Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დაგვაშორეს და იმედია შეგვარიგებენ, თორემ დავიღუპე...” – სოფო ბედია ახალ ფოტოს აქვეყნებს

© courtesy of Sopo Bediaსოფო ბედია
სოფო ბედია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში ბოლო რამდენიმე დღეა ცნობილ წყვილს – სოფო ბედიას და მის მეუღლეს მიშა მესხს აქტიურად განიხილავენ.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ სოფო ბედიას და მიშა მესხის ოჯახი დაინგრა. ინფორმაცია უარყო მომღერალმა სოფო ბედიამ და ამის თაობაზე „ფეისბუქზე“ ვრცელი პოსტიც დაწერა, რომელიც მოგვიანებით წაშალა.

მოგვიანებით მომღერალმა „ფეისბუქზე“ ქმართან ერთად გადაღებული ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რასაც მისი ხელმომწერების კომენტარები მოჰყვა. „თქვენ ისევ ერთად ხართ?“ - უწერენ სოფოს კომენტარებში, რასაც მომღერალმა ასე უპასუხა: „დაგვაშორეს და იმედია შეგვარიგებენ, თორე დავიღუპე“.

View this post on Instagram

A post shared by Sopo Bedia (@sopobedia) on

სოფო ბედიასთვის მიშა მესხი მეორე მეუღლეა. წყვილს შვილი 2018 წლის დეკემბერში შეეძინა. ბედნიერმა წყვილმა ვაჟს ანდრია დაარქვა. პირველი ქორწინებიდან სოფო ბედიას ასევე ვაჟი ჰყავს. წყვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყველგან ერთად ჩნდება და ძალიან ბედნიერ წყვილად ითვლება.

ყველა ახალი ამბავი
0