Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მიშიკოს გაპიარებული მომღერალი“ – სოფო ნიჟარაძის ფოტომ პრეზიდენტთან აჟიოტაჟი გამოიწვია

© Facebook / Sofia Nizharadzeსოფო ნიჟარაძე
სოფო ნიჟარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარული მომღერალი სოციალურ ქსელში აღარ აქტიურობს. მისი თაყვანისმცემლები შემსრულებლის Instagram-ზე არიან ჩასაფრებული. სოფო ნიჟარაძის მორიგმა გამოჩენამ დიდი ინტერესი გამოიწვია.

ამერიკაში გადაბარგებულმა ქართველმა მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ სოციალურ ქსელში ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ ჯო ბაიდენთან ერთად გადაღებული ფოტო „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა, რითიც სოციალური ქსელის მომხმარებლების ყურადღება მიიპყრო.

View this post on Instagram

Congratulations Mr. President 💙 #bidenharris2020 #joebiden #kamalaharris

A post shared by Sofia Nizharadze (@sofianizharadze) on

სოფო, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ამერიკაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა, შესაბამისად, მის მეგობრებსა და ხელმომწერებს მომღერლის ნებისმიერი აქტივობა ახარებთ და მის მიმართ დადებით კომპლიმენტებსაც არ იშურებენ. ბაიდენის და ნიჟარაძის ფოტოს ჰეიტერებიც გამოუჩნდნენ.

View this post on Instagram

A post shared by Sofia Nizharadze (@sofianizharadze) on

„მიშიკოს გაპიარებული მომღერალი, რამდენი ფული გადაუხადა მსოფლიოს ვარსკვლავებს შენს გვერდით რომ ემღერათ მაშინ“, – დაწერა ერთ-ერთმა ჰეიტერმა. რასაც სოფოს მეგობრების აღშფოთება მოჰყვა. სოფომ მეგობრებს აუხსნა, რომ მას „ტროლები” უტევენ.

View this post on Instagram

@natatotato 📸❤️

A post shared by Sofia Nizharadze (@sofianizharadze) on

„არ ველოდი ამერიკის პრეზიდენტთან ფოტო თუ ასეთ აჟიოტაჟს გამოიწვევდა. ასეთების მოკლე ჭკუით, მასაც ფული გადაუხადეს, ხელი რომ ჩამოერთვა“, – დაწერა სოფომ, რომელმაც მოგვიანებით კომენტარები წაშალა.

View this post on Instagram

A post shared by Sofia Nizharadze (@sofianizharadze) on

სოფო ნიჟარაძე ამერიკაში თებერვალში გაემგზავრა დედასთან ერთად. მომღერალი იქ პატარა გოგონას ელის მარიას დედა გახდა, რომლის ფოტოსაც ჯერჯერობით არ ასაჯაროვებს. ასევე უცნობია, ვინ არის ბავშვის მამა.

ყველა ახალი ამბავი
0