რამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა საფრანგეთში

„სწორედ ამას მიგვანიშნებდა პატრიარქი“ რა წინასწარმეტყველება აუხდა ხატია სიჭინავას

1974
(განახლებულია 17:03 11.11.2020)
ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და უჩვეულო ინფორმაციას აქვეყნებს.

ყოფილ ტელეწამყვანს ხატია სიჭინავას კორონავირუსის სირთულის კიდევ არ სჯერა და სოციალურ ქსელში მორიგ სკანდალურ სტატუსს აქვეყნებს. მისი აზრით, მალე მთავრობა იმ ადამიანებს, ვინც პირბადეს არ ატარებს, აიძულებს სოფლებში გადასახლდნენ.

View this post on Instagram

ის ვინც ცხვირპირ აკრული და სახლში გამომწყვდეულია, თავისთავად გახდება მოწყვლადი ნებისმიერი ჰაერში მფრინავი ვირუსისთვის, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანები, იმუნიტეტის წყალობით ვერც ვამჩნევთ და ვერც გვერევა ! ამის შემდეგ ამ იმუნიტეტ დაკარგული ადამიანებისთვის, გარემო სამყაროც და ჩვენც, ჩვეულებრივი ადამიანებიც, მართლა სასიკვდილოდ საშიშები გავხდებით. რადგან ისინი იქნებიან სტერილიზებული იმ სამყაროსთვის , რომელშიც იცხოვრებენ. ისინი იქნებიან სულ უფრო და უფრო ხშირად დაავადებულები და სულ უფრო ხშირი იქნება სიკვდილიანობაც. შესაბამისად ადვილად გაქრება დედამიწიდან სუსტი ადამიანების მილიარდობით წარმომადგენელი 🤷🏼‍♀️ მიუხედავად იმისა, რომ ამას უკვე მსოფლიო მასშტაბით ბევრი ნამდვილი და არა გაყიდული ან არაკომპეტენტური ექიმი ღაღადებს, ბევრს სიამოვნებს ნეგატივით გაჟღენთილი საინფორმაციო ომი, რომელიც მალე გადაიზრდება პოლიციური რეჟიმის ამოქმედებასა და ჯანმრთელი ადამიანების ხელოვნურად დასნებოვნებაში. მათ ვინც ნებაყოფლობით არ მიიღებს პატიმრობის ესეთ სახეს, აიძულებენ დიდი ქალაქები დატოვონ და მიუსვლელ სოფლებში გადასახლდნენ, რადგან სხვანაირად სუფთა ჰაერს ვერ ეღირსებიან. სწორედ ამას მიგვანიშნებდა მიწები გაამაგრეთო პატრიარქმა რომ გაგვაფრთხილა. თუ მალე მოხდება ისე, რომ სოციალურ ქსელთან წვდომა არ მექნება, თქვენ კი რაღაც მომენტში ჩემი სიტყვები გაგახსენდებათ, გილოცავთ ♥️ თქვენ მიხვდით 🙌🏽 გვიან მაგრამ მაინც 😉

A post shared by ᛕꪖꪻꪗꪖ (@katiesihinava) on

ყოფილი ტელეწამყვანი ფიქრობს, რომ ადამიანები, რომლებიც გარეთ პირბადით გადაადგილდებიან და დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებენ, მალე იმუნიტეტდაქვეითებულები გახდებიან, სულ უფრო და უფრო ხშირად დაავადდებიან და სულ უფრო ხშირი იქნება სიკვდილიანობაც.

View this post on Instagram

ლьოვ 💜 #mykids

A post shared by ᛕꪖꪻꪗꪖ (@katiesihinava) on

ხოლო მათ, ვინც ნებაყოფლობით არ მიიღებს პატიმრობის ასეთ სახეს, აიძულებენ დიდი ქალაქები დატოვონ და მიუსვლელ სოფლებში გადასახლდნენ, რადგან სხვანაირად სუფთა ჰაერს ვერ ეღირსებიან. „სწორედ ამას მიგვანიშნებდა, მიწები გაამაგრეთო, პატრიარქმა რომ გაგვაფრთხილა. თუ მალე მოხდება ისე, რომ სოციალურ ქსელთან წვდომა არ მექნება, თქვენ კი რაღაც მომენტში ჩემი სიტყვები გაგახსენდებათ, გილოცავთ... თქვენ მიხვდით გვიან მაგრამ მაინც“, –  წერს ხატია სიჭინავა.

View this post on Instagram

სიყვარული არის ...

A post shared by ᛕꪖꪻꪗꪖ (@katiesihinava) on

ყოფილი ტელეწამყვანი კორონავირუსის პანდემიისას სოციალურ ქსელში განსაკუთრებით გააქტიურდა. ხატია სიჭინავას სჯერა, რომ აღსასრული ახლოა, მალე მთელ მსოფლიოს ერთი მმართველი ეყოლება და ადამიანები დაიჩიპებიან.

1974
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2382)
პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე: „ვინმემ გამახსენოს გრიპი, რომელიც ორ თვეში ათას ადამიანს მოკლავს...“

42
(განახლებულია 12:13 28.11.2020)
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოზე გადაწყვეტილების მიღება შეზღუდვებთან დაკავშირებით ძალიან რთული იყო, მაგრამ ამას უაღრესად რთული ეპიდვითარება მოითხოვდა

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში შეზღუდვების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, მაგრამ კორონავირუსით ინფიცირების რიცხვები უკვე კატასტროფულია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პირველი არხის ეთერში.

საქართველოში 28 ნოემბრიდან რთული ეპიდვითარების გამო ხელისუფლებამ ახალი შეზღუდვები აამოქმედა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

„არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ლუკმაპურს გამოიმუშავებენ. ძალიან მძიმეა ეს. ამიტომ ყველაფერი უნდა აიწონოს. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციები გვაქვს და გაცილებით უფრო მკაცრ და ხანგრძლივ შეზღუდვებს ვითხოვთ, მაგრამ ამ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურ შემოსავლებზე არიან დამოკიდებული, მათაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საშუალება უნდა მისცე. ძალიან მძიმეა გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო იღებს“, - განაცხადა იმნაძემ.

მან ასევე გადაცემაში საუბრისას იმ ადამიანთა ჯგუფებზე ისაუბრა, ვისაც კოვიდინფექციის არსებობის არ სჯერათ და ამის აგიტაციას საჯაროდ ახდენენ.

„არიან ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ხალხს ჩასჩიჩინებენ, რომ ეს ტყუილია, კორონა არაფერია და მსუბუქი გრიპია. მგონია რომ ეს მართული ჯგუფებია, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ დივერსიას ეწევიან და ცდილობენ, რომ ქვეყანა ჩამოიქცეს. ერთი, გრიპი გამახსენოს ვინმემ და თქვას, ხომ ქვეყნდება ხოლმე გრიპისგანაც სტატისტიკა, გრიპი, რომელიც ორ თვეში ათას ადამიანს მოკლავს, ასეთი გრიპი თუ უნახავთ“, - განაცხადა იმნაძემ.

ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ლაბორატორიულ შეცდომებსა და ტესტირების მხრივ არსებულ ხარვეზებზეც ისაუბრა. მან ღიად აღნიშნა, რომ მედიცინაში გარანტირებული არაფერია და ტესტირების დროს ხდება ცდომილებები, რაც ნაწილობრივ მკვეთრი მატებითაც არის განპირობებული.

პაატა იმნაძემ კოვიდინფექციის მუტაციაზეც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ ჩანს ისეთი მუტაციები, რომელიც ვირუსის სიძლიერეს შეცვლიდა, ხოლო ვირუსის აგრესიულობისა და ლეტალობის შემცირება სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.

იმუნოლოგი ასევე თვითმკურნალობისა და ანტიბიოტიკების მოხმარების შემთხვევებსაც შეეხო. იმნაძემ განაცხადა, რომ მედიკამენტების თვითნებურად მიღება კატეგორიულად მიუღებელია.

„ანტიობიოტიკი არც ერთ ვირუსზე არ მოქმედებს. ანტიბიოტიკმა შეიძლება ორგანიზმს მხოლოდ ცუდი გაუკეთოს, ხოლო ვირუსს არაფერს უზამს. რაც შეეხება სისხლის გამათხელებლებს, მათი მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება, არავითარ შემთხვევაში თვითნებურად და მით უმეტეს, როცა ადამიანი კოვიდისგან უკვე გამოჯანმრთელებულია“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ კომენტარი გააკეთა გადაცემის წამყვანის დასმულ შეკითხვაზე, თუ როგორ მოვიდა ქვეყანა ამ ვითარებამდე.

„ვიდრე დედამიწაზე პანდემიაა, საქართველოში ვერავინ ვერ გააჩერებს ბოლომდე კორონას. ჩვენც ამისი იმედი გვქონდა, რომ რიცხვები ასეთი კატასტროფული არ იქნებოდა, რაზეც დღეს გასულები ვართ. თითქმის 5 000 რეგისტრირებული შემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში ახლა 10 000 მაინც არის, ამას კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რადგან 5 000 არის, რაც ჩვენ დავადასტურეთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ყოველდღიურად ინფიცირების რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

42
თემები:
COVID-19 საქართველოში
გამვლელები პირბადეებით

პლუს 34: რამდენია გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

30
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4 472-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 127 942-ს მიაღწია.

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1 195-ს მიაღწია, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4 472-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 127 942-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 106 328 ადამიანი (ბოლო 24 საათში - 4058), კარანტინის რეჟიმშია 2 076, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 286 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 844 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

30
თემები:
COVID-19 საქართველოში
გაზქურა

აჭარისა და გურიის რეგიონებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდათ

0
(განახლებულია 11:37 28.11.2020)
დაზიანების აღსადგენად ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურის ტექნიკური ჯგუფები მაქსიმალურად არიან მობილიზებული, აცხადებენ სამინისტროში

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდათ აჭარისა და გურიის რეგიონებს, ინფორმაციას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დაზიანება „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მოხდა.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დაზიანების აღსადგენად ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს გადაუდებელი სამუშაოები.

სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს.

 

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში