მარიტა ჯანაშია და თემო საჯაია

„როცა მარიტა მჟავე კომბოსტოს ხედავს“ თემო საჯაიამ მეუღლეს სახალისო ვიდეო გამოუქვეყნა

214
(განახლებულია 21:20 10.11.2020)
ერთ-ერთმა პოპულარულმა წყვილმა – თემო საჯაიამ და მარიტა ჯანაშიამ ურთიერთობას ოფიციალური სახე აგვისტოში მისცეს. მოდელი, სავარაუდოდ, ორსულადაა.

მომ­ღე­რალ თემო სა­ჯა­ი­ა­ს და მო­დელ მა­რი­ტა ჯა­ნა­ში­ას სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ახალ ფა­ზა­ში გა­და­ვი­და. წყვილ­მა აგვისტოში ჯვა­რი და­ი­წე­რა, ულა­მა­ზე­სი ქორ­წი­ლიც გა­და­ი­ხა­და და ახლა, სავარაუდოდ, პირველ შვილს ელოდებიან.

ამას მოწმობს თემო საჯაიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო, რომელსაც მომღერალმა დაურთო წარწერა – „როცა მარიტა მჟავე კომბოსტოს ხედავს“. როგორც ჩანს, მოდელი ორსულადაა და მჟავეები განსაკუთრებულად უნდება.

View this post on Instagram

Wedding 💛

A post shared by თემო საჯაია (@temo_sajaia) on

ტელეწამყვანები თემო და მა­რი­ტა ჯერ კი­დევ ივ­ლის­ში და­ი­ნიშნენ. მომ­ღე­რალ­მა ლა­მაზ­მან სა­ცო­ლეს ხელი პირ­და­პირ ეთერ­ში სთხო­ვა და თან­ხმო­ბაც მი­ი­ღო. ქორ­წი­ლის ყვე­ლა სტუ­მა­რი თეთ­რებ­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი. პა­ტარ­ძალს ჯვრის­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე გრძე­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი დი­ზა­ი­ნის კაბა ეცვა, ხოლო სა­ქორ­წი­ნო წვე­უ­ლე­ბა­ზე მოკ­ლე და თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლის სა­მოს­ზე შე­ა­ჩე­რა არ­ჩე­ვა­ნი. ქორ­წი­ლის სტუმ­რებს შო­რის არა­ერ­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო.

View this post on Instagram

Marituna♥️💛

A post shared by თემო საჯაია (@temo_sajaia) on

წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი რამ­დე­ნი­მე თვის წინ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა PosTV-ში გა­იც­ნო, სა­დაც დი­ლის გა­და­ცე­მა მიჰ­ყავ­დათ. მა­რი­ტას და თე­მოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. ცნო­ბილ მო­დელ­სა და პო­პუ­ლა­რულ მომ­ღე­რალს წარ­სულ­ში სა­ინ­ტე­რე­სო სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჰქონ­დათ, რო­მე­ლიც წლებს ით­ვლი­და.

View this post on Instagram

მიყვარხარ ბუბლიკო 💛💍

A post shared by თემო საჯაია (@temo_sajaia) on

მსახიობ ნიკო გომელაურისა და ეკა ნიჟარაძის ვაჟი ჯეჯი და თემო გოცაძისა და მარინა ჯანაშიას შვილიშვილი, მოდელი მარიტა ჯანაშია ერთმანეთს შვიდწლიანი ურთიერთობის შემდეგ რამდენიმე ხნის წინ დაშორდნენ, მასმედიაში კი ეს ამბავი 2020 წლის თებერვალში გამჟღავნდა, როდესაც მოდელმა დაშორების შესახებ ჟურნალ „გზასთან“ ისაუბრა.

View this post on Instagram

🐬💛

A post shared by თემო საჯაია (@temo_sajaia) on

როგორც აღმოჩნდა, წყვილის დაშორების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ამდენი ხნის მანძილზე მათი ერთად მარტო ცხოვრება ვერ მოხერხდა. მარიტა ამბობდა, რომ შერიგებას არც ერთი არ ფიქრობს. როგორც ცნობილია, მარიტას და ჯეჯის სიყვარული მეგობრობიდან დაიწყო. ისინი თეატრალურ უნივერსიტეტში ჯგუფელები იყვნენ.

View this post on Instagram

Marita & Galaktioni 💛

A post shared by თემო საჯაია (@temo_sajaia) on

სა­ინ­ტე­რე­სო სა­სიყ­ვა­რუ­ლი ის­ტო­რია ჰქონ­და თემო სა­ჯა­ი­ა­საც, რო­მე­ლიც თით­ქმის ქორ­წი­ლამ­დე მი­ვი­და. მომ­ღე­რა­ლი ხუ­თწ­ლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ ბა­ლე­რი­ნა ნინა სა­მა­დაშ­ვილს და­შორ­და, რო­მელ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბა­საც აპი­რებ­და.

214
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2356)
საქართველოს სამხედრო გზა

ზემო ლარსი დღეს: გზა ყველა სახის ტრანსპორტის თავისუფალია

7
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ავტოტრასა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის თავისუფალია

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა ყველა სახის ტრანსპორტისთვის, მათ შორის სატვირთოებისთვის, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ამ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა 22 ნოემბერს გვიან ღამით თოვისა და ლიპყინულის გამო აიკრძალა.

ამ დროისათვის საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს სააგენტოს მონაცემებით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ - ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

საქართველოს სახმელეთო საზღვრები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო უცხოელებისთვის 2020 წლის მარტიდან ჩაიკეტა, ღიაა მხოლოდ ტვირთის გადამზიდავებისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან.

7
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში
მომხმარებლები პირბადეებით

მთავრობაში სავაჭრო ცენტრების მუშაობის შეზღუდვაზე მსჯელობენ

23
იგეგმება ახალი შეზღუდვები, გამკაცრება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სრული ლოკდაუნი არ იქნება, აცხადებენ ბიზნესმენები

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთავრობაში სავაჭრო ცენტრებში სამუშაო დღეების და საათების შეზღუდვის საკითხი განიხილება.

არსებული ეპიდემიოლოგიური ფონის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური ჯგუფი ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით მუშაობს საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება ბიზნესისა და ეკონომიკისთვის ზარალის მინიმიზაციას, შესაძლო წერტილოვან შეზღუდვების დაწესებას და ბიზნესის მხარდასაჭერად დამატებით ღონისძიებებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ვირუსის შემდგომი გავრცელების აღსაკვეთად მნიშვნელოვანია მობილობის შემცირება, რისთვისაც, ეპიდემიოლოგების თვალსაზრისით, მთავრობა გეგმავს წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებას, რაზეც ბიზნესმენებთან კონსულტაციებს გადის, იუწყება მთავრობის პრესსამსახური.

სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“ დირექტორმა ზურაბ შავლაყაძემ სახელმწიფო აპარატში ბიზნესწარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრაზე მოსალოდნელი დადგენილებები განიხილებოდა.

„შეიძლება შეიზღუდოს სამუშაო საათები, სამუშაო დღეები. მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. როგორც ვიცი, მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს ბაზრობების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა შავლაყაძემ შეხვედრის შემდეგ.

ამასთან, მაღაზიათა ქსელ „ისი-პარის“ გენერალური დირექტორის, მაია პაპალაშვილის თქმით, იგეგმება შეზღუდვების გამკაცრება, მაგრამ სრული ლოკდაუნი არ გამოცხადდება.

პლუს 36: რამდენია გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა >>

„იგეგმება ახალი შეზღუდვები, გამკაცრება, მაგრამ მთავარი არის ის, რომ სრული ლოკდაუნი არ იქნება. ვფიქრობთ, ერთად რაღაც კონსესუსამდე მივალთ და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომ არც ეპიდემიის ასეთი სისწრაფით გავრცელება იყოს და ბიზნესიც ასე თუ ისე გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. დაკეტვაზე არანაირი გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული. ხვდებიან აბსოლუტურად ყველა სექტორს და უნდათ, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ეპიდემიასაც შეაჩერებს და ბიზნესიც არ დაიჩაგრება“, - განაცხადა პაპალაშვილმა.

23
თემები:
COVID-19 საქართველოში
კარფური

გლდანის „კარფურში“ მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა

0
დანით შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა თავის ყოფილ მეუღლეს, რომელიც გლდანის „კარფურის“ თანამშრომელია. დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თავდამსხმელი დააკავეს

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ჰიპერმარკეტ „კარფურის“ გლდანის ფილიალში თანამშრომელს თავს დაესხნენ, იუწყება „მთავარი არხი“.

შემთხვევა დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დანით შეიარაღებული პირი თავს ყოფილ მეუღლეს დაესხა და მას ჭრილობები მიაყენა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც „კარფურში“ აცხადებენ, თავდამსხმელი მაღაზიის უსაფრთხოების სამსახურმა შეაკავა, შემდეგ კი ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

ჯერჯერობით, ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში