რუსკა ქარქაშაძე

„ნამდვილად შველის“ რატომ გადააქვს ადვილად კორონავირუსი რუსკა ქარქაშაძეს

1105
(განახლებულია 19:42 11.11.2020)
მსახიობი კორონავირუსს უკვე მეექვსე დღეა ებრძვის. ნახეთ რა მეთოდი აღმოაჩინა რუსკა ქარქაშაძემ, რომლის საშუალებითაც მას და მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსი ადვილად გადააქვთ.

მსახიობი რუსკა ქარქაშაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით დაინფიცირდა, „ინსტაგრამზე“ წერს, რომ მასთან ერთად მისი ოჯახის ყველა წევრიც ინფიცირებულია. მსახიობმა პირად გვერდზე ლაივი ჩართო, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის აქტუალურ კითხვებს უპასუხა.

ქარქაშაძე საზოგადოებას მიმართავს და ამბობს, რომ არ დაუჯერონ იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ „კორონავირუსი არ არსებობს“. მისი თქმით, კორონავირუსი მშობლებს და და-ძმას მან გადასდო და უკვე მეექვსე დღეა ვირუსს ებრძვის.

„ჩემი ექი­მის თქმით, შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვად იმი­ტომ გა­და­მაქვს, რომ დღე­ში 5-6 ლიტრ წყალს ვსვამ და ეგ­რე­ვე უკეთ ვხდე­ბი. ნამ­დვი­ლად შვე­ლის და თან ძა­ლი­ან, სა­კუ­თარ თავ­ზე დავ­რწმუნ­დი. არ ვი­ღებ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შა­ქარს, ვი­ღებთ C და D ვი­ტა­მინს, სულ ვმოძ­რა­ობთ, დავ­დი­ვართ, ვა­კე­თებთ სუნ­თქვის ვარ­ჯი­შებს, ბუშ­ტებს ვბე­რავთ, რაც ძა­ლი­ან ავარ­ჯი­შებს ფილ­ტვებს. შე­ე­ცა­დეთ, რომ თავი და­იც­ვათ, მაგ­რამ თუ და­გე­მარ­თათ, მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი შეხ­ვდით და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტი გა­და­ლა­ხეთ, და­სას­რუ­ლი არ არის, კო­რო­ნა თუ და­გე­მარ­თე­ბათ”, – ამ­ბობს რუს­კა.

View this post on Instagram

Hi⭐️ . . . #shooting #tvhost #ruskakarkashadze #actress #colour #instagood #instagram #modeling

A post shared by RUSKA KARKASHADZE/Actress (@ruska.karkashadze) on

რუსკა ქარქაშაძეს მსახიობობა ბავშვობიდან სურდა. პატარაობისას თეატრალურ სტუდიაში შეიყვანეს, შემდეგ ერთ-ერთ რეჟისორს მოეწონა და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მიიწვია. თეატრში რამდენიმე სპექტაკლში თამაშობდა (ერთ-ერთი იყო დებიუტი ნიკა საბაშვილის „1945“-ში, რომელშიც ადოლფ ჰიტლერის შეყვარებულის როლი შეასრულა), ასევე მოკლემეტრაჟიან ფილმებში და „კომედი არხის“ ტელესერიალში „კომედი კიდსი“.

10 წლის ასაკში ითამაშა ფილმში „არარეალური სახლი“. 2016 წელს „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა „ფორმულა კრეატივის“ დრამატული ტელესერიალი „ხელოვნური სუნთქვა“, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის მელანოს როლი შეასრულა. რუსკა მივიდა მსახიობების შერჩევაზე, სადაც მის გარდა 500 გოგონა იყო.

რუსკა ქარქაშაძე მაყურებელმა გაიცნო სწორედ სერიალიდან „ხელოვნური სუნთქვა“. რუსკა ტრავმირებული თინეიჯერის მელანოს როლს ასრულებდა, თუმცა მაშინ უსახსრობის გამო სერიალის გადაღებები შეწყდა. 14 წლის მსახიობი მაყურებელმა ტელეკომპანია „იმედზე“ შოუს „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“ წამყვანადაც იხილა, შემდეგ იყო „ცეკვავენ ვარსკვლავები“.

1105
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2362)
საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლომ კარანტინთან დაკავშირებით სარჩელები წარმოებაში მიიღო

3
(განახლებულია 09:50 25.11.2020)
სასამართლომ სადავო ნორმების შეჩერებაზე უარი განაცხადა – ისინი მოქმედებას საბოლოო ვერდიქტამდე გააგრძელებენ.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ წარმოებაში ერთბაშად სამი სარჩელი მიიღო, რომლებიც ეხება კარანტინში განთავსებას, საზღვრების ჩაკეტვას და პირდაპირი ავიარეისების აკრძალვას, გადაწყვეტილებები „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა კანონში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ და მთავრობას პარლამენტის დამტკიცების გარეშე შეზღუდვების შემოღების უფლება მიანიჭა. 

საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო განიხილოს ამ ცვლილებებისა და მთავრობის იმ დადგენილებების შესაბამისობა კონსტიტუციის ნორმებთან, რომლებიც ამ ცვლილებების საფუძველზე იქნა მიღებული.

კერძოდ, პირველ სარჩელში მოქალაქეები ედუარდ მარიკაშვილი და გიორგი ჩიტიძე  ასაჩივრებენ „საზოგადოებრივი ჯანმრთლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს და მთავრობის დადგენილებას „იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ“ უცხოეთიდან საქართველოში ჩამოსვლისას სავალდებულო კარანტინში განთავსების ნაწილში.

მოსარჩელეების აზრით, აღნიშნული ნორმა, გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლებელს ხდის ადამიანს გადააადგილების თავისუფლება შეუზღუდოს,  აუკრძალოს გარკვეული დროით საკარანტინე სივრცის დატოვება და მნახველების მიღება, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მუხლს ადამიანის თავისუფლების შესახებ, რომელიც კრძალავს ადამიანის თავისუფლების აკრძალვას სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე არაუმეტეს 48 საათისა.

კიდევ ორი სარჩელი ეხება მთავრობის დადგენილებას „იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ“ საზღვრების ჩაკეტვისა და პირდაპირი ავიარეისების განხორციელებაზე აკრძალვის ნაწილში. 

სარჩელში „პაატა დიასამიძე საქართველოს წინააღმდეგ“ საჩივრდება საერთაშორისო რეგულარული რეისების აკრძალვა. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ აღნიშნული აკრძალვა კონსტიტუციის მუხლს არღვევს, რომელშც მითითებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად მყოფ ადამიანს უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე გადააადგილდეს, აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი და გავიდეს ქვეყნიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეზღუდვა საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარეობს.

უფრო მეტიც, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მთავრობას, საგანგებო მდგომარეობის შემოღების გარეშე, მსგავსი შეზღუდვების დაწესების უფლება არ ჰქონდა და ამით „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები დაარღვია, რომელიც კრძალავს შეზღუდვების შემოღებას, რომლებიც არღვევენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებას. 

მსგავსი სარჩელი შეიტანეს მოქალაქეებმა ლიკა საჯაიამ და ედუარდ მარიკაშვილმა, რომლებიც მოითხოვენ პირდაპირ ავიარეისიების განხორციელებაზე აკრძალვის გაუქმებას და მიიჩნევენ, რომ მთავრობამ ის შეზღუდვები შემოიღო, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში პარლამენტს უნდა შემოეღო, რამდენადაც იგი ეხება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას.

მიუხედავად სარჩელების წაროებაში მიღებისა, სასამართლომ უარი განაცხადა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებაზე – ისინი მოქმედებას საბოლოო ვერდიქტამდე გააგრძელებენ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყნის უმაღლესი დამოუკიდებელი სასამართლო ორგანოა, რომელშიც განიხილება მიღებული კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობა. სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება და ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში იგი ძალას კარგავს.

3
ვაშლი

ქართული ვაშლის ექსპორტიდან მოგებამ 2 მლნ დოლარს გადააჭარბა

6
(განახლებულია 22:41 24.11.2020)
საქართველოში წელს ვაშლის უხვი მოსავალი იყო, რომლის დიდი ნაწილი ექსპორტზე რუსეთის ფედერაციაში გავიდა.

 

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ბოლო მონაცემებით საქართველოდან 5045  ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებაც 2,2 მლნ აშშ დოლარია, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 

უწყების ცნობით, 1 აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 12-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 1,9 მლნ აშშ დოლარითაა გაზრდილი.

ქართული ვაშლის ძირითადი ექსპორტიორი რუსეთია, სადაც 4 884 ტონა გავიდა. შემდეგ მოდის ყაზახეთი, სომხეთი, სინგაპური და ჰონკონგი.

წელს საქართველოში ვაშლის უხვი მოსავალი იყო – 120 ათას ტონაზე მეტი. მისი ძირითადი ნაწილი შიდა ქართლის რეგიონზე მოდის.

სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფოს მხარდაჭერით ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები საქართველოს მასშტაბით 1 128 ჰექტარზე გაშენდა.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

პროგრამას „დანერგე მომავალი“ სოფლის განვითარების სააგენტო 2015 წლიდან ახორციელებს. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მათი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

6
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა