახო მჭედლიძის დაბადების დღეზე მოავლინა. ჟურნალისტი დიდ დროს უთმობს შვილებთან ურთიერთობას და სოციალურ ქსელშიც ხშირად აქვეყნებს მათ ფოტოებსა, თუ ვიდეოებს.

როგორც ჩანს, უმცროსმა გოგონამ დედის უყურადღებოდ დატოვებული ტელეფონით ისარგებლა და ჩუმად „სთორი“ დადო. ვიდეოში ლილე სოციალური ქსელის მომხმარებლებს მიმართავს და ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ იბანავა, ახლა თმა უნდა გაიშროს და დაიძინოს. როგორც ჩანს, მოგვიანებით გვანცამ ახალი „სთორი“ შეამჩნია და „ინსტაგრამის“ მომხმარებლებს დაუწერა, რომ წინა ამბავი მისმა გოგონამ ჩუმად დადო.

View this post on Instagram

Husby♥️

A post shared by Gvantsa Daraselia (@gvantsa_daraselia) on

გვანცა დარასელიას სიყვარულის ისტორია 2011 წლიდან იწყება. ცნობილ ტელეწამყვანს სიყვარულის დამალვა დიდხანს არ გამოუვიდა. მალე გაირკვა, რომ მისი რჩეული ყოფილი მორაგბე ვახო მჭედლიძე იყო. წყვილმა ერთმანეთი ერთ-ერთ საღამოზე გაიცნო, სადაც გვანცამ იმღერა.

View this post on Instagram

ოჯახი შინ😍 soon in @magazineshin 🏠

A post shared by Gvantsa Daraselia (@gvantsa_daraselia) on

უმშვენიერეს ოჯახს მეგობრული ურთიერთობა აქვს და პატარა და-ძმას მშობლები სწორედ ამას ასწავლიან. გვანცას მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე კარგად ჩანს, რომ ერეკლე და ლილე ისე მეგობრობენ, როგორც გვანცა და მისი ძმა. პატარა ლილეს მოდური ჩაცმულობა ძალიან უყვარს.

11840
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2382)
თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა

47
(განახლებულია 16:41 28.11.2020)
კლინიკის გენერალურ დირექტორს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა, 19 ნოემბერს კი გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდა.

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა. ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

კლინიკის ცნობით, თენგიზ ცერცვაძის მდგომარეობა სტაბილურია, ის თავს კარგად გრძნობს და მადლობას უხდის ყველას, ვინც მის მიმართ ყურადღება გამოხატა.

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი მიმდინარე წლის 17 ნოემბერს დაუდასტურდა. საწყის ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი გახლდათ.

ორი დღის შემდეგ კი მას სიცხემ აუწია და ფილტვებზე პნევმონია დაუდგინდა. თენგიზ ცერცვაძის ჰოსპიტალიზაცია ასევე განაპირობა იმან, რომ ის მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებოდა.

შეგახსენებთ, თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ, რომელსაც მრავალი წელია თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს, კოვიდ–ინფიცირებული პაციენტების მიღება ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4 472-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 127 942-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

47
თემები:
COVID-19 საქართველოში
ბინის გასაღები

სტიქიის შედეგად დაზარალებულ გოგონას აჭარის მთავრობამ ბინა გადასცა

46
2 ოქტომბერს გოგონას სახლი მშობლებთან და ძმასთან ერთად მრავალტონიანმა მეწყერმა ჩაიტანა. მათი ცხედრების პოვნა მაშველებმა მხოლოდ მეორე დღეს შეძლეს.

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. გოგონას, რომელსაც ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად ოჯახი დაეღუპა, აჭარის მთავრობამ საჩუქრად საცხოვრებელი ბინა გადასცა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მე-6 კლასელ თიკა თედორაძეს ბინა ბათუმში, ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში გადაეცა. ის ასევე ბინის რემონტისა და კეთილმოწყობისთვის ფინანსურ დახმარებას მიიღებს.

თიკა თედორაძეს ასევე ყოველთვიურად ფონდ „გურიის დღიურებისგან“ სტიპენდია დაენიშნა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეწყერი 2 ოქტომბრის ღამით ჩამოწვა.

ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჯოჭოში ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ორი ავტომობილის მგზავრი იყო, სამი – ერთი ოჯახის წევრი – გოგონას მშობლები და 16 წლის ძმა. თავად გოგონა კი ამ დროს ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა.

46
ოპოზიციის აქცია 14.11. 2020

ოპოზიციამ ახალი მოწვევის პარლამენტის ბოიკოტი კიდევ ერთხელ დაადასტურა

0
(განახლებულია 17:46 28.11.2020)
ოპოზიციის მიერ ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტი, რომელშიც უმრავლესობით „ქართული ოცნების“ დეპუტატები იქნებიან წარმოდგენილი, მუშაობის დაწყებას და კანონების მიღებას მაინც შეძლებს

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საკანონმდებლო ორგანოში გასული ოპოზიციური პარტიები მისი სხდომის პირველ დღეს ხელს მოაწერენ ოფიციალურ განცხადებას პარლამენტის ბოიკოტის შეს ხებ და თავის საპარტიო სიებს გაიწვევენ, განაცხადა პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს პარლამენტში 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად გავიდა რვა ოპოზიციურო პარტია და ბლოკი. ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, მიიჩნევენ, რომ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა, და განაცხადეს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

„პარლამენტში ვინც შევიდა, ის დეპუტატები ხელს მოაწერენ, რომ უარს ამბობენ შესვლაზე, პარტიები ჩახსნიან რეგისტრაციას, რომ პარტიების ჩანაცვლება არ მოხდება და მესამე - ყველა მოაწერს ხელს, რომ ვითხოვთ ახალ არჩევნებს და ოპოზიცია ამაში არის ერთიანი", - განაცხადა ბაქრაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ყველა დოკუმენტის ხელმოწერა არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისა და ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამოცხადების შემდეგ მოხდება.

ოპოზიციაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პარლამენტის პირველი სხდომის დღეს დაანონსებული ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია აღარ გაიმართება.

„ჩვენ განვიხილავთ პროტესტის სხვადასხვა ფორმებს, სავარაუდოდ ის სიმბოლური იქნება“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, მმართველ პარტიაში ოპოზიციის ბოიკოტის არ სჯერათ. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გამოთქვა იმედი, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი მაინც შევა პარლამენტში.

უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, რომელიც საქართველოში აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების ორგანიზებით იმართება. ამ მომენტისთვის მოლაპარაკებების შედეგად ცნობილია, რომ ოპოზიცია ახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს, „ქართული ოცნება“ ამის კატეგორიული წინააღმდეგია და ამას ერთადერთ შეუსრულებელ მოთხოვნას უწოდებს.

ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებმა პოზიციების დასაახლოებლად ოპოზიციის ლიდერებთან უკვე რამდენიმე შეხვედრა გამართეს, თუმცა ახალი რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ცესკომ უახლოეს დროს არჩევნების მეორე ტურის არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამოს, შემდეგ კი 20 დღის განმავლობაში პარლამენტის პირველი სხდომა დაინიშნება. ოპოზიციის მიერ ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტი, რომელშიც „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, მუშაობის დაწყებას და კანონების მიღებას მაინც შეძლებს.

0
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს