საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა

საზოგადოებრივი მაუწყებელი: მუქარა უკვე მიუღებელი და შემაშფოთებელია

65
(განახლებულია 20:38 11.11.2020)
„პირველი არხი“ ამტკიცებს, რომ  წინასაარჩევნო პერიოდში თანაბარი და კონსტრუქციული პლატფორმა შექმნა ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, ასევე პირდაპირი ეთერის საშუალებით ინტენსიურად შუქდება საპროტესტო აქციები.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და ევროპის მაუწყებელთა კავშირს კიდევ ერთხელ მიმართავს, დააკვირდნენ პოლიტიკოსების მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში ჩარევის მცდელობას და პრინციპულად შეაფასონ „პირველი არხის“ მიმართ გაკეთებული განცხადებები, ნათქვამია „პირველი არხის“ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სამეურვეო საბჭომ რამდენიმე დღის წინაც მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს და მოუწოდა, ყურადღებით დაკვირვებოდნენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებზე ზემოქმედების, დაშინებისა და მათ საქმიანობაში ჩარევის ფაქტებს.

„პირველი არხი“ წარმოადგენს დამოუკიდებელ ინსტიტუტს, რაც გარანტირებულია კონსტიტუციით. საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის არსიდან გამომდინარე მისი სარედაქციო პოლიტიკა ვერ და არ იქნება მორგებული რომელიმე მხარის დღის წესრიგს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„პირველის არხის“ განცხადებით, ბოლო პერიოდში ზოგიერთი პარტიისა და პოლიტიკოსისგან კვლავ ისმის დაუსაბუთებელი ბრალდებები საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ჟურნალისტების მიმართ და ეს დაუსაბუთებელი განცხადებები უკვე მუქარის სახეს იღებს.

„ეს უკვე შეშფოთების საფუძველსა და მიზეზს გვაძლევს. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვებიც: ცდილობენ თუ არა, ზემოქმედება მოახდინონ და დააშინონ საზოგადოებრივი მაუწყებელი? ჩვენ მივესალმებით კონსტრუქციულ კრიტიკას და მზად ვართ მივიღოთ ის, მაგრამ დაუსაბუთებელი ბრალდება და, მით უმეტეს, მუქარა უკვე მიუღებელი და შემაშფოთებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2020 წლის 31 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში შექმნა თანაბარი და კონსტრუქციული პლატფორმა ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. ასევე, მათი მტკიცებით, პირდაპირი ეთერის საშუალებით ინტენსიურად შუქდება საპროტესტო აქციები, რაც ოპოზიციას შესაძლებლობას აძლევს, პირდაპირ მიაწოდოს საკუთარი გზავნილები საქართველოს მოქალაქეებს.

65
ლევან რატიანი

ლევან რატიანი: უნდა გავერთიანდეთ რომ გადარჩენა შევძლოთ

12
(განახლებულია 09:44 24.11.2020)
ეპიდსიტუაციის უკიდურესად დამძიმების გამო ქვეყანა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების მოლოდინშია – ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ხელისუფლებას დამატებითი აკრძალვების დაწესებისკენ მოუწოდებენ

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. თუ ერთმანეთის მოვლას და მზრუნველობას დავიწყებთ, კიდევ გვაქვს იმის რესურსი რომ გადავრჩეთ, განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში. 

საქართველოში ყოველდღიურად ფიქსირდება ახალი ანტირეკორდები ინფიცირებულთა რაოდენობისა და ინფიცირებულთა შორის სიკვდილიანობის კუთხით. გასულ დღე-ღამეში პაციენტების რაოდენობა 3958-ით გაიზარდა, გარდაიცვალა 36 ადამიანი.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქართველ ექიმები ღიად საუბრობენ იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის წინაშე აღმოჩნდეს. ისინი ხელისუფლებას ახალი შეზღუდვების დაწესებისკენ, მოქალაქეებს კი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

„ძალიან რთულია, როდესაც პაციენტი შველას გთხოვს და ვერ ეხმარები. იმედია, ყველა ერთად გავერთიანდებით, გვექნება ერთი ლოზუნგი - „ყველა უნდა გადავრჩეთ“! ყველა მხარე ერთად უნდა დაჯდეს და გადაწყვიტონ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანას ნაკლები მსხვერპლი ჰქონდეს.  თუ გავერთიანდებით ქვეყანა გადარჩება“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა მძვინვარებს. ეპიდსიტუაციის უკიდურესად დამძიმების გამო ქვეყანა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების მოლოდინშია.  გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში  ქვეყნის ეკონომიკურ გუნდთან და კლინიკების დირექტორებთან შეხვედრები გაიმართა – განხილვის თემა ქვეყანაში შექმინილი ეპიდვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით წერტილოვანი შეზღუდვების არეალის გაფართოება იყო. მიუხედავად ინფიცირების მაღალი მაჩვენებლისა, საქართველოს მთავრობა სრული „ლოკდაუნის“ გამოცხადებაზე უარს აცხადებს. 

საქართველოს ვიცე–პრემიერის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ვერ გამოაცხადებს სისტემურ ლოკდაუნს, ასეთ შესაძლებლობას გამორიცხავს ეკონომიკური სიტუაცია და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა.

ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია ქვეითად მოსიარულეებისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 108.690-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი 89.170 შეადგინა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

12
თემები:
COVID-19 საქართველოში
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 24 ნოემბერს

18
(განახლებულია 14:25 21.11.2020)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 24 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის მეურნეობის, მშვიდობის, უცნობის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, ფაღავას, ალიხანიანის, ხერხეულიძის, ლაგოდეხის, ირბახის, მესხიშვილის, წინანდლის, გონაშვილის, იორის, შავიშვილის და სართიჭალის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურჯაანის, მარტყოფის, ნასაკირალის, ჩუბინიძის, ირბახის, წურწუმიას, მახათას, მთავარანგელოზის, დმანისის, ალადაშვილის, აბულაძის, ერისთავის, ობსერვატორიის, ერევნის, ხივინის, ქურხულის, იზაშვილის, ბადიაურის, კვეზერელის, დედოფლისწყაროს და ახმეტის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის და მარნეულის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის VI კვარტლის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

18
თემები:
თბილისი დღეს
ელიზაბეტ მეორე

დედოფალმა ელიზაბეტმა რუსი ბიზნესმენის ვაჟს ბარონის ტიტული უწყალობა

0
იმის შესახებ, რომ რუსი ბიზნესმენის ვაჟი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი უნდა გამხდარიყო, მიმდინარე წლის ზაფხულში გახდა ცნობილი

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ ბიზნესმენსა და გამომცემელ ევგენი ლებედევს ჰემპტონისა და ციმბირის ბარონის ტიტული მიანიჭა, იუწყება სამთავრობო ბიულეტენი The Gazette.

​„დედოფალი მოხარული იყო, დიდი სახელმწიფო ბეჭდით დამტკიცებული სიგელით მიენიჭებინა გაერთიანებული სამეფოების ბარონის სამუდამო ტიტული ევგენი ლებედევისთვის სახელწოდებით ბარონი ლებედევი ლონდონის ჰემპტონიდან და ციმბირიდან“, — ნათქვამია განცხადებაში.

როგორც მანამდე ბრიტანული მედია წერდა, ლებედევს სურდა, რომ მის ტიტულში აღნიშნული ყოფილიყო სიტყვა „მოსკოველი“, მაგრამ კანონის თანახმად, უცხოური გეოგრაფიული სახელწოდების გამოყენებაზე თანხმობა შესაბამისი ქვეყნის მთავრობამ უნდა გასცეს.

ევგენი ლებედევი ფლობს კომპანია Lebedev Holdings Ltd–ს, რომელიც ბრიტანულ გაზეთებს, Evening Standard–სა და Independent–ს გამოსცემს. მისი სახელი შესულია ბრიტანეთის 36 მუდმივი პერის სიაში.

იმის შესახებ, რომ რუსი ბიზნესმენის, ალექსანდრ ლებედევის ვაჟი ევგენი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატის წევრი გახდებოდა, ივლისის ბოლოს გახდა ცნობილი.

განსხვავებით თემთა პალატისგან, სადაც დეპუტატები არჩევნების გზით ხვდებიან, ლორდთა პალატის წევრებს დედოფალი ნიშნავს პრემიერ–მინისტრის რეკომენდაციით. გარდა ამისა, არსებობს მემკვიდრეობითი ლორდების შედარებით მცირე ჯგუფი.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს