თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2970-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 63650-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 47 390 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2 348), გარდაიცვალა – 521, კარანტინის რეჟიმშია 2 765, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 709 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 066 ადამიანი იმყოფება.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.