თენგიზ ცერცვაძე

ცერცვაძე: ბევრს არ სჯერა კორონავირუსის არსებობის, ეს მათთვის სასიკვდილოა

145
იმუნოლოგი აფრთხილებს მოსახლეობას, კორონავირუსის ნებისმიერი სიმპტომის არსებობის შემთხვევაში მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. ნებისმიერი რესპირაციული სიმპტომის შემთხვევაში ადამიანმა ექიმს უნდა მიმართოს, თვითმკურნალობა დაუშვებელია, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, ზოგჯერ პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებს დაგვიანებით მიმართავენ, რაც ვირუსის გართულების და გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზი ხდება.

„მოსახლეობის ძალიან სერიოზულ სეგმენტს არ სჯერა, რომ კოვიდინფექცია არსებობს, მიაჩნიათ, რომ ეს ვიღაცის გამოგონილია ან რაღაცის მიზნით ხდება ამით მანიპულირება. ვაფრთხილებ, ეს მათთვის სასიკვდილოა. მივმართავ იმ პაციენტებს, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც შეგნებულად არ მიმართა ექიმს და არ ჰქონია მიმართვის მცდელობა. თუ ჰქონდა მცდელობა და ჯანდაცვა ვერ მოემსახურა, ეს ჩვენი პასუხისგებლობაა, მაგრამ როცა არ მიმართავს ექიმს, ვიდრე უკიდურესად არ დამძიმდება და პირდაპირ სარეანიმაციო არ ხდება,  ეს თვითონ მოსახლეობის და პაციენტის პასუხისგებლობაა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

იმუნოლოგი მოუწოდებს მოქალაქეებს, ნებისმიერი რესპირაციული სიმპტომის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ 112-ს ან ოჯახის ექიმს.

„ყველას, ვისაც ექნება რესპირაციული ინფექციის ნებისმიერი სიმპტომი, ცხელება, თუ ცხელების გარეშე, ნუ მიმართავენ თვითმკურნალობას, მეზობლების ან ნაცნობი ექიმების რჩევით მკურნალობას, დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის სამედიცინო სტრუქტურებს“, - ამბობს ცერცვაძე.

მისივე ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში არსებობს სხვა ალტერნატიული ნომრებიც, სადაც მოქალაქეები შეძლებენ დახმარების მიღებას.

„თუ ვერ დაუკავშირდებიან 112-ს, ოჯახის ექიმს, არსებობს ალტერნატიული ნომრები, სპეციალური საიტია შექმნილი, სადაც წერია სხვა ნომრები, როგორ დავუკავშირდეთ სასწრაფო დახმარების ექიმებს, ონლაინ ექიმებს ან უკვე გამოჩნდნენ მოხალისე ექიმები, რომლებიც გვთავაზობენ თავიანთ ნომრებს, რათა დაუკავშირდნენ, იგივე კლინიკის ექიმებს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შექმნილი ეპიდსიტუაციიდან  გამომდინარე „112“-ის სამსახური მუშაობს შეფერხებით, ამიტომ მოქალაქეებმა საჭიროების შემთხვევაში უნდა დარეკონ ალტერნატიულ ნომრებზე: 032 2 411011 — სახანძრო სამაშველო; 032 2 418505 — საპატრულო (თბილისი); 032 2 418502 — საპატრულო (რეგიონი) 595 073527, 595 073838, 595 073876, 595 073805, 595 073723 - სასწრაფო (რეგიონი); 599 842197, 599 842195 — სასწრაფო (თბილისი).

ბოლო ორ თვეში საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. კორონავირუსის პირველი ტალღის დროს – 26 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე – ინფიცირებულთა რაოდენობა მთლიანობაში 1500-ს არ აჭარბებდა. ბოლო დღეების მონაცემებით კი დღიურმა მაჩვენებელმა 3 ათასს მიაღწია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2911-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 66561-ს მიაღწია. გარდაცვლილთა რიცხვმა 566-ს მიაღწია.

 

 

145
თემები:
COVID-19 საქართველოში (2556)
გამვლელები პირბადეებით

პლუს 34: რამდენია გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

12
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4 472-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 127 942-ს მიაღწია.

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1 195-ს მიაღწია, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4 472-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 127 942-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 106 328 ადამიანი (ბოლო 24 საათში - 4058), კარანტინის რეჟიმშია 2 076, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 286 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 844 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

12
თემები:
COVID-19 საქართველოში (2556)
ლაბორატორიაში

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

11
(განახლებულია 11:08 28.11.2020)
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 106 328 ადამიანი (ბოლო 24 საათში - 4058), გარდაიცვალა – 1 195 (ბოლო 24 საათში - 34), კარანტინის რეჟიმშია 2 076, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 286 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 844 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4 472-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 127 942-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 106 328 ადამიანი (ბოლო 24 საათში - 4 058), გარდაიცვალა – 1 195 (ბოლო 24 საათში - 34), კარანტინის რეჟიმშია 2 076, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 286 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 844 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

11
თემები:
COVID-19 საქართველოში (2556)